მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა ხუციშვილი - ვფიქრობთ, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა
შალვა ხუციშვილი - ვფიქრობთ, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა

მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს და გვგო­ნია, რომ ათ­ჯერ უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდა იქ­ნე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა", 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ხუ­ციშ­ვი­ლის თქმით, მარ­თვის მოწ­მო­ბებ­ზე 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის მი­ზა­ნი არის ის, რომ მძღო­ლი თი­თო­ე­ულ დარ­ღვე­ვა­ზე იმა­ზე მე­ტად და­ფიქ­რდეს, ვიდ­რე ამას დღეს აკე­თებს.

"მა­გა­ლი­თად, თუ დღეს მძღოლ­მა იცის, რომ წი­თელ­ზე გავ­ლა არის ფუ­ლად ჯა­რი­მა­ში, შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უღირ­დეს - მძღო­ლი და­არ­ღვევს და უფრო ნაკ­ლე­ბად და­ფიქ­რდე­ბა, უქ­მნის თუ არა სხვას საფრ­თხეს. 1-ელი ივ­ლი­სი­დან შე­მო­ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით კომ­პო­ნენტს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა არის მძღო­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მი­მართ. მძღო­ლი და­ი­ნა­ხავს, რომ ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის გარ­და, ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვა არის საფრ­თხე მისი მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბის­თვის. მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს და, შე­სა­ბა­მი­სად, გვგო­ნია, რომ ათ­ჯერ უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდა იქ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

შალვა ხუციშვილი - ვფიქრობთ, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა

შალვა ხუციშვილი - ვფიქრობთ, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა

მართვის მოწმობის ჩამორთმევას ყველა მოქალაქე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და გვგონია, რომ ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა", 100-ქულიანი სისტემის შემოღებაზე საუბრისას განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღების მიზანი არის ის, რომ მძღოლი თითოეულ დარღვევაზე იმაზე მეტად დაფიქრდეს, ვიდრე ამას დღეს აკეთებს.

"მაგალითად, თუ დღეს მძღოლმა იცის, რომ წითელზე გავლა არის ფულად ჯარიმაში, შეიძლება ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე უღირდეს - მძღოლი დაარღვევს და უფრო ნაკლებად დაფიქრდება, უქმნის თუ არა სხვას საფრთხეს. 1-ელი ივლისიდან შემოვიღებთ დამატებით კომპონენტს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის მძღოლების ფსიქოლოგიური განწყობა და დამოკიდებულება საგზაო უსაფრთხოების წესების მიმართ. მძღოლი დაინახავს, რომ ფულადი ჯარიმის გარდა, ნებისმიერი დარღვევა არის საფრთხე მისი მართვის მოწმობებისთვის. მართვის მოწმობის ჩამორთმევას ყველა მოქალაქე ძალიან მტკივნეულად აღიქვამს და, შესაბამისად, გვგონია, რომ ათჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ფულადი ჯარიმების გაზრდა იქნებოდა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ