პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით
რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით

თან­ხის გა­მო­ძალ­ვი­სა და გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ზე იქ­ნე­ბი­ან თუ არა სხვა პი­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ეს გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გივი ჯიბ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი გამ­ტა­ცე­ბე­ლი პი­რი­დან მხო­ლოდ ერთს, ნი­კო­ლოზ ბახ­ტა­ძეს იც­ნობს, თუმ­ცა სხვა სა­ხე­ლით და გვა­რით. ამას­თან, გივი ჯიბ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან რა­ი­მე სა­ხის დავა თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­სო­დეს ჰქო­ნია.

"და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან მე მხო­ლოდ ერ­თთან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ის იყო პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ახ­ლო­ბე­ლი, თუმ­ცა მე მას სხვა სა­ხე­ლით და გვა­რით ვცი­ნობ­დი. გა­ირ­კვა, რომ ის ნი­კო­ლოზ ბახ­ტა­ძე ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იქ­ნე­ბი­ან თუ არა სხვა პი­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ამას მე ვერ ვი­ტყვი, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა", - გა­ნა­ცახ­და გივი ჯიბ­ლა­ძემ.

ბიზ­ნეს­მენს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, მი­ე­წო­და თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლო დამ­კვე­თის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ფაქ­ტი გა­მო­ძი­ე­ბის სამ­სჯე­ლოა. გივი ჯიბ­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას რამ­დე­ნი­მე დღის წინ მის ოფის­ზე თავ­დას­ხმაც გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სწო­რედ მისი გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ჯიბ­ლა­ძემ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა გა­ტა­ცე­ბის ინ­ცი­დენტზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ ის 26 მა­ისს, 21:30 სა­ათ­ზე სა­კუ­თა­რი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­დან გა­ი­ტა­ცეს.

"ოთხმა პირ­მა იძუ­ლე­ბის წე­სით ჩამ­სვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში, ჩა­მო­მა­ფა­რეს თავ­ზე ტო­მა­რა. რო­დე­საც ტო­მა­რა მომხსნეს, ჩვენ ვი­ყა­ვით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის პარ­კინგზე. ისი­ნი იძუ­ლე­ბის წე­სით, ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით შე­ე­ცად­ნენ, რომ ჩემ­გან თან­ხა მი­ე­ღოთ, რო­მე­ლიც 150 000 დო­ლარს შე­ად­გენ­და. მე, რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი ამ ყვე­ლა­ფერს, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და, თუმ­ცა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შს სა­მი­ნის­ტროს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში დავ­რე­კე და გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად და­ი­წყო", - გა­ნა­ცხა­და გივი ჯიბ­ლა­ძემ.

ბიზ­ნეს­მე­ნის გა­ტა­ცე­ბი­სა და მის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით 4 პირი გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს.

რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით

რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით

თანხის გამოძალვისა და გატაცების საქმეზე იქნებიან თუ არა სხვა პირები დაკავებულები, ეს გამოძიების პრეროგატივაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელმა გივი ჯიბლაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთხი გამტაცებელი პირიდან მხოლოდ ერთს, ნიკოლოზ ბახტაძეს იცნობს, თუმცა სხვა სახელით და გვარით. ამასთან, გივი ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულ პირებთან რაიმე სახის დავა თანხასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია.

"დაკავებული პირებიდან მე მხოლოდ ერთთან მქონდა ურთიერთობა. ის იყო პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ახლობელი, თუმცა მე მას სხვა სახელით და გვარით ვცინობდი. გაირკვა, რომ ის ნიკოლოზ ბახტაძე ყოფილა. რაც შეეხება იმას, იქნებიან თუ არა სხვა პირები დაკავებულები, ამას მე ვერ ვიტყვი, რადგან გამოძიების პრეროგატივაა", - განაცახდა გივი ჯიბლაძემ.

ბიზნესმენს არ დაუკონკრეტებია, მიეწოდა თუ არა გამოძიებას ინფორმაცია შესაძლო დამკვეთის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი გამოძიების სამსჯელოა. გივი ჯიბლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას რამდენიმე დღის წინ მის ოფისზე თავდასხმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ შესაძლოა თავდამსხმელები სწორედ მისი გამტაცებლები ყოფილიყვნენ. ჯიბლაძემ დეტალურად ისაუბრა გატაცების ინციდენტზეც და აღნიშნა, რომ ის 26 მაისს, 21:30 საათზე საკუთარი სახლის სადარბაზოდან გაიტაცეს.

"ოთხმა პირმა იძულების წესით ჩამსვა მიკროავტობუსში, ჩამომაფარეს თავზე ტომარა. როდესაც ტომარა მომხსნეს, ჩვენ ვიყავით საცხოვრებელი სახლის პარკინგზე. ისინი იძულების წესით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით შეეცადნენ, რომ ჩემგან თანხა მიეღოთ, რომელიც 150 000 დოლარს შეადგენდა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი ამ ყველაფერს, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა, თუმცა სახლში დაბრუნებისთანავე შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დავრეკე და გამოძიება მყისიერად დაიწყო", - განაცხადა გივი ჯიბლაძემ.

ბიზნესმენის გატაცებისა და მისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ