მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი: "ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, "აჩვენე ბიძიას პასპორტიო"
ლევან ბერძენიშვილი: "ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, "აჩვენე ბიძიას პასპორტიო"

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფი­ლი წევ­რის, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ვიცე-პრე­მი­ე­რი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა ცდი­ლობს "გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბით გა­და­ფა­როს" აფგან მუხ­თარ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე.

ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"რად­გან მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას აჟ­ღე­რებს ეს კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი ფი­გუ­რა, ამი­ტომ ნება მი­ბო­ძეთ გი­თხრათ, რას აკე­თებს სი­ნამ­დვი­ლე­ში ჯე­ჯე­ლა­ვა. ის ცდი­ლობს, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ფო­ი­ერ­ვერ­კი მოგ­ვი­წყოს და თა­ვი­სი, ასე ვთქვათ, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბით გა­და­ფა­როს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. მა­გა­ლი­თად, ის ამ­ბობს, კაცი თუ კა­ნო­ნის და­სარ­ღვე­ვად მი­დი­ო­და, პას­პორ­ტს არ წა­ი­ღებ­დაო... მე ვფიქ­რობ, მას პას­პორ­ტი იმ გა­გე­ბით ეს­მის, ბავ­შვო­ბა­ში რომ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, აჩ­ვე­ნე ბი­ძი­ას პას­პორ­ტიო. უნდა, ვი­ღა­ცას ასი­ა­მოვ­ნოს. ეს ვი­ღაც, ალ­ბათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია.

ის, რაც ვიცე-პრე­მი­ე­რის­გან მო­ვის­მი­ნეთ, აღარ არის ცი­ნიზ­მი, ეს არის აღ­ვი­რახ­სნი­ლი თავ­ხე­დო­ბა კა­ცი­სა, რო­მელ­მაც წერ-კი­თხვა ვერ ის­წავ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ნიშ­ნეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად, რო­მელ­საც აქვს ინ­ტე­ლექ­ტი, მაგ­რამ ის არა აქვს არა­ნი­რი ცოდ­ნით შევ­სე­ბუ­ლი, თუ ქარ­თველ პო­ეტს და­ვე­სეს­ხე­ბი, "გავს უხორ­თუ­მო სპი­ლო­სა ჭკვი­ა­ნი კაცი ბრიყ­ვია" - მას­ზეა ნათ­ქვა­მია" - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში".

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­ულ­ზე სა­უბ­რობს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ლევან ბერძენიშვილი: "ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, "აჩვენე ბიძიას პასპორტიო"

ლევან ბერძენიშვილი: "ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, "აჩვენე ბიძიას პასპორტიო"

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ბერძენიშვილის თქმით,  ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ცდილობს "გონებამახვილობით გადაფაროს" აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმე.

ყოფილმა დეპუტატმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განათლების მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები შეაფასა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით:

"რადგან მთავრობის პოზიციას აჟღერებს ეს კარიკატურული ფიგურა, ამიტომ ნება მიბოძეთ გითხრათ, რას აკეთებს სინამდვილეში ჯეჯელავა. ის ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფოიერვერკი მოგვიწყოს და თავისი, ასე ვთქვათ, გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი. მაგალითად, ის ამბობს, კაცი თუ კანონის დასარღვევად მიდიოდა, პასპორტს არ წაიღებდაო... მე ვფიქრობ, მას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. უნდა, ვიღაცას ასიამოვნოს. ეს ვიღაც, ალბათ, ბიძინა ივანიშვილია.

ის, რაც ვიცე-პრემიერისგან მოვისმინეთ, აღარ არის ცინიზმი, ეს არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერ-კითხვა ვერ ისწავლა, მიუხედავად ამისა, დანიშნეს განათლების მინისტრად, რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ის არა აქვს არანირი ცოდნით შევსებული, თუ ქართველ პოეტს დავესესხები, "გავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია" - მასზეა ნათქვამია" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "განსხვავებულ აქცენტებში".

ბერძენიშვილი საქართველოს ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს და პასუხისმგებლობის დაყენებას აუცილებლად მიიჩნევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."