პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან..." - რა ფოტოებს ავრცელებს უშგულიდან თვითმხილველი
"ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან..." - რა ფოტოებს ავრცელებს უშგულიდან თვითმხილველი

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირაკ­ლი ჟვა­ნია "ფე­ის­ბუქ­ზე" უშ­გულ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გად არის ასა­ხუ­ლი.

"ეს ხდე­ბა უშ­გულ­ში. და­ემ­სგავ­სა აქა­უ­რო­ბაც ბა­კუ­რი­ანს და ქო­ბუ­ლეთს. უშ­გუ­ლი არის იუ­ნეს­კოს ძეგლი. ორი წე­ლია შე­ნო­ბის პრო­ექტს ვა­თან­ხმებ ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტო­ში, მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი და­ვა­მუ­შა­ვეთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვით, მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის შეს­წავ­ლით, მი­ვე­დით მი­სა­ღებ ეტაპ­ზე და ეხლა იუ­ნეს­კო­ში ვგზავ­ნი შე­ფა­სე­ბის­თვის. ად­გი­ლობ­რივ დამ­კვეთ­საც უნდა რომ აა­შე­ნოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნის დაც­ვით, ად­გი­ლის, ის­ტო­რი­ის და მო­მავ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მით. ესე­თი არის ერთი ან ორი. და­ნარ­ჩე­ნი გამ­გე­ო­ბის დო­ნის ნე­ბარ­თვა­საც არ თვლის სა­ჭი­როდ და ეს ყვე­ლა­ფე­რი უპ­რო­ექ­ტო, უნე­ბარ­თვო და უკა­ნო­ნოა იქ სა­დაც წი­ნაპ­რებ­მა ლა­მა­რია, კოშ­კე­ბი, მა­ჩუ­ბე­ბი და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­ტო­ვეს. გამ­კი­თხა­ვიც არა­ვინ არის სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ყური შე­ი­ბერ­ტყოს და პა­სუ­ხი მოჰ­კი­თხოს. სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი იცო­ცხლე ის­მე­ბა. აი ეს ვართ. აი ეს მოს­დის ღა­რი­ბი ეკო­ნო­მი­კის სუსტ სა­ხელ­მწი­ფოს ან­გა­რე­ბი­ა­ნი და უკულ­ტუ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბით, რო­მე­ლიც არა­ფერს და­გი­დევს ოღონდ ქარ­თულ ლუდ­ში ტუ­რისტს ოთხი ლარი გა­და­ახ­დე­ვი­ნოს და ლა­მა­რი­ას ხედ­ზე ბლო­კის ჯოჯო და კოკა კო­ლის ქოლ­გე­ბი ჩა­თხა­როს. ალ­ბათ მალე ამა­საც ამოგ­ვიგ­დე­ბენ იუ­ნეს­კო­დან ბაგ­რა­ტის მერე, აღა­რა­ვის ენ­დო­მე­ბა აქ ჩა­მოს­ვლა და და­ვუ­ტო­ვოთ თა­ო­ბებს ბაზ­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა", - წერს ჟვა­ნია. მისი პოს­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ცნო­ბის­თვის, იუ­ნეს­კოს" მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ძეგლი - ზემო სვა­ნე­თის ის­ტო­რი­უ­ლი და­სახ­ლე­ბა, უშ­გუ­ლის თე­მის სო­ფე­ლი ჩა­ჟა­ში 1996 წელს შე­ი­ტა­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა ბაგ­რა­ტის ტაძ­რის იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხი­დან ამო­ღე­ბის სა­კითხს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2013 წელს იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ამის მი­ზე­ზი ტაძ­რის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი რეს­ტავ­რა­ცია გახ­და.

წა­ი­კი­თხეთ: იუ­ნეს­კოს ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი - რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვე­ნი მსოფ­ლიო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

"ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან..." - რა ფოტოებს ავრცელებს უშგულიდან თვითმხილველი

"ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან..." - რა ფოტოებს ავრცელებს უშგულიდან თვითმხილველი

ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი ჟვანია "ფეისბუქზე" უშგულში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც იქ არსებული მდგომარეობა კარგად არის ასახული.

"ეს ხდება უშგულში. დაემსგავსა აქაურობაც ბაკურიანს და ქობულეთს. უშგული არის იუნესკოს ძეგლი. ორი წელია შენობის პროექტს ვათანხმებ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, მესამე ვარიანტი დავამუშავეთ ძალიან ფრთხილად, დეტალური კვლევით, მასალების მოძიებით, ტრადიციული არქიტექტურის შესწავლით, მივედით მისაღებ ეტაპზე და ეხლა იუნესკოში ვგზავნი შეფასებისთვის. ადგილობრივ დამკვეთსაც უნდა რომ ააშენოს კულტურული მემკვიდრეობის მიხედვით, სახელმწიფო და საერთაშორისო კანონის დაცვით, ადგილის, ისტორიის და მომავლის პატივისცემით. ესეთი არის ერთი ან ორი. დანარჩენი გამგეობის დონის ნებართვასაც არ თვლის საჭიროდ და ეს ყველაფერი უპროექტო, უნებართვო და უკანონოა იქ სადაც წინაპრებმა ლამარია, კოშკები, მაჩუბები და მსოფლიო მემკვიდრეობა დატოვეს. გამკითხავიც არავინ არის სახელმწიფოს მხრიდან ყური შეიბერტყოს და პასუხი მოჰკითხოს. სადღეგრძელოები იცოცხლე ისმება. აი ეს ვართ. აი ეს მოსდის ღარიბი ეკონომიკის სუსტ სახელმწიფოს ანგარებიანი და უკულტურო საზოგადოებით, რომელიც არაფერს დაგიდევს ოღონდ ქართულ ლუდში ტურისტს ოთხი ლარი გადაახდევინოს და ლამარიას ხედზე ბლოკის ჯოჯო და კოკა კოლის ქოლგები ჩათხაროს. ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან ბაგრატის მერე, აღარავის ენდომება აქ ჩამოსვლა და დავუტოვოთ თაობებს ბაზრის დარეგულირებული მემკვიდრეობა", - წერს ჟვანია. მისი პოსტი "ფეისბუქზე" უამრავმა ადამიანმა გააზიარა. საზოგადოება სახელმწიფოს აღნიშნულ ფაქტზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში არაჩვეულებრივი ძეგლი -  ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში 1996 წელს შეიტანეს. რაც შეეხება ბაგრატის ტაძრის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხს, გადაწყვეტილება 2013 წელს იქნა მიღებული. ამის მიზეზი ტაძრის დაჩქარებული რესტავრაცია გახდა.

წაიკითხეთ: იუნესკოს ქართული ძეგლები - რა მდგომარეობაშია ჩვენი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი