პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ..." - ვისი ნათქვამი მოხვდა გულზე სოფო საჟინიანს და რას ამბობს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ
"სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ..." - ვისი ნათქვამი მოხვდა გულზე სოფო საჟინიანს და რას ამბობს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ

"X ფაქ­ტო­რის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკვე ცნო­ბი­ლია. მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 19 ივ­ნისს, შოუს მე­ო­თხე ლა­ივ­ზე "X ფაქ­ტორს" სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი გა­მო­ე­თი­შა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტში mix2ra, გრი­გოლ ყიფ­ში­ძე, სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე და თა­მარ ედი­ლაშ­ვი­ლი დარ­ჩნენ. სულ შე­მო­ვი­და 38117 ზარი და ამ ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, 27,12% მი­ი­ღო mix2ra-მ, ხოლო აუთ­სა­ი­დე­რე­ბი თა­მარ ედი­ლაშ­ვი­ლი და სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი გახ­დნენ. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი სოფო ნი­ჟა­რა­ძემ მი­ი­ღო და შოუს სოფო სა­ჟი­ნი­ა­ნი გა­მო­ე­თი­შა.

ლა­ი­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენ სო­ფოს ვე­სა­უბ­რეთ: - სოფო, ელო­დი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რას?

- ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ამას. მე და თა­მა­რი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, ყვე­ლა­ფერს ღირ­სე­უ­ლად ვხვდე­ბი და ასე შევ­ხვდი ამა­საც. მთა­ვა­რი იყო აქ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ხალ­ხი მიც­ნობს რო­გორც კარგ მომ­ღე­რალს, ჩემ­თვის სწო­რედ ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თავს და­ჩაგ­რუ­ლად და გაგ­დე­ბუ­ლად არ ვთვლი. არ მინ­და გავ­ჩერ­დე, ვა­პი­რებ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო და სტე­ფა­ნემ აღარ თქვას, სო­ფოს ნამ­ღერ­ში ინ­დვი­დუ­ა­ლიზმს ვერ ვხე­და­ვო.

- გე­წყი­ნა ეს ნათ­ქვა­მი?

- არ მე­წყი­ნა, უბ­რა­ლოდ გულ­ზე მომ­ხვდა ეს ნათ­ქვა­მი. არ შე­იძ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლო რა­ღა­ცე­ებ­ზე ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა. ჩავ­წერ ჩემს სიმ­ღე­რებს და პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ სტე­ფა­ნეს გა­ვუგ­ზავ­ნი. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ­ღე­რო ბი­ორ­კი შე­ნე­ბუ­რად, რად­გან ეს ურ­თუ­ლე­სი კომ­პო­ზი­ცი­აა. სულ ვკან­კა­ლებ­დი ერთი ნო­ტიც რომ არ და­მე­კარ­გა, მე ეს შევ­ძე­ლი და დღეს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­ვი­მარ­ჯვე. ხალ­ხი ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობთ, თა­მა­რი უნდა გა­ეგ­დოთ? - არა, რას ლა­პა­რა­კობთ. თა­მა­რი უნი­ჭი­ე­რე­სი ბავ­შვია, ის უნდა იყოს პრო­ექ­ტში, პა­ტა­რაა და ახლა მას ეს სჭირ­დე­ბა.

- სა­ბო­ლო­ოდ, შენი ბედი სოფო ნი­ჟა­რა­ძემ გა­და­წყვი­ტა და პრო­ექ­ტი და­გა­ტო­ვე­ბი­ნა, ელო­დი ამას? - სო­ფოს ჩემ­თვის ხმა რომ მო­ე­ცა, ჩა­ქო­ლავ­დნენ. მის ად­გილ­ზე მეც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი. მენ­ტორ ლელა წურ­წუ­მი­ას­თვის ბოლო ორი ლაივ-კონ­ცერ­ტი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, პრო­ექ­ტი მისი გუნ­დის წევ­რებ­მა და­ტო­ვეს. "დავ­რჩი კონ­კურ­სან­ტის გა­რე­შე, მაგ­რამ ინ­ტე­რე­სი პრო­ე­ქის მი­მართ არ და­მი­კარ­გავს. მე მყავს ჩემი ფა­ვო­რი­ტი კონ­კურ­სან­ტი, მაგ­რამ არ ვი­ტყვი ვინ არის ის. მინ­და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო, წინ სა­უ­კე­თე­სო ტუ­რე­ბი გვე­ლის, მე ისევ მო­ვალ ულა­მა­ზე­სი კა­ბით და ვიქ­ნე­ბი ჟი­უ­რის წევ­რი" - ამ­ბობს წურ­წუ­მია.

"სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ..." - ვისი ნათქვამი მოხვდა გულზე სოფო საჟინიანს და რას ამბობს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ

"სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ..." - ვისი ნათქვამი მოხვდა გულზე სოფო საჟინიანს და რას ამბობს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ

"X ფაქტორის" ნახევარფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. მაყურებლის გადაწყვეტილებით, 19 ივნისს, შოუს მეოთხე ლაივზე "X ფაქტორს" სოფო საჟინიანი გამოეთიშა. შესაბამისად, პროექტში mix2ra, გრიგოლ ყიფშიძე, სანდრო კურცხალიძე და თამარ ედილაშვილი დარჩნენ. სულ შემოვიდა 38117 ზარი და ამ ხმების უმრავლესობა, 27,12% მიიღო mix2ra-მ, ხოლო აუთსაიდერები თამარ ედილაშვილი და სოფო საჟინიანი გახდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი სოფო ნიჟარაძემ მიიღო და შოუს სოფო საჟინიანი გამოეთიშა.

ლაივის დასრულების შემდეგ ჩვენ სოფოს ვესაუბრეთ: - სოფო, ელოდი აუტსაიდერებში მოხვედრას?

- ნამდვილად არ ველოდი ამას. მე და თამარი აუტსაიდერებში არ უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, ყველაფერს ღირსეულად ვხვდები და ასე შევხვდი ამასაც. მთავარი იყო აქ მოვსულიყავი, ხალხი მიცნობს როგორც კარგ მომღერალს, ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. თავს დაჩაგრულად და გაგდებულად არ ვთვლი. არ მინდა გავჩერდე, ვაპირებ ჩემი სიმღერები ჩავწერო და სტეფანემ აღარ თქვას, სოფოს ნამღერში ინდვიდუალიზმს ვერ ვხედავო.

- გეწყინა ეს ნათქვამი?

- არ მეწყინა, უბრალოდ გულზე მომხვდა ეს ნათქვამი. არ შეიძლება უსაფუძვლო რაღაცეებზე ყურადღების მიქცევა. ჩავწერ ჩემს სიმღერებს და პირველ რიგში, სწორედ სტეფანეს გავუგზავნი. შეუძლებელია იმღერო ბიორკი შენებურად, რადგან ეს ურთულესი კომპოზიციაა. სულ ვკანკალებდი ერთი ნოტიც რომ არ დამეკარგა, მე ეს შევძელი და დღეს საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ხალხი ყველაფერს ხვდება.

- რას გულისხმობთ, თამარი უნდა გაეგდოთ? - არა, რას ლაპარაკობთ. თამარი უნიჭიერესი ბავშვია, ის უნდა იყოს პროექტში, პატარაა და ახლა მას ეს სჭირდება.

- საბოლოოდ, შენი ბედი სოფო ნიჟარაძემ გადაწყვიტა და პროექტი დაგატოვებინა, ელოდი ამას? - სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ. მის ადგილზე მეც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მენტორ ლელა წურწუმიასთვის ბოლო ორი ლაივ-კონცერტი წარუმატებელი აღმოჩნდა, პროექტი მისი გუნდის წევრებმა დატოვეს. "დავრჩი კონკურსანტის გარეშე, მაგრამ ინტერესი პროექის მიმართ არ დამიკარგავს. მე მყავს ჩემი ფავორიტი კონკურსანტი, მაგრამ არ ვიტყვი ვინ არის ის. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, წინ საუკეთესო ტურები გველის, მე ისევ მოვალ ულამაზესი კაბით და ვიქნები ჟიურის წევრი" - ამბობს წურწუმია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება