პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."
რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."

მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" VII სე­ზონ­ში იმის­თვის ჩა­ერ­თო, რომ სა­კუ­თა­რი თავი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ე­ცა­და და ორ ტურ­ზე ცეკ­ვა­ზეც თა­ნახ­მა იყო. თუმ­ცა, არა­ერთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უძ­ლო, ისევ პრო­ექ­ტშია და ახლა მეშ­ვი­დე ეპი­ზო­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამ­ბობს, რომ შო­უ­ში ორი ოც­ნე­ბა უკვე აიხ­დი­ნა...

AMBEBI.GE მარ­კუსს რე­პე­ტი­ცი­ი­სას და­უ­კავ­შირ­და.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობ­დი შენი მი­სა­მარ­თით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კო­მენარებს. ძი­რი­თა­დად წე­რენ, "რო­გო­რი სხვა­ნა­ი­რი ყო­ფი­ლა, ასე­თი არ გვე­გო­ნაო"...

- მარ­თლა? სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი რამ ჩემ­ზე ბევ­რის­გან მსმე­ნია... უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი შეხ­ვედ­რი­სას თით­ქმის ერ­თსა და იმა­ვეს აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი ვე­გო­ნე, - უხე­ში, ხის­ტი... არა­და, ნამ­დვი­ლად არ ვარ ასე­თი, რო­გო­რიც ბევ­რს ვგო­ნი­ვარ...

შე­საძ­ლოა, ასე­თი აზრი ჩემი იმი­ჯის გამო უჩ­ნდე­ბათ და ან ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით არც ისე ხში­რად ვჩან­ვარ. არა­და, ში­ნა­გა­ნად ჩემი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხომ ვამ­ბობ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა გა­რეგ­ნუ­ლის­გან. ვარ პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი და არ­ცერ­თი ნე­გა­ტი­ვი არ არის ჩემ­ში. ეს არის მთა­ვა­რი...

- თა­ვად რო­გორ აფა­სებ სა­კუ­თარ იმიჯს?

- ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი და მორ­გე­ბუ­ლი იმ სტან­დარ­ტებ­ზე, რა­საც მსოფ­ლიო ითხოვს, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვეა.

- ამას მუდ­მი­ვად ცდი­ლობ?

- არ ვცდი­ლობ, ბავ­შვო­ბი­დან ასე ვი­მო­სე­ბი. არ მინ­და, რომ ყვე­ლას ვგავ­დე, რაც ყო­ველ­თვის გა­მომ­დის.

- რა ად­გი­ლი უჭი­რავს ცეკ­ვას შენს ცხოვრე­ბა­ში? ბავ­შვო­ბა­ში ცეკ­ვავ­დი?

- არას­დროს მი­ცეკ­ვია, თუ იმას არ ჩავ­თვლით, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, როცა ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებს ცეკ­ვა­ზე დაჰ­ყავთ შვი­ლე­ბი. მხო­ლოდ ორი წელი ვი­ა­რე. ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვე­კი­დე­ბო­დი. ცეკ­ვა­ზე უფრო იმის­თვის მი­მიყ­ვა­ნეს, ტა­ნის და­ჭე­რა, ჯდო­მა, სწო­რი დგო­მა მეს­წავ­ლა. ძი­რი­თა­დად სიმ­ღე­რით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იყო და ამი­ტომ პრო­ფე­სი­უ­ლად ცეკ­ვას არას­დროს და­ვუფ­ლე­ბი­ვარ, ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თვა კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი მცდე­ლო­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბაა. პირ­ვე­ლად შე­ვე­ჭი­დე ასეთ რთულ საქ­მეს.

- სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რი­სას ცეკ­ვა არ დაგ­ჭირ­ვე­ბია?..

- რო­დე­საც ევ­რო­პა­ში შო­უ­ებს ვა­წყობ­დით, ჩემს სიმ­ღე­რას­თან ერ­თად, პა­ტა­რა მოძ­რა­ო­ბებს, მცი­რე ილე­თებს ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, რაც ახლა მი­წევს, - მო­ცეკ­ვა­ვის ჰა­ერ­ში აზიდ­ვა, კი­სერ­სა და წელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბა... რთულ აკ­რო­ბა­ტულ ილე­თებს ვა­კე­თებ და სა­ო­ცარ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ.

სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ნე­ბის­მი­ერ არაპრო­ფე­სი­ო­ნალს გა­უ­ჭირ­დე­ბა, რო­დე­საც რა­ღა­ცას პირ­ვე­ლად აკე­თებს - კუნ­თი არ არის შეჩ­ვე­უ­ლი, ასეთ დატ­ვირ­თვას გა­უძ­ლოს.

- თუმ­ცა, რო­გორც ვიცი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვარ­ჯი­შობ...

- ზუს­ტად ამა­შია საქ­მე, რომ ასეთ დროს სხე­უ­ლი იკვრე­ბა. პლას­ტი­კა ნაკ­ლე­ბი გაქვს. ამი­ტომ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა გჭირ­დე­ბა, რომ პლას­ტი­კა შე­ი­ძი­ნო, ეს­თე­ტუ­რად და კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნო შენი ნო­მე­რი.

- რო­დე­საც გი­თხრეს, პრო­ექ­ტში უნდა გე­ცეკ­ვა, რა რე­აქ­ცია გქონ­და?

- როცა ამ პრო­ექტს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი, სულ ვფიქ­რობ­დი, შევ­ძლებ­დი თუ არა, ამ ცეკ­ვე­ბის­თვის თა­ვის გარ­თმე­ვას. რო­დე­საც პრო­დი­უ­სერ­მა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ და­მი­რე­კა, გა­მიკ­ვირ­და, თით­ქოს შოკი და­მე­მარ­თა, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მა­შინ­ვე ჩა­ვერ­თე და 2-დღი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ, ამ გა­მოწ­ვე­ვას დავ­თან­ხმდი. და­ვინ­ტე­რეს­დი, მარ­თლაც რამ­დე­ნად შევ­ძლებ­დი 1-2 ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მოკ­ლედ, თავი გა­ვარ­თვი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბაც ავის­რუ­ლე. ორი დიდი ოც­ნე­ბა მქონ­და: მე­ცეკ­ვა ქარ­თუ­ლი ტური და მე­ცეკ­ვა ან ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნარ­თან, ან სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან.

- ოივე აიხ­დი­ნე?

- კი, "ქარ­თულ ტურ­ში" ვი­ცეკ­ვე და ახლა ერთ-ერ­თთან (არ ვი­ტყვი ვის­თან), ვემ­ზა­დე­ბი, რომ მეშ­ვი­დე ეპი­ზოდ­ში ვი­ცეკ­ვო. აქვე ვი­ტყვი, რომ სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი მყავს, ირა კვი­ტინ­სკა­ია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო.

- რა­ტომ ვერ შე­ძე­ლი "ოსუ­რის" წარ­მოდ­გე­ნი­სას ცე­რებ­ზე შედ­გო­მა?

- ცე­რებ­ზე შედ­გო­მა ერთი-ორი დღით კა­ტას­ტრო­ფუ­ლად რთუ­ლია, თუმ­ცა სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ცე­რებ­ზე შევ­დე­ქი. ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა ეს ნა­ხეს, რომ შევ­ძე­ლი, პრო­მო­შიც კარ­გად ჩანს, მაგ­რამ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ფე­ხის თი­თე­ბი და­მი­წყლულ­და, კანი ამძვრა, მერე კი ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, "ლა­ი­ვი" ცე­რებ­ზე მე­ცეკ­ვა. ასე რომ, მი­ზე­ზიც ეს იყო...ეს ცეკ­ვა თით­ქოს ჩემი აღ­მოჩ­ნდა, თავი კარ­გად ვიგ­რძე­ნი და ცეკ­ვი­სას დი­დად ვი­სი­ა­მოვ­ნე...

- ფსონს რაზე აკე­თებ? პრო­ექ­ტის მო­გე­ბა გინ­და?

- რად­გან აქამ­დე მო­ვე­დი, ჩემს თავს უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ვთვლი, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნალს და გა­მარ­ჯვე­ბას, აქ სხვა ადა­მი­ა­ნებს მო­ვი­აზ­რებ და მათ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, რად­გან არ მი­ფიქ­რია იმა­ზე, გა­მე­მარ­ჯვა. პრო­ექ­ტში სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­ცი­ლებთ უკე­თე­სად ცეკ­ვა­ვენ და არ ვარ ისე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი, რომ ვინც ჩემ­ზე კარ­გად ცეკ­ვავს, ვთქვა, რომ მათ­ზე კარ­გი ვარ, არ შე­მიძ­ლია, ეს ბო­რო­ტე­ბაა! ამი­ტო­მაც ვარ ადეკ­ვა­ტუ­რი და ჯან­სა­ღად ვა­ფა­სებ სი­ტუ­ა­ცი­ას და იმას, რა შე­მიძ­ლია და რა არა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფი­ნალ­ში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. ზო­გა­დად კი ყვე­ლას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ძა­ლი­ან ძნე­ლია ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე მოხ­ვი­დე, დიდი, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი შრო­მის ფა­სად ჯდე­ბა.

პრო­ექ­ტი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იმას და­მი­ტო­ვებს, რომ ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ჩი­ნე და ვმე­გობ­რობ მათ­თან: მათ შო­რი­საა მთე­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" სტა­ფი, მე­ნე­ჯმენ­ტი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, ვარ­სკვლა­ვე­ბი, ვინც ამ პრო­ექტს აკე­თე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ჩემ­თვის ეს არის მთა­ვა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი კარ­გი მე­გო­ბა­რი მყავ­დეს. კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბით იყოს ჩემი ცხოვ­რე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი შოუს ნა­წი­ლია. ბო­ლოს უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც ერთი ესე­მე­სიც კი გა­მო­მიგ­ზავ­ნა!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."

რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."

მარკუს მეტრეველი "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონში იმისთვის ჩაერთო, რომ საკუთარი თავი, შესაძლებლობები გამოეცადა და ორ ტურზე ცეკვაზეც თანახმა იყო. თუმცა, არაერთ წინააღმდეგობას გაუძლო, ისევ პროექტშია და ახლა მეშვიდე ეპიზოდისთვის ემზადება. ამბობს, რომ შოუში ორი ოცნება უკვე აიხდინა...

AMBEBI.GE მარკუსს რეპეტიციისას დაუკავშირდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გვერდზე ვკითხულობდი შენი მისამართით გამოქვეყნებულ კომენარებს. ძირითადად წერენ, "როგორი სხვანაირი ყოფილა, ასეთი არ გვეგონაო"...

- მართლა? სხვათა შორის, მსგავსი რამ ჩემზე ბევრისგან მსმენია... უცხო ადამიანები შეხვედრისას თითქმის ერთსა და იმავეს აღნიშნავენ, რომ სრულიად სხვანაირი ვეგონე, - უხეში, ხისტი... არადა, ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ...

შესაძლოა, ასეთი აზრი ჩემი იმიჯის გამო უჩნდებათ და ან ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზიით არც ისე ხშირად ვჩანვარ. არადა, შინაგანად ჩემი ემოციური მდგომარეობა, ხომ ვამბობ, რადიკალურად განსხვავდება გარეგნულისგან. ვარ პოზიტიური ადამიანი და არცერთი ნეგატივი არ არის ჩემში. ეს არის მთავარი...

- თავად როგორ აფასებ საკუთარ იმიჯს?

- ძალიან განსხვავებული, დახვეწილი და მორგებული იმ სტანდარტებზე, რასაც მსოფლიო ითხოვს, ძალიან თანამედროვეა.

- ამას მუდმივად ცდილობ?

- არ ვცდილობ, ბავშვობიდან ასე ვიმოსები. არ მინდა, რომ ყველას ვგავდე, რაც ყოველთვის გამომდის.

- რა ადგილი უჭირავს ცეკვას შენს ცხოვრებაში? ბავშვობაში ცეკვავდი?

- არასდროს მიცეკვია, თუ იმას არ ჩავთვლით, როგორც ხდება ხოლმე, როცა ბავშვობაში მშობლებს ცეკვაზე დაჰყავთ შვილები. მხოლოდ ორი წელი ვიარე. ამ საქმეს სერიოზულად არ ვეკიდებოდი. ცეკვაზე უფრო იმისთვის მიმიყვანეს, ტანის დაჭერა, ჯდომა, სწორი დგომა მესწავლა. ძირითადად სიმღერით ვიყავი დაინტერესებული. მთელი ცხოვრება ასე იყო და ამიტომ პროფესიულად ცეკვას არასდროს დავუფლებივარ, ამ პროექტში ჩართვა კი ამ მიმართულებით პირველი სერიოზული მცდელობა და გამოცდილებაა. პირველად შევეჭიდე ასეთ რთულ საქმეს.

- სცენაზე სიმღერისას ცეკვა არ დაგჭირვებია?..

- როდესაც ევროპაში შოუებს ვაწყობდით, ჩემს სიმღერასთან ერთად, პატარა მოძრაობებს, მცირე ილეთებს ვაკეთებდი, მაგრამ ეს პროფესიონალურ დონეზე ნამდვილად არ ყოფილა, რაც ახლა მიწევს, - მოცეკვავის ჰაერში აზიდვა, კისერსა და წელზე ჩამოკიდება... რთულ აკრობატულ ილეთებს ვაკეთებ და საოცარ გამოცდილებას ვიღებ.

სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გამიჭირდა, ნებისმიერ არაპროფესიონალს გაუჭირდება, როდესაც რაღაცას პირველად აკეთებს - კუნთი არ არის შეჩვეული, ასეთ დატვირთვას გაუძლოს.

- თუმცა, როგორც ვიცი, მთელი ცხოვრება ვარჯიშობ...

- ზუსტად ამაშია საქმე, რომ ასეთ დროს სხეული იკვრება. პლასტიკა ნაკლები გაქვს. ამიტომ ბევრი მუშაობა გჭირდება, რომ პლასტიკა შეიძინო, ესთეტურად და კარგად წარმოაჩინო შენი ნომერი.

- როდესაც გითხრეს, პროექტში უნდა გეცეკვა, რა რეაქცია გქონდა?

- როცა ამ პროექტს წლების განმავლობაში ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა, ამ ცეკვებისთვის თავის გართმევას. როდესაც პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ დამირეკა, გამიკვირდა, თითქოს შოკი დამემართა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაშინვე ჩავერთე და 2-დღიანი ფიქრის შემდეგ, ამ გამოწვევას დავთანხმდი. დავინტერესდი, მართლაც რამდენად შევძლებდი 1-2 ტურში მონაწილეობას. მოკლედ, თავი გავართვი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მიზანი და ოცნებაც ავისრულე. ორი დიდი ოცნება მქონდა: მეცეკვა ქართული ტური და მეცეკვა ან ჯულიანა ბარგნართან, ან სალომე ჭაჭუასთან.

- ოივე აიხდინე?

- კი, "ქართულ ტურში" ვიცეკვე და ახლა ერთ-ერთთან (არ ვიტყვი ვისთან), ვემზადები, რომ მეშვიდე ეპიზოდში ვიცეკვო. აქვე ვიტყვი, რომ საუკეთესო პარტნიორი მყავს, ირა კვიტინსკაია, პროფესიონალი მოცეკვავე, არაჩვეულებრივი გოგო.

- რატომ ვერ შეძელი "ოსურის" წარმოდგენისას ცერებზე შედგომა?

- ცერებზე შედგომა ერთი-ორი დღით კატასტროფულად რთულია, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ცერებზე შევდექი. ქორეოგრაფებმა ეს ნახეს, რომ შევძელი, პრომოშიც კარგად ჩანს, მაგრამ რეპეტიციაზე ფეხის თითები დამიწყლულდა, კანი ამძვრა, მერე კი ფიზიკურად შეუძლებელი იყო, "ლაივი" ცერებზე მეცეკვა. ასე რომ, მიზეზიც ეს იყო... ეს ცეკვა თითქოს ჩემი აღმოჩნდა, თავი კარგად ვიგრძენი და ცეკვისას დიდად ვისიამოვნე...

- ფსონს რაზე აკეთებ? პროექტის მოგება გინდა?

- რადგან აქამდე მოვედი, ჩემს თავს უკვე გამარჯვებულად ვთვლი, მაგრამ რაც შეეხება ფინალს და გამარჯვებას, აქ სხვა ადამიანებს მოვიაზრებ და მათ ვგულშემატკივრობ, რადგან არ მიფიქრია იმაზე, გამემარჯვა. პროექტში სხვა კონკურსანტები გაცილებთ უკეთესად ცეკვავენ და არ ვარ ისეთი ამბიციური, რომ ვინც ჩემზე კარგად ცეკვავს, ვთქვა, რომ მათზე კარგი ვარ, არ შემიძლია, ეს ბოროტებაა! ამიტომაც ვარ ადეკვატური და ჯანსაღად ვაფასებ სიტუაციას და იმას, რა შემიძლია და რა არა.

დარწმუნებული ვარ, ფინალში საუკეთესოები დარჩებიან. ზოგადად კი ყველას ვგულშემატკივრობ. ძალიან ძნელია ტურიდან ტურამდე მოხვიდე, დიდი, ჯოჯოხეთური შრომის ფასად ჯდება.

პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში იმას დამიტოვებს, რომ ბევრი საყვარელი ადამიანი გავიჩინე და ვმეგობრობ მათთან: მათ შორისაა მთელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სტაფი, მენეჯმენტი, მოცეკვავეები, ვარსკვლავები, ვინც ამ პროექტს აკეთებენ. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ეს არის მთავარი, რაც შეიძლება ბევრი კარგი მეგობარი მყავდეს. კარგი ადამიანებით იყოს ჩემი ცხოვრება დაკომპლექტებული, დანარჩენი ყველაფერი შოუს ნაწილია. ბოლოს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, ვინც ერთი ესემესიც კი გამომიგზავნა!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება