მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავამზადოთ მივიწყებული ქართული კერძები
როგორ დავამზადოთ მივიწყებული ქართული კერძები

სამ­ზა­რე­უ­ლო კულ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც უცხო­ელ სტუმ­რებ­სა და ტუ­რის­ტებს აქ­ტი­უ­რად ვუ­ზი­ა­რებთ. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კერ­ძე­ბი აქვს, რო­მელ­თა ძი­რი­თად ნა­წილ­საც ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ამ­ზა­დებს და მი­ირ­თმევს, თუმ­ცა ბევ­რი ქარ­თუ­ლი კერ­ძის შე­სა­ხებ არც კი გვსმე­ნია.

Allnews.ge ამ­გვა­რი კერ­ძე­ბის და­სა­ხე­ლე­ბებ­სა და რე­ცეპ­ტებს გთა­ვა­ზობთ, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის, სა­ხე­ლად "ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი" თა­ნა­ავ­ტორ­მა, მზია სი­მო­ნი­ძემ გაგ­ვაც­ნო - "შე­ვე­ცა­დე, ცალ­კე­უ­ლი მხა­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი კერ­ძე­ბი შე­მერ­ჩია, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ სუფ­რას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მორ­ჩა, წიგნ­შიც სწო­რედ მათ შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ. ეს კერ­ძე­ბი, სხვადსხვა რე­გი­ო­ნის ოჯა­ხებ­ში მზად­დე­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თო სუფ­რა­ზე არ გვხვდე­ბა,"- გან­მარ­ტავს მზია სი­მო­ნი­ძე.

კერ­ძე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი ასე­თია:

ქათ­მის ბო­ზარ­თმა

კერ­ძი ქარ­თლსა და კა­ხეთ­ში მზად­დე­ბა. მომ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი კი ასე­თია: ქა­თა­მი უნდა დაჭ­რათ, ქვაბ­ში ჩა­ყა­როთ და თა­ვი­სი­ვე ცხიმ­ში მო­თუ­შოთ. ათ წუთ­ში დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, დაფ­ნის ფო­თო­ლი და წი­თე­ლი წი­წა­კა ნელ-ნელა უნდა და­ა­ყა­როთ და ქა­თა­მი იქამ­დე მო­თუ­შოთ, სა­ნამ არ შე­წით­ლდე­ბა, შემ­დეგ კი იმ­დე­ნი მდუ­ღა­რე წყა­ლი უნდა და­ას­ხათ, რომ მასა მთლი­ა­ნად და­ი­ფა­როს. თუ შე­ა­ტყობთ, რომ წვე­ნი შრე­ბა, თეთ­რი ღვი­ნო უნდა და­ა­მა­ტოთ. როცა მზად იქ­ნე­ბა, მა­რი­ლი­თა და წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ქინ­ძით უნდა შე­ა­ზა­ვოთ.

მზია სი­მო­ნი­ძის თქმით, ამ კერ­ძის მომ­ზა­დე­ბი­სას თან­მიმ­დევ­რო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ცხვრის ხორ­ცის ლა­ვა­შუ­რა

კერძს თუ­შეთ­ში ახ­ლაც მი­ირ­თმე­ვენ. მომ­ზა­დე­ბის წესი ასე­თია: ცხვრის ხორ­ცის ბარ­კა­ლი უნდა და­ბეგ­ვოთ, მა­რი­ლი და შავი პილ­პი­ლი მო­ა­ყა­როთ, რის შემ­დე­გაც ხორცს ნა­პი­რებს შე­უ­კე­ცავთ და მრგვალ ფორ­მას მის­ცემთ, წა­უს­ვამთ და­ნა­ყულ ხახვს და დაფ­ქულ ყვი­თელ კო­ჭას მო­აყ­რით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, უნდა ამო­ავ­ლოთ წი­ნას­წარ ათ­ქვე­ფილ კვერ­ცხში და ფქვილ­ში, გა­აბრტყე­ლოთ და ტა­ფა­ზე, ერ­ბო­ში შეწ­ვათ. მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, ზე­მო­დან გამ­დნა­რი კა­რა­ქი უნდა მო­ას­ხათ. კერ­ძი ცხელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა მი­ირ­თვათ. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ დავამზადოთ მივიწყებული ქართული კერძები

როგორ დავამზადოთ მივიწყებული ქართული კერძები

სამზარეულო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უცხოელ სტუმრებსა და ტურისტებს აქტიურად ვუზიარებთ. გარდა ამისა, საქართველოს ყველა კუთხეს დამახასიათებელი კერძები აქვს, რომელთა ძირითად ნაწილსაც ბევრი ჩვენგანი ამზადებს და მიირთმევს, თუმცა ბევრი ქართული კერძის შესახებ არც კი გვსმენია.

Allnews.ge ამგვარი კერძების დასახელებებსა და რეცეპტებს გთავაზობთ, რომლებიც წიგნის, სახელად "ქართული ტრადიციული კერძები" თანაავტორმა, მზია სიმონიძემ გაგვაცნო - "შევეცადე, ცალკეული მხარისათვის დამახასიათებელი ძირითადი კერძები შემერჩია, რომლებიც ქართულ სუფრას წლების განმავლობაში შემორჩა, წიგნშიც სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ. ეს კერძები, სხვადსხვა რეგიონის ოჯახებში მზადდება, მაგრამ საერთო სუფრაზე არ გვხვდება,"- განმარტავს მზია სიმონიძე.

კერძების ჩამონათვალი კი ასეთია:

ქათმის ბოზართმა

კერძი ქართლსა და კახეთში მზადდება. მომზადების რეცეპტი კი ასეთია: ქათამი უნდა დაჭრათ, ქვაბში ჩაყაროთ და თავისივე ცხიმში მოთუშოთ. ათ წუთში დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და წითელი წიწაკა ნელ-ნელა უნდა დააყაროთ და ქათამი იქამდე მოთუშოთ, სანამ არ შეწითლდება, შემდეგ კი იმდენი მდუღარე წყალი უნდა დაასხათ, რომ მასა მთლიანად დაიფაროს. თუ შეატყობთ, რომ წვენი შრება, თეთრი ღვინო უნდა დაამატოთ. როცა მზად იქნება, მარილითა და წვრილად დაჭრილი ქინძით უნდა შეაზავოთ.

მზია სიმონიძის თქმით, ამ კერძის მომზადებისას თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ცხვრის ხორცის ლავაშურა

კერძს თუშეთში ახლაც მიირთმევენ. მომზადების წესი ასეთია: ცხვრის ხორცის ბარკალი უნდა დაბეგვოთ, მარილი და შავი პილპილი მოაყაროთ, რის შემდეგაც ხორცს ნაპირებს შეუკეცავთ და მრგვალ ფორმას მისცემთ, წაუსვამთ დანაყულ ხახვს და დაფქულ ყვითელ კოჭას მოაყრით.

აღნიშნული პროცედურების შემდეგ, უნდა ამოავლოთ წინასწარ ათქვეფილ კვერცხში და ფქვილში, გააბრტყელოთ და ტაფაზე, ერბოში შეწვათ. მომზადების შემდეგ, ზემოდან გამდნარი კარაქი უნდა მოასხათ. კერძი ცხელ მდგომარეობაში უნდა მიირთვათ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს