მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"X ფაქტორის" მეორე ლაივი - სანდრო კურცხალიძე ლიდერია, მერაბ ამზოევი პროექტს გარეთ დარჩა
"X ფაქტორის" მეორე ლაივი - სანდრო კურცხალიძე ლიდერია, მერაბ ამზოევი პროექტს გარეთ დარჩა

"X ფაქ­ტო­რის" მე­ო­რე ლაივ-კონ­ცერ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გით დას­რულ­და. მაგ­და ვა­სა­ძის ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა და ის აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდა. მე­ო­რე ლაივ-კონ­ცერ­ტის დროს მომ­ღერ­ლე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი და სცე­ნის სპეც-ეფექ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად თვა­ლის­მომჭრე­ლი იყო.

შე­მო­სუ­ლი 22 636 ზა­რი­დან, ხმე­ბის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა სწო­რედ მაგ­და ვა­სა­ძემ და მე­რაბ ამ­ზო­ევ­მა მი­ი­ღეს. სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი კი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ გა­ა­კე­თა და მე­რაბ ამ­ზო­ე­ვი პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა. ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­ყუ­რებ­ლის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ მაგ­და ვა­სა­ძე შემ­დგა­რი მომ­ღე­რა­ლია, ამი­ტომ პრო­ექ­ტში მე­რაბ ამ­ზო­ე­ვი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

შოუს ყვე­ლა­ზე სიმ­პა­ტი­უ­რი კონ­კურ­სან­ტი მი­იჩ­ნევს, რომ "X ფაქ­ტორ­ში" მოს­ვლა სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და ამ ნა­ბიჯს არ ნა­ნობს: "სწო­რი ნა­ბი­ჯი იყო ჩემი მხრი­დან "X ფაქ­ტორ­ში" მოს­ვლა. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. მარ­თა­ლია პრო­ექტს გა­მო­ვე­თი­შე, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი წინ არის", - გვი­თხრა მე­რაბ­მა.

ლელა წურ­წუ­მი­ას გუნ­დი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ზე­დი­ზედ მე­ო­რე ლა­ივ­ზე მოხ­ვდა, თუმ­ცა სტე­ფა­ნეს­გან და სო­ფოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის პრო­ექ­ტში ბრძო­ლას ორი კონ­კურ­სან­ტით გა­ნაგ­რძობს.

ლელა წურ­წუ­მია, მენ­ტო­რი: "მაგ­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლია და ამის გამო არ უნდა გა­ვაკ­რი­ტი­კოთ. ის ბევ­რს შრო­მობს, მა­ყუ­რე­ბელს სი­ა­მოვ­ნე­ბა რომ მი­ა­ნი­ჭოს"

მაგ­და ვა­სა­ძე: პრო­ექ­ტში იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ჩემი მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვაჩ­ვე­ნო მა­ყუ­რე­ბელს. მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც მხა­რი და­მი­ჭი­რა.

სო­ფოს გუნ­დის ერ­თა­დერ­თი წევ­რი სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე ბი­ჭე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში მარ­ტო გა­ნაგ­რძობს ბრძო­ლას. სან­დრო ამ­ბობს, რომ მზა­დაა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

მენ­ტო­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ბენ­დის "mix2ra"-ს გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა. ბენ­დი ორ კონ­ცერ­ტზე სო­ლის­ტის ეკო ამ­ყო­ლა­ძის გა­რე­შე მღე­რო­და. ეკოს პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ის პრო­ექტს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო დრო­ე­ბით გა­მო­ე­თი­შა, თუმ­ცა გუ­შინ დაბ­რუნ­და და ჯგუფ­მა სცე­ნა­ზე ისე­თი აურა შექ­მნა, ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი და მთე­ლი დარ­ბა­ზი აღაფრ­თო­ვა­ნა. მენ­ტო­რე­ბი "mix2ra"-ს ფეხ­ზე წა­მო­უდ­გნენ.

ეკო ამ­ყო­ლა­ძე: პრო­ექ­ტში დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი აღარ მქონ­და, მაგ­რამ გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი და ნამ­დვი­ლი "mix2ra" გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით გა­აგ­რძობს ბრძო­ლას გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

"X ფაქ­ტორ­ში" ამ ეტაპ­ზე ექ­ვსი მო­ნა­წი­ლე დარ­ჩა. ბრძო­ლა კი­დევ უფრო და­ძა­ბულ ეტაპ­ზე გა­და­დის. მა­ყუ­რებ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა სულ უფრო სა­ჭი­რო ხდე­ბა, რად­გან ვინ დარ­ჩე­ბა პრო­ექ­ტში და გახ­დე­ბა "X ფაქ­ტო­რი", ამას სწო­რედ ხალ­ხი გა­და­წყვეტს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"X ფაქტორის" მეორე ლაივი - სანდრო კურცხალიძე ლიდერია, მერაბ ამზოევი პროექტს გარეთ დარჩა

"X ფაქტორის" მეორე ლაივი - სანდრო კურცხალიძე ლიდერია, მერაბ ამზოევი პროექტს გარეთ დარჩა

"X ფაქტორის" მეორე ლაივ-კონცერტი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. მაგდა ვასაძის ვარაუდი გამართლდა და ის აუტსაიდერებში მოხვდა. მეორე ლაივ-კონცერტის დროს მომღერლები, მოცეკვავეები და სცენის სპეც-ეფექტები ნამდვილად თვალისმომჭრელი იყო.

შემოსული 22 636 ზარიდან, ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა სწორედ მაგდა ვასაძემ და მერაბ ამზოევმა მიიღეს. საბოლოო არჩევანი კი გიორგი გაბუნიამ გააკეთა და მერაბ ამზოევი პროექტს გამოეთიშა. ჟიურის გადაწყვეტილებას მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მაგდა ვასაძე შემდგარი მომღერალია, ამიტომ პროექტში მერაბ ამზოევი უნდა დაეტოვებინათ.

შოუს ყველაზე სიმპატიური კონკურსანტი მიიჩნევს, რომ "X ფაქტორში" მოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ამ ნაბიჯს არ ნანობს: "სწორი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან "X ფაქტორში" მოსვლა. ბევრი რამ ვისწავლე, საინტერესო გამოცდილება შევიძინე. მართალია პროექტს გამოვეთიშე, თუმცა ყველაფერი წინ არის", - გვითხრა მერაბმა.

ლელა წურწუმიას გუნდი აუტსაიდერებში ზედიზედ მეორე ლაივზე მოხვდა, თუმცა სტეფანესგან და სოფოსგან განსხვავებით, ის პროექტში ბრძოლას ორი კონკურსანტით განაგრძობს.

ლელა წურწუმია, მენტორი: "მაგდა პროფესიონალი მომღერალია და ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ. ის ბევრს შრომობს, მაყურებელს სიამოვნება რომ მიანიჭოს"

მაგდა ვასაძე: პროექტში იმიტომ მოვედი, რომ ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობები ვაჩვენო მაყურებელს. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა.

სოფოს გუნდის ერთადერთი წევრი სანდრო კურცხალიძე ბიჭების კატეგორიაში მარტო განაგრძობს ბრძოლას. სანდრო ამბობს, რომ მზადაა ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისთვის.

მენტორების აღფრთოვანება ბენდის "mix2ra"-ს გამოსვლას მოჰყვა. ბენდი ორ კონცერტზე სოლისტის ეკო ამყოლაძის გარეშე მღეროდა. ეკოს პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, ის პროექტს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით გამოეთიშა, თუმცა გუშინ დაბრუნდა და ჯგუფმა სცენაზე ისეთი აურა შექმნა, ჟიურის ყველა წევრი და მთელი დარბაზი აღაფრთოვანა. მენტორები "mix2ra"-ს ფეხზე წამოუდგნენ.

ეკო ამყოლაძე: პროექტში დაბრუნების იმედი აღარ მქონდა, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და ნამდვილი "mix2ra" გაორმაგებული ძალებით გააგრძობს ბრძოლას გამარჯვებისთვის.

"X ფაქტორში" ამ ეტაპზე ექვსი მონაწილე დარჩა. ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბულ ეტაპზე გადადის. მაყურებლის აქტიურობა სულ უფრო საჭირო ხდება, რადგან ვინ დარჩება პროექტში და გახდება "X ფაქტორი", ამას სწორედ ხალხი გადაწყვეტს!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება