სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკალური პროექტი Made in Georgia ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსების მონაწილეობით
მუსიკალური პროექტი Made in Georgia ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსების მონაწილეობით

ქარ­თვე­ლი და ჰო­ლან­დი­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი Made in Georgia ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ჰო­ლან­დი­ის ჩა­სა­ბერ ინ­სტრუ­მენ­ტთა ან­სამ­ბლი Netherlands Wind Ensemble რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექტს "Made in"-ის ახორ­ცი­ე­ლებს. ამ­ჯე­რად ან­სამ­ბლმა პრო­ექ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო შე­არ­ჩია. NBE სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა რი­გებ­ში ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე, ლე­ვან ცხა­და­ძე, გო­რის ქალ­თა გუნ­დი, ან­ჩის­ხა­ტის გუნ­დი და ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლი არი­ან, ქარ­თველ მსმე­ნელს სპე­ცი­ა­ლურ სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას 25-დან 28 მა­ი­სის ჩათ­ვლით შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩა­ტარ­დე­ბა, მათ შო­რის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზშ­ში, ვა­კის პარკში - "კლუ­ბი 33ა", ლო­პო­ტას ტბის და­სას­ვე­ნე­ბელ კომ­პლექსში და თე­ლა­ვის თე­ატ­რში. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 5-19 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ჰო­ლან­დი­ის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში 10 კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა, მათ შო­რის, ამ­სტერ­დამ­ში, უტ­რეხ­ტში, ედე­ში, ჰარ­ლემ­ში, ჰა­ა­გა­ში და ტილ­ბურ­გში. სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ NBE-ის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი სპე­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს გა­და­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც ჰო­ლან­დი­ა­ში შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ჰო­ლან­დი­ის ჩა­სა­ბერ ინ­სტრუ­მენ­ტთა ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლის ბარტ შნე­ენ­მა­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვის მი­ზე­ზი მისი მუ­სი­კა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გახ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ღრმა ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ, შე­ვიგ­რძე­ნით და შე­ვის­წავ­ლეთ გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და სწო­რედ ეს გახ­და ამ პრო­ექ­ტის შექ­მნის მი­ზე­ზი", - გა­ნა­ცხა­და ბარტ შნე­ენ­მან­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ლე­ვან ცხა­და­ძის თქმით, პრო­ექ­ტის შექ­მნის იდეა წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ და­ი­ბა­და, მი­სი­ვე თქმით ჰო­ლან­დი­ურ ან­სამ­ბლს დიდი ხა­ნია სურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა:

"ამ პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი არის ის, რომ ჰო­ლან­დი­ურ­მა ან­სამ­ბლმა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მო­ი­ძია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ხდე­ბა. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლი და ჰო­ლან­დი­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ზა­ვი იქ­ნე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ცხა­და­ძემ.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრექ­ტი Made in Georgia ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­დის და ჰო­ლან­დი­ე­ლი მსმე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბას შეძ­ლებს. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო-ჰო­ლან­დი­ას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 25 წლის­თავს ეძღვნე­ბა.

ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის იო­ჰა­ნეს დუ­მას თქმით, ეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მარ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის 25 წლის­თა­ვია, რო­მელ­საც ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ:

"ჩვენ დავ­პა­ტი­ჟეთ მე­გობ­რე­ბი. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, ისე რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­დი­ან ნი­დერ­ლან­დებ­ში. სწო­რედ ეს არის იმ ურ­თი­ერ­თო­ბის სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს. ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი უჭერს მხარს, ნი­დერ­ლან­დებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სა­ელ­ჩო და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო ამ­სტერ­დამ­ში. ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თობ­ლი­ვად აღ­ვნიშ­ნავთ. ვე­ლო­დე­ბით იმ ლა­მაზ სა­ღა­მო­ებს, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვე­ლის და იმ წარ­მოდ­გე­ნებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა", - გა­ნა­ცა­ხა­და იო­ჰა­ნეს დუ­მამ.

Netherlands Wind Ensemble ჰო­ლან­დი­ე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის­გან შემ­დგა­რი ორ­კესტრია, რო­მე­ლიც მსმე­ნელს მდი­დარ რე­პერ­ტუ­არს სთა­ვა­ზობს სხვა­დას­ხვა ჟან­რის მუ­სი­კის ორი­გი­ნა­ლუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი­თა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით. NBE მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა­ერთ მუ­სი­კოს­თან, კომ­პო­ზი­ტორ­თან, პო­ეტ­თან თუ შემ­სრუ­ლე­ბელ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათი მი­ზა­ნია მსმე­ნელს მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო და გა­ნახ­ლე­ბა­დი პროგ­რა­მა შეს­თა­ვა­ზოს.

Netherlands Wind Ensemble 1961 წელს და­არ­სდა. 1988 წლი­დან ან­სამ­ბლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ცნო­ბი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი მუ­სი­კო­სი, ჰო­ბო­ის­ტი ბარტ შნე­ენ­მა­ნია, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შა NBE-ის ტრანსფორ­მა­ცი­ა­ში და მისი პროგ­რა­მე­ბი მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­და. სცე­ნა­ზე NBE-ის მუ­სი­კო­სე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ო­ზუ­ლო­ბი­თა და იმპრო­ვი­ზა­ცი­ით, რაც მათ მსმე­ნელს აღაფრ­თო­ვა­ნებს. გარ­და სა­კონ­ცერ­ტო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა, NBE-ის აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი, ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. NBE-ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვს ჰო­ლან­დი­ის სა­მე­ფო ოჯახ­თან.

პრო­ექ­ტის Made in Georgia მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ჰო­ლან­დი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, თი­ბი­სი ბან­კი, სას­ტუმ­რო Grove Design Hotel, ჟურ­ნა­ლი Georgia To See და ლო­პო­ტას ტბის და­სას­ვე­ნე­ლი კომ­პლექ­სი.

თა­თია ახვლე­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

(R)

მუსიკალური პროექტი Made in Georgia ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსების მონაწილეობით

მუსიკალური პროექტი Made in Georgia ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსების მონაწილეობით

ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური პროექტი Made in Georgia ხორციელდება.

ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი Netherlands Wind Ensemble რამდენიმე წელია საერთაშორისო პროექტს "Made in"-ის ახორციელებს. ამჯერად ანსამბლმა პროექტისთვის საქართველო შეარჩია. NBE საქართველოში ქართველ მუსიკოსებთან ერთად, რომელთა რიგებში ნიაზ დიასამიძე, ლევან ცხადაძე, გორის ქალთა გუნდი, ანჩისხატის გუნდი და ფოლკლორული ანსამბლი არიან, ქართველ მსმენელს სპეციალურ საკონცერტო პროგრამას 25-დან 28 მაისის ჩათვლით შესთავაზებენ.

კონცერტები საქართველოში რამდენიმე ადგილას ჩატარდება, მათ შორის კონსერვატორიის დიდ დარბაზშში, ვაკის პარკში - "კლუბი 33ა", ლოპოტას ტბის დასასვენებელ კომპლექსში და თელავის თეატრში. ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში 5-19 ოქტომბრამდე, ჰოლანდიის რამდენიმე ქალაქში 10 კონცერტი ჩატარდება, მათ შორის, ამსტერდამში, უტრეხტში, ედეში, ჰარლემში, ჰააგაში და ტილბურგში. საკონცერტო ტურნეს დასრულების შემდეგ NBE-ის შემოქმედებითი ჯგუფი სპეციალურ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ, რომლის პრემიერაც ჰოლანდიაში შემოდგომაზე გაიმართება.

ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლის ხელმძღვანელის ბარტ შნეენმანის თქმით, საქართველოს არჩევის მიზეზი მისი მუსიკალური მრავალფეროვნება გახდება.

"საქართველო ძალიან საინტერესო და ღრმა ქვეყანაა თავისი კულტურით. ჩვენ მოვისმინეთ, შევიგრძენით და შევისწავლეთ გენიალური ქართული მუსიკა და სწორედ ეს გახდა ამ პროექტის შექმნის მიზეზი", - განაცხადა ბარტ შნეენმანმა.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ლევან ცხადაძის თქმით, პროექტის შექმნის იდეა წელიწად-ნახევრის წინ დაიბადა, მისივე თქმით ჰოლანდიურ ანსამბლს დიდი ხანია სურდა საქართველოში ჩამოსვლა:

"ამ პროექტის მთავარი ამბავი არის ის, რომ ჰოლანდიურმა ანსამბლმა ქართული მუსიკოსები მოიძია, რაც საქართველოში მეტ-ნაკლებად ხდება. ამ დღეების განმავლობაში ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსების ძალიან კარგი ნაზავი იქნება შემოთავაზებული", - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

ორგანიზატორების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრექტი Made in Georgia ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის და ჰოლანდიელი მსმენელი ქართული კულტურის გაცნობას შეძლებს. პროექტი საქართველო-ჰოლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოჰანეს დუმას თქმით, ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომარტიური ურთიერთობების 25 წლისთავია, რომელსაც ერთად აღვნიშნავთ:

"ჩვენ დავპატიჟეთ მეგობრები. ისინი საქართველოში ნიდერლანდებიდან ჩამოვიდნენ, ისე როგორც ქართველები ჩადიან ნიდერლანდებში. სწორედ ეს არის იმ ურთიერთობის სიმბოლო, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამას საქართველოში ბიზნესი უჭერს მხარს, ნიდერლანდებში კი საქართველოს მთავრობა, საელჩო და საქართველოს საკონსულო ამსტერდამში. ჩვენ ამ ყველაფერს ერთობლივად აღვნიშნავთ. ველოდებით იმ ლამაზ საღამოებს, რომლებიც უახლოეს დღეებში გველის და იმ წარმოდგენებს, რომლებიც ქართველების მონაწილეობით ნიდერლანდებში გაიმართება", - განაცახადა იოჰანეს დუმამ.

Netherlands Wind Ensemble ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრია, რომელიც მსმენელს მდიდარ რეპერტუარს სთავაზობს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებითა და მრავალფეროვანი კულტურული თავისებურებებით. NBE მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მუსიკოსთან, კომპოზიტორთან, პოეტთან თუ შემსრულებელთან თანამშრომლობს. მათი მიზანია მსმენელს მუდმივად საინტერესო და განახლებადი პროგრამა შესთავაზოს.

Netherlands Wind Ensemble 1961 წელს დაარსდა. 1988 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ჰოლანდიელი მუსიკოსი, ჰობოისტი ბარტ შნეენმანია, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა NBE-ის ტრანსფორმაციაში და მისი პროგრამები მულტიკულტურული და მრავალფეროვანი გახადა. სცენაზე NBE-ის მუსიკოსები გამოირჩევიან განსაკუთრებული ვირტუოზულობითა და იმპროვიზაციით, რაც მათ მსმენელს აღაფრთოვანებს. გარდა საკონცერტო მოღვაწეობისა, NBE-ის აქვს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, ანსამბლის წევრები ახალგაზრდა ტალანტებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. NBE-ის განსაკუთრებული კავშირები აქვს ჰოლანდიის სამეფო ოჯახთან.

პროექტის Made in Georgia მხარდამჭერები არიან ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თიბისი ბანკი, სასტუმრო Grove Design Hotel, ჟურნალი Georgia To See და ლოპოტას ტბის დასასვენელი კომპლექსი.

თათია ახვლედიანი

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი