სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში: "წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს"
არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში: "წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს"

აფხა­ზეთ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტსა და მის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. მოძ­რა­ო­ბა " აფხა­ზე­თის ქა­ლე­ბი" ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის­გან 14 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და მისი დის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლის ძმა, ალ­მას ჯო­პუა "დე­პუ­ტა­ტია" და შე­საძ­ლოა, ხელი შე­უ­შა­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას, რათა მისი ოჯა­ხის რე­პუ­ტა­ცია არ შე­ი­ლა­ხოს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, 17 ივ­ნისს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მა­მამ მისი უფ­რო­სი, 25 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მამა ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­ბარ­და, თუმ­ცა, კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ის მი­ი­მა­ლა. გო­გო­ნას ცხე­და­რი კი, რო­მელ­საც ტყვია თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს...

აფხა­ზეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ დე­პუ­ტა­ტი ალ­მას ჯო­პუა შეხ­ვდა გო­გო­ნე­ბის მა­მას და მას და­ნა­შა­უ­ლის­კენ უბიძ­გა, რათა საქ­მის მოწ­მე ჩა­მო­ე­შო­რე­ბი­ნა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ოჯა­ხის უფ­როს ქა­ლიშ­ვილს მე­ძა­ვი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი უწო­და. თუმ­ცა, ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის. ისე­ვე რო­გორც არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი, თუ სად და რო­დის და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა მსხვერ­პლი გო­გო­ნა­სა და ბრალ­დე­ბუ­ლი ჯო­პუ­ას ოჯა­ხებს შო­რის, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი სახე მი­ი­ღო.

"ამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ოჯახს არა­ვინ ჰყავს დამ­ცვე­ლი. მათ ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნი­სა და თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი არ გა­აჩ­ნი­ათ, გან­სხვა­ვე­ბით ჯო­პუ­ე­ბის­გან, რო­მელ­თაც ზურგს მთე­ლი აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმაგ­რებს. ჩვენ ზედ­მი­წევ­ნით და­ვაკ­ვირ­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს და იმა­საც, თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ თქვენ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს" - გა­ნა­ცხა­დეს მოძ­რა­ო­ბა "აფხა­ზე­თის ქა­ლე­ბის" წევ­რებ­მა, რო­მელ­თა თქმი­თაც, მათი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­საც ახლა, ამ მძი­მე პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი "კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა" გან­სა­ზღვრავს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ფსი­ქო­ლო­გი ელე­ნა ქორ­თუა, რო­მე­ლიც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას ეს­წრე­ბო­და, აცხა­დებს, რომ ამ საქ­მის გარ­შე­მო არა­ვი­თა­რი ეჭვი არ არ­სე­ბობს - გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და ას­ტა­მურ ჯო­პუ­ას თა­ვის მარ­თლე­ბა, რომ თით­ქოს მას არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია, მი­უ­ღე­ბე­ლია.

მი­სი­ვე თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის აფხა­ზეთ­ში, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბა, არ ხმა­ურ­დე­ბა და რო­გორც წესი, ან "გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბის ჩა­რე­ვის შემ­დეგ იფარ­ცხე­ბა, ან საქ­მე იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბით სრულ­დე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, ორი­ვე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან ყვე­ლა ჩუ­მად არის. ბოლო ფაქ­ტის დროს კი, დამ­ნა­შა­ვის მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, "მი­ლი­ცი­ას" მა­ინც მი­მარ­თეს. "თუმ­ცა, თქვენ წარ­მოდ­გე­ნაც არ გაქვთ, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი ქალი დუმს, რად­გან ეში­ნია, პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხის რე­აქ­ცი­ის, შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის..." - აცხა­დებს ელე­ნა ქორ­თუა.

ცნო­ბის­თვის, ეს მარ­თლაც არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აფხა­ზეთ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი გა­ა­პა­ტი­უ­რეს, - 2013 წლის 2 დე­კემ­ბერს, 8 წლის ვერ­ჯი­ნე სურ­მე­ნე­ლი­ა­ნი, სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მის­თა­ში ნა­წა­მე­ბი იპო­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მო­ძა­ლა­დემ ის გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და შემ­დეგ, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა...

16 ივ­ნისს, სურ­მე­ნე­ლი­ა­ნის ფაქ­ტის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი საქ­მის მო­რი­გი "სა­სა­მარ­თლო" გა­ი­მარ­თა, რა დრო­საც, აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ გო­გო­ნას დე­დას ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა და ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ქალი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს და მას 2-დან 5-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე კონ­ტროლს ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში, "თავ­დაც­ვი­სა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი იტ­ვირ­თავს".

ლალი პა­პას­კი­რიAMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში: "წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს"

არასრულწლოვნების გაუპატიურების ფაქტები აფხაზეთში: "წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს"

აფხაზეთში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ფაქტსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებს, ადგილობრივი მოსახლეობის მღელვარება მოჰყვა. მოძრაობა " აფხაზეთის ქალები" ე.წ. პარლამენტისგან 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. თუმცა, მათივე თქმით, ბრალდებულის ძმა, ალმას ჯოპუა "დეპუტატია" და შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიებას, რათა მისი ოჯახის რეპუტაცია არ შეილახოს.

არსებული ინფორმაციით, ამ საზარელი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 17 ივნისს, გაუპატიურებული გოგონას მამამ მისი უფროსი, 25 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მამა ე.წ. სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა, თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, ის მიიმალა. გოგონას ცხედარი კი, რომელსაც ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, ქუჩაში იპოვეს...

აფხაზეთში ამბობენ, რომ სწორედ დეპუტატი ალმას ჯოპუა შეხვდა გოგონების მამას და მას დანაშაულისკენ უბიძგა, რათა საქმის მოწმე ჩამოეშორებინა. არსებული ინფორმაციით, მან ოჯახის უფროს ქალიშვილს მეძავი და ღირსების შემლახველი უწოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ისევე როგორც არ არის დაზუსტებული, თუ სად და როდის დაიწყო დაპირისპირება მსხვერპლი გოგონასა და ბრალდებული ჯოპუას ოჯახებს შორის, რომელმაც ძალიან მძიმე და ტრაგიკული სახე მიიღო.

"ამ გაუბედურებულ ოჯახს არავინ ჰყავს დამცველი. მათ ადვოკატის აყვანისა და თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ, განსხვავებით ჯოპუებისგან, რომელთაც ზურგს მთელი აფხაზეთის საზოგადოება უმაგრებს. ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს და იმასაც, თუ როგორი რეაქცია გექნებათ თქვენ, პარლამენტის წევრებს" - განაცხადეს მოძრაობა "აფხაზეთის ქალების" წევრებმა, რომელთა თქმითაც, მათი შვილების მომავალსაც ახლა, ამ მძიმე პერიოდში ჩამოყალიბებული "კანონის უზენაესობა" განსაზღვრავს.

ადგილობრივი ფსიქოლოგი ელენა ქორთუა, რომელიც გაუპატიურებული არასრულწლოვანის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ამ საქმის გარშემო არავითარი ეჭვი არ არსებობს - გოგონა გააუპატიურეს და ასტამურ ჯოპუას თავის მართლება, რომ თითქოს მას არაფერი ჩაუდენია, მიუღებელია.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის აფხაზეთში, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, არ ხმაურდება და როგორც წესი, ან "გავლენიანი პირების ჩარევის შემდეგ იფარცხება, ან საქმე იძულებითი ქორწინებით სრულდება. ასეთ შემთხვევებში, ორივე მხარე კმაყოფილია, რადგან ყველა ჩუმად არის. ბოლო ფაქტის დროს კი, დამნაშავის მუქარის მიუხედავად, "მილიციას" მაინც მიმართეს. "თუმცა, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, მსგავს სიტუაციაში მყოფი რამდენი ქალი დუმს, რადგან ეშინია, პირველ რიგში ოჯახის რეაქციის, შემდეგ კი საზოგადოების..." - აცხადებს ელენა ქორთუა.

ცნობისთვის, ეს მართლაც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთში არასრულწლოვანი გააპატიურეს, - 2013 წლის 2 დეკემბერს, 8 წლის ვერჯინე სურმენელიანი, სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში ნაწამები იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოძალადემ ის გააუპატიურა და შემდეგ, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა...

16 ივნისს, სურმენელიანის ფაქტის გარშემო დაწყებული საქმის მორიგი "სასამართლო" გაიმართა, რა დროსაც, აფექტის მდგომარეობაში მყოფ გოგონას დედას ნერვებმა უმტყუნა და ბრალდებულის მხარის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალი ადგილზე დააკავეს და მას 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დანაშაულებების გამოძიებაზე კონტროლს ე.წ. პარლამენტში, "თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი იტვირთავს".

ლალი პაპასკირი AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე