პოლიტიკა
სამართალი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება დღეს ამფითეატრი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს
როგორ გამოიყურება დღეს ამფითეატრი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს

"დი­დე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სულს შე­გიძ­რავთ, ყო­ველ­თვის იშ­ვი­ა­თია. ისი­ნი გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი უნი­კა­ლუ­რი, პო­ე­ტუ­რი ქმნი­ლე­ბე­ბია" - თქვა ცნო­ბილ­მა კა­ნა­დელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა, არ­ტურ ერიქ­სონ­მა...

მდიდ­რუ­ლი სას­ტუმ­რო The Biltmore Hotel Tbilisi, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში გა­სულ წელს სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა, სწო­რედ ამ­გვარ ნა­გე­ბო­ბა­თა­გა­ნია. თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი, გლა­მუ­რი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა სწო­რედ ის შე­ფა­სე­ბე­ბია, როცა ამ სას­ტუმ­როს და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. The Biltmore Hotel Tbilisi პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი კლა­სის სას­ტუმ­როა, რო­მე­ლიც Millennium & Copthorne-ის გლო­ბა­ლურ­მა ქსელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნა.

სას­ტუმ­როს შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის საყ­ვა­რელ ად­გილ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სას­ტუმ­როს ახ­ლან­დე­ლი დი­ზა­ი­ნის მიღ­მა დიდი ის­ტო­რია იმა­ლე­ბა, რაც მას კი­დევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნა­წილს "იმე­ლის შე­ნო­ბის" სა­ხე­ლით იც­ნობ­და, მისი თავ­და­პირ­ვე­ლი ბი­ნა­და­რი მარ­ქს-ენ­გელს-ლე­ნი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის თბი­ლი­სის ფი­ლი­ა­ლი იყო (აქე­დან მო­დის აბ­რე­ვი­ა­ტუ­რაც "ИМЭЛ"). 1992-95 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, 1995 წლი­დან კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ მეტი ფოტო

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1933 წელს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით, სტა­ლი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბის პრო­ექ­ტზე და­ხუ­რუ­ლი კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს იმ დრო­ის სა­უ­კე­თე­სო საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა. გა­ი­მარ­ჯვა ცნო­ბი­ლი რუსი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ალექ­სეი შჩუ­სე­ვის პრო­ექ­ტმა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა კი 1934 წელს და­ი­წყო.

მშე­ნებ­ლო­ბი­სას იმ დრო­ი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნეს. მა­გა­ლი­თად, ეს შე­ნო­ბა იყო სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნა­გე­ბო­ბა, რომ­ლის ასა­გე­ბად ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, არ­მი­რე­ბუ­ლი პემ­ზო­ბე­ტო­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს. მშე­ნებ­ლო­ბა ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და 1938 წელს დას­რულ­და.

ბევ­რის­თვის უც­ნო­ბია, რომ სწო­რედ ამ შე­ნო­ბის დარ­ბაზ­ში, ე.წ. "ამ­ფი­თე­ატ­რში" 1995 წელს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღეს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, "იმე­ლის შე­ნო­ბა­ში" 1992-1995 წლებ­ში დრო­ე­ბით მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, რო­მელ­მაც 1995 წელს, "ამ­ფი­თე­ატ­რის" დარ­ბაზ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია მი­ი­ღო.

ეს ის­ტო­რი­უ­ლი დარ­ბა­ზი, ამ­ფი­თე­ატ­რი, დღეს მთლი­ა­ნად რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლია და მისი პირ­ვან­დე­ლი სა­ხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჭერი და ია­ტა­კიც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. სა­ნა­ხა­ო­ბა მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვია და იქ შეს­ვლის­თა­ნა­ვე სა­მარ­თლი­ა­ნად გე­უფ­ლე­ბათ გან­ცდა, რომ ის­ტო­რი­ის ნა­წილს უერ­თდე­ბით. ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლი და წარ­სუ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რა იდე­ა­ლუ­რად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს - რო­დე­საც წარ­სუ­ლი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა მას პა­ტივს სცემს...

ასე რომ, თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ეს ად­გი­ლი დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დე­გაც, ეს პომ­პე­ზუ­რი დარ­ბა­ზი რჩე­ბა ად­გი­ლად, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, ლექ­ცი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ღა­მო­ე­ბი იმარ­თე­ბა. ეს ნა­ზა­ვი მარ­თლაც არის ერ­თგვა­რი ხე­ლოვ­ნე­ბა და რო­გორც არ­ტურ ერიქ­სო­ნი ამ­ბობ­და, "მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც შე­ნო­ბა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ვხე­დავთ, ვგრძნობთ, თუ რა ენერ­გი­ას ატა­რებს იგი".

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

როგორ გამოიყურება დღეს ამფითეატრი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს

როგორ გამოიყურება დღეს ამფითეატრი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს

"დიდებული შენობები, რომლებიც სულს შეგიძრავთ, ყოველთვის იშვიათია. ისინი გულიდან წამოსული უნიკალური, პოეტური ქმნილებებია" - თქვა ცნობილმა კანადელმა არქიტექტორმა, არტურ ერიქსონმა...

მდიდრული სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi, რომელიც თბილისში გასულ წელს საზეიმოდ გაიხსნა, სწორედ ამგვარ ნაგებობათაგანია. თანამედროვე სტილი, გლამური და სტუმართმოყვარეობა სწორედ ის შეფასებებია, როცა ამ სასტუმროს დახასიათებისას შეიძლება გამოვიყენოთ. The Biltmore Hotel Tbilisi პირველი უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც Millennium & Copthorne-ის გლობალურმა ქსელმა საქართველოში გახსნა.

სასტუმროს შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, გარდა იმისა, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილზეა განთავსებული, ისტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. სასტუმროს ახლანდელი დიზაინის მიღმა დიდი ისტორია იმალება, რაც მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. საზოგადოება სასტუმროს ერთ-ერთ ნაწილს "იმელის შენობის" სახელით იცნობდა, მისი თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო (აქედან მოდის აბრევიატურაც "ИМЭЛ"). 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტი, 1995 წლიდან კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო განთავსებული.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო

როგორც ცნობილია, 1933 წელს ლავრენტი ბერიას ინიციატივით, სტალინის ინსტიტუტის შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა. გაიმარჯვა ცნობილი რუსი არქიტექტორის, ალექსეი შჩუსევის პროექტმა. რუსთაველის გამზირზე მშენებლობა კი 1934 წელს დაიწყო.

მშენებლობისას იმ დროისათვის რამდენიმე ინოვაციური მეთოდი გამოიყენეს. მაგალითად, ეს შენობა იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომლის ასაგებად ახალი სამშენებლო მასალა, არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს. მშენებლობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1938 წელს დასრულდა.

ბევრისთვის უცნობია, რომ სწორედ ამ შენობის დარბაზში, ე.წ. "ამფითეატრში" 1995 წელს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი - დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, "იმელის შენობაში" 1992-1995 წლებში დროებით მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, რომელმაც 1995 წელს, "ამფითეატრის" დარბაზში დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

ეს ისტორიული დარბაზი, ამფითეატრი, დღეს მთლიანად რესტავრირებულია და მისი პირვანდელი სახისთვის დამახასიათებელი ჭერი და იატაკიც შენარჩუნებულია. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია და იქ შესვლისთანავე სამართლიანად გეუფლებათ განცდა, რომ ისტორიის ნაწილს უერთდებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე სტილი და წარსულის არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს - როდესაც წარსული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვეობა მას პატივს სცემს...

ასე რომ, თავისი მნიშვნელობით, ეს ადგილი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ათწლეულების შემდეგაც, ეს პომპეზური დარბაზი რჩება ადგილად, სადაც საერთაშორისო დონის კონფერენციები, ლექციები, შეხვედრები, კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება. ეს ნაზავი მართლაც არის ერთგვარი ხელოვნება და როგორც არტურ ერიქსონი ამბობდა, "მხოლოდ მაშინ, როდესაც შენობაში ხელოვნებას ვხედავთ, ვგრძნობთ, თუ რა ენერგიას ატარებს იგი".

დაათვალიერეთ ფოტოები

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი