კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი გმირების კვალი მეორე მსოფლიო ომში
ქართველი გმირების კვალი მეორე მსოფლიო ომში

9 მა­ისს ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ყვე­ლა­ზე სის­ხლისმღვრე­ლი ომი იყო კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ამ ომმა უმ­ძი­მე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი მი­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­საც, სა­ი­და­ნაც იმ წლებ­ში 750 ათა­სი მებ­რძო­ლი გა­იწ­ვი­ეს, მათ­გან 300 ათას­ზე მეტი ბრძო­ლის ველ­ზე და­ე­ცა. ბევ­რი დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა... (ბოლო დროს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის და­ღუპ­ვის ად­გი­ლი­სა და საფ­ლა­ვის შე­სა­ხებ მკი­თხველ­მა ჩვენ­გან შე­ი­ტყო...)

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ჩა­მო­ყა­ლიბ­და რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზია, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი იყო 224-ე ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზია. ის ქერ­ჩის ბრძო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და... ასე­ვე, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პარ­ტი­ზა­ნულ ომებ­ში, სა­დაც თა­ვი­ან­თი კვა­ლი და­ტო­ვეს კი­დეც, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფორე (ქრის­ტე­ფო­რე) მო­სუ­ლიშ­ვი­ლი...

ის 1916 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში და­ი­ბა­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ლა­გო­დე­ხის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუმ­ში ჩა­ა­ბა­რა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, 1939 წელს გა­იწ­ვი­ეს წი­თელ არ­მი­ა­ში.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წინ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს ლატ­ვი­ის ქა­ლაქ და­უ­გავპ­ლის­ში გა­დი­ო­და. სწო­რედ აქე­დან მი­ი­ღო მისი უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი ოჯახ­მა, 1941 წლის მა­ის­ში...

ერთ-ერთ ბრძო­ლა­ში ფორე და­იჭ­რა და უგო­ნოდ მყო­ფი ტყვედ აიყ­ვა­ნეს გერ­მა­ნე­ლებ­მა. სხვა ტყვე­ებ­თან ერ­თად, ისიც პო­ლო­ნეთ­ში, კრუ­ში­ნას სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, სა­დაც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი იყო და იქ ვერ­მახ­ტის ძა­ლე­ბის­თვის ოფიც­რებ­სა და უნ­ტერ­ო­ფიც­რებს ამ­ზა­დებ­დნენ.

მისი ბა­ნა­კის კო­მენ­დან­ტი სიმ­კაც­რით ცნო­ბი­ლი ობერშტურმ­ფი­უ­რე­რი ჰანს ფონ ფალ­კენშტა­ი­ნი ყო­ფი­ლა. ცნო­ბი­ლია ფაქ­ტი, თუ რო­გორ წი­ნა­აღ­დე­გო­ბა გა­უ­წია მას ერთ-ერ­თმა ტყვემ, რო­დე­საც მო­რი­გი შე­მოვ­ლი­სას კო­მენ­დან­ტმა და­ჩო­ქე­ბა უბ­რძა­ნა, მან კი არ შე­ას­რუ­ლა. გაბ­რა­ზე­ბულ ფალ­კენშტა­ინს მის­თვის მათ­რა­ხი მო­უ­ღე­რე­ბია, რის სა­ნაც­ვლო­დაც მო­სუ­ლიშ­ვილ­მა მუშ­ტი გა­არ­ტყა სა­ხე­ში.

რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ გონ­ზე მო­სულ კო­მენ­დანტს, რო­მელ­საც ცხვი­რი­დან და ყუ­რე­ბი­დან სის­ხლი სდი­ო­და, ჯი­ბი­დან პა­რა­ბე­ლუ­მი ამო­უ­ღია, ჯა­რი­კა­ცე­ბის­თვის უკან და­ხე­ვა უბ­რძა­ნე­ბია და იქა­უ­რო­ბას გას­ცლია... სა­ღა­მოს ფო­რემ თა­ვის მე­გო­ბარ ისაკ ძამ­საშ­ვილს უთხრა: - "ეს კაცი მარ­თლა ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცი ყო­ფი­ლაო!.." "თა­ვი­დან ვერ გა­ვი­გე რა იგუ­ლის­ხმა ფო­რემ, მერე მივ­ხვდი, რომ უია­რა­ღო ტყვის სა­ჯა­როდ დახ­ვრე­ტა სა­ხე­ში გარ­ტყმის გამო სა­კუ­თა­რი უღირ­სო­ბის დე­მონ­სტრა­ცია და ში­შის აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და. ბო­ლოს და ბო­ლოს კო­მენ­დან­ტი ბა­რო­ნი იყო", - იგო­ნებს ისა­კი.

1943 წლის დამ­ლევს ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი პო­ლო­ნე­თი­დან საფ­რან­გეთ­ში, მერე კი ქა­ლაქ სტრე­ზა­ში (იტა­ლია, ნო­ვა­რის პრო­ვინ­ცია) გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, სა­დაც ის, 70-ზე მეტ ქარ­თველ­თან ერ­თად, იტა­ლი­ე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის­კენ გა­და­ვი­და, რომ­ლე­ბიც პი­ე­მონ­ტში "გა­რი­ბალ­დის ბრი­გა­დის" სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­დნენ. რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი პარ­ტი­ზა­ნულ რამ­ზებ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, ფორე გა­რი­ბალ­დის რემო სერ­ვა­დე­ის სა­ხე­ლო­ბის 118-ე ბრი­გა­დის მე­ო­რე ბა­ტა­ლი­ო­ნის "პე­პი­ნოს" ქვე­და­ნა­ყოფ "არ­მან­დო­ში" აღ­მოჩ­ნდა.

პირ­ვე­ლი საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცია მის­მა ქვე­და­ნა­ყოფ­მა 14 სექ­ტემ­ბერს ჩა­ა­ტა­რა, - მათ დაბა ომე­ნი­ის ჰოს­პი­ტა­ლი­დან ჯე­ნე­ზი­ას მახ­ლობ­ლად ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ძმე­ბი გო­გიშ­ვი­ლე­ბი და ედო დელ გრა­ტა გა­მო­იხ­სნეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ერთ სა­ღა­მოს გერ­მა­ნე­ლე­ბი უგო­ნოდ დათ­ვრნენ და დაც­ვა­ში მხო­ლოდ ერთი ჯა­რის­კა­ცი და­ტო­ვეს. ფო­რემ უხ­მა­უ­როდ გა­ნა­ი­ა­რა­ღა მცვე­ლი. ყო­ფილ ტყვე­ებს არც დარ­ჩე­ნი­ლი გა­ლე­ში­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბის და­ტყვე­ვე­ბა გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. რაზმმა მთე­ლი შე­ნო­ბა და­ი­კა­ვა. ამის შემ­დეგ, ფო­რეს დიდი შე­ნა­ერ­თის მე­თა­უ­რო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და - ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას არ ვიც­ნობ და იტა­ლი­უ­რიც არ ვი­ციო...

მათი თავ­ზე­ხე­ლა­ბუ­ლო­ბით გა­ბეზ­რე­ბულ­მა ნა­ცის­ტებ­მა პარ­ტი­ზა­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს და გა­რი­ბალ­დის 118-ე "რემო სერ­ვა­დე­ის" ბრი­გა­და­ზე ფარ­თო­მაშ­ტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რის შემ­დე­გაც ის მცი­რე და­ნა­ყო­ფე­ბად და­ი­შა­ლა და ისე გა­ნაგ­რძო "რა­იხსფი­უ­რერ სს"-ის (მე­თა­უ­რო - სს-ის ობერ­ფი­უ­რე­რი ოტო ბა­უ­მი) შე­ნა­ერ­თებ­თან ბრძო­ლა, რაც სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ბრძო­ლის ტაქ­ტი­კას.

1944 წლის 3 დე­კემ­ბრის გამ­თე­ნი­ი­სას სო­ფელ კო­ლო­ნი­ას ბო­ლოს, მწყემ­სე­ბის ქოხ­ში ღა­მის გა­სა­თე­ვად შე­ფა­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი "არ­მან­დო" "რა­იხსფი­უ­რერ სს"-ის სა­მას­კა­ცი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა.

პარ­ტი­ზა­ნულ ქვე­და­ნა­ყოფ "არ­მან­დო­ში" მყო­ფი ჩვიდ­მე­ტი პარ­ტი­ზა­ნი­დან შვი­დი ქარ­თვე­ლი იყო, - ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ბაგ­რატ ესარ­თია, შალ­ვა კვი­რი­კაშ­ვი­ლი, შოთა ბე­ქა­ია, ვლა­დი­მერ ჭე­ჟია, ზა­ქა­რია თო­მაშ­ვი­ლი... ცნო­ბი­ლია რამ­დე­ნი­მე იტა­ლი­ე­ლის ვი­ნა­ო­ბაც: - ედო დელ გრა­ტა, რაზ­მის მე­თა­უ­რი სო­ფელ რიგ­ლი­ო­ნე­დან (ქა­ლაქ პიზა-ს კო­მუ­ნა); მა­რიო ძი­ნო­ნი, სო­ფელ კო­ლა­ცა­დან; ფენ­ტო ფე­რე­ტი, ქა­ლაქ ომე­ნი­ი­დან.

გა­აფ­თრე­ბულ შე­ტა­კე­ბა­ში ბევ­რი გერ­მა­ნე­ლი და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ ფორე და კი­დევ ორი კაცი და­იჭ­რა. ვაზ­ნე­ბიც შე­მო­ე­ლი­ათ... ფა­შის­ტე­ბი მე­თა­უ­რის და­ნე­ბე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ, და­ნარ­ჩე­ნებს კი სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას პირ­დე­ბოდ­ნენ... შემ­დეგ­ში, მა­რიო ძი­ნო­ნი იხ­სე­ნებს: - "ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ, ვერც რაზ­მის მე­თა­უ­რი ედო დელ გრა­ტა და ვერ­ცერ­თი ჩვენ­თა­გა­ნი ად­გი­ლი­დან დაძ­ვრას ვერ ვბე­დავ­დით. გერ­მა­ნე­ლებ­თან გას­ვლა წა­მე­ბით სიკ­ვდილს ნიშ­ნავ­და. როცა ჩვენს და­ხოც­ვამ­დე, ალ­ბათ, წა­მე­ბი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, სის­ხლით შე­ღე­ბი­ლი ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი კარ­თან მი­ვი­და, გა­მო­ა­ღო და გერ­მა­ნე­ლებს შეს­ძა­ხა: "მე­თა­უ­რი მე ვარ, თქვენ­თან ტყვე­ო­ბას სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია! გა­უ­მარ­ჯოს პარ­ტი­ზა­ნებს! გა­უ­მარ­ჯოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას!" და იქვე თავი მო­იკ­ლა. მის­მა თავ­გან­წირ­ვამ თექ­ვსმეტ კაცს შეგ­ვი­ნარ­ჩუ­ნა სი­ცო­ცხლე..."

ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი არ არის, ვინც ფა­შიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ იტა­ლი­ის მი­წა­ზე იბ­რძო­და, - ის­ტო­რი­ამ მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი პარ­ტი­ზა­ნის სა­ხე­ლი და მათი გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი შე­მოგ­ვი­ნა­ხა. ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ნო­ვა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში პარ­ტი­ზა­ნულ რაზ­მებ­ში 300-ზე მეტი ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი ირი­ცხე­ბო­და, რომ­ლებ­მაც ბევრ წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

პარ­ტი­ზან­თა 42-ე ბრი­გა­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და ქარ­თველ­თა 50-კა­ცი­ა­ნი რაზ­მი ვლა­დი­მერ გა­ბი­სო­ნი­ას მე­თა­უ­რო­ბით. სო­ფელ სტი­მას­თან გა­მარ­თუ­ლი ბრძო­ლი­სას, რაზზ­მა ტყვედ ჩა­იგ­დო 180 გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და ოფი­ცე­რი. სა­პა­სუ­ხო სა­დამ­სჯე­ლი ოპე­რა­ცი­ი­სას, რაზ­მი ბალ­მა­ფო­ლის მთა­ზე გა­მაგრდა და გერ­მა­ნელ­თა ყვე­ლა შე­მო­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს. ეს რაზ­მი სა­უ­კე­თე­სოდ ით­ვლე­ბო­და გა­რი­ბალ­დელ­თა მე-3 დი­ვი­ზი­ა­ში...

რამ­დე­ნი­მე იტა­ლი­ელ თა­ნა­მებ­რძოლ­თან ერ­თად უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ე­ცა გი­ორ­გი ვა­რა­ზაშ­ვი­ლი, იგი­ვე "კა­პი­ტა­ნი მონ­ტი", რო­მელ­მაც უკა­ნას­კნელ ვაზ­ნამ­დე იბ­რძო­ლა და რო­დე­საც ტყვია-წა­მა­ლი გა­მო­ე­ლია, ტყვე­ო­ბას სიკ­ვდი­ლი არ­ჩია... მის საფ­ლავ­ზე ასე­თი წარ­წე­რაა: - "გამ­ვლე­ლო, გა­ჩერ­დი, ამ ად­გი­ლას გა­ნის­ვე­ნებს პატ­რი­ო­ტი, რო­მელ­მაც სის­ხლი დაღ­ვა­რა შენი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, მან შენ თა­ვი­სუ­ფა­ლი იტა­ლია გა­ჩუ­ქა".

1945 წლის 16 მარტს, ქა­ლაქ ბორ­გო­სე­ზი­ა­ში, და­ი­ღუ­პა პარ­ტი­ზა­ნი, მე­გო­ნა ღურწკა­ია. რო­დე­საც გერ­მა­ნე­ლებ­მა შეძ­ლეს პარ­ტი­ზან­თა შე­ტე­ვის შე­ფერ­ხე­ბა, მან მარ­ტომ შე­უ­ტია სახ­ლში გა­მაგ­რე­ბულ გერ­მა­ნე­ლებს და სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე იბ­რძო­ლა.

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ მხო­ლოდ ორ საბ­ჭო­თა ჯა­რის­კაცს მი­ა­ნი­ჭა იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი გმი­რის სა­პა­ტიო წო­დე­ბა, რუს პო­ლე­ტა­ევს და ქარ­თველ ფორე მო­სუ­ლიშ­ვილს. "პერ ბა­ტა­ლია, ჯორ­ჯა­ნი პარ­ტი­ჯა­ნი!" - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ მას იტა­ლი­ის ის­ტო­რი­ა­ში...

ლალი პა­პა­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

ქართველი გმირების კვალი მეორე მსოფლიო ომში

ქართველი გმირების კვალი მეორე მსოფლიო ომში

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამ ომმა უმძიმესი ადამიანური დანაკარგი მიაყენა საქართველოსაც, საიდანაც იმ წლებში 750 ათასი მებრძოლი გაიწვიეს, მათგან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა. ბევრი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება... (ბოლო დროს, რამდენიმე მათგანის დაღუპვის ადგილისა და საფლავის შესახებ მკითხველმა ჩვენგან შეიტყო...)

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა რამდენიმე ქართული დივიზია, რომელთაგან ერთ-ერთი იყო 224-ე ქართული დივიზია. ის ქერჩის ბრძოლებში მონაწილეობდა და თითქმის მთლიანად განადგურდა... ასევე, ქართველი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ პარტიზანულ ომებში, სადაც თავიანთი კვალი დატოვეს კიდეც, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ფორე (ქრისტეფორე) მოსულიშვილი...

ის 1916 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ჩააბარა, რომლის წარმატებით დამთავრებისთანავე, 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ, სამხედრო სამსახურს ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში გადიოდა. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა, 1941 წლის მაისში...

ერთ-ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა. სხვა ტყვეებთან ერთად, ისიც პოლონეთში, კრუშინას საკონცენტრაციო ბანაკში გადაუყვანიათ, სადაც ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი იყო და იქ ვერმახტის ძალებისთვის ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ.

მისი ბანაკის კომენდანტი სიმკაცრით ცნობილი ობერშტურმფიურერი ჰანს ფონ ფალკენშტაინი ყოფილა. ცნობილია ფაქტი, თუ როგორ წინააღდეგობა გაუწია მას ერთ-ერთმა ტყვემ, როდესაც მორიგი შემოვლისას კომენდანტმა დაჩოქება უბრძანა, მან კი არ შეასრულა. გაბრაზებულ ფალკენშტაინს მისთვის მათრახი მოუღერებია, რის სანაცვლოდაც მოსულიშვილმა მუშტი გაარტყა სახეში.

რამდენიმე წამის შემდეგ გონზე მოსულ კომენდანტს, რომელსაც ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი სდიოდა, ჯიბიდან პარაბელუმი ამოუღია, ჯარიკაცებისთვის უკან დახევა უბრძანებია და იქაურობას გასცლია... საღამოს ფორემ თავის მეგობარ ისაკ ძამსაშვილს უთხრა: - "ეს კაცი მართლა ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილაო!.." "თავიდან ვერ გავიგე რა იგულისხმა ფორემ, მერე მივხვდი, რომ უიარაღო ტყვის საჯაროდ დახვრეტა სახეში გარტყმის გამო საკუთარი უღირსობის დემონსტრაცია და შიშის აღიარება იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს კომენდანტი ბარონი იყო", - იგონებს ისაკი.

1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია) გადაუყვანიათ, სადაც ის, 70-ზე მეტ ქართველთან ერთად, იტალიელი პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლებიც პიემონტში "გარიბალდის ბრიგადის" სახელით მოქმედებდნენ. როდესაც ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს, ფორე გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის "პეპინოს" ქვედანაყოფ "არმანდოში" აღმოჩნდა.

პირველი საბრძოლო ოპერაცია მისმა ქვედანაყოფმა 14 სექტემბერს ჩაატარა, - მათ დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა გამოიხსნეს. როგორც გაირკვა, ერთ საღამოს გერმანელები უგონოდ დათვრნენ და დაცვაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დატოვეს. ფორემ უხმაუროდ განაიარაღა მცველი. ყოფილ ტყვეებს არც დარჩენილი გალეშილი გერმანელების დატყვევება გასჭირვებიათ. რაზმმა მთელი შენობა დაიკავა. ამის შემდეგ, ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა - ადგილმდებარეობას არ ვიცნობ და იტალიურიც არ ვიციო...

მათი თავზეხელაბულობით გაბეზრებულმა ნაცისტებმა პარტიზანების განადგურება გადაწყვიტეს და გარიბალდის 118-ე "რემო სერვადეის" ბრიგადაზე ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელეს. რის შემდეგაც ის მცირე დანაყოფებად დაიშალა და ისე განაგრძო "რაიხსფიურერ სს"-ის (მეთაურო - სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, მწყემსების ქოხში ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი "არმანდო" "რაიხსფიურერ სს"-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა.

პარტიზანულ ქვედანაყოფ "არმანდოში" მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო, - ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი, შოთა ბექაია, ვლადიმერ ჭეჟია, ზაქარია თომაშვილი... ცნობილია რამდენიმე იტალიელის ვინაობაც: - ედო დელ გრატა, რაზმის მეთაური სოფელ რიგლიონედან (ქალაქ პიზა-ს კომუნა); მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.

გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა. ვაზნებიც შემოელიათ... ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ... შემდეგში, მარიო ძინონი იხსენებს: - "ერთმანეთს გადავხედეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: "მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!" და იქვე თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე..."

ფორე მოსულიშვილი ერთადერთი ქართველი არ არის, ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იტალიის მიწაზე იბრძოდა, - ისტორიამ მრავალი ქართველი პარტიზანის სახელი და მათი გმირობის მაგალითები შემოგვინახა. ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ნოვარის პროვინციაში პარტიზანულ რაზმებში 300-ზე მეტი ქართველი მეომარი ირიცხებოდა, რომლებმაც ბევრ წარმატებულ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.

პარტიზანთა 42-ე ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებდა ქართველთა 50-კაციანი რაზმი ვლადიმერ გაბისონიას მეთაურობით. სოფელ სტიმასთან გამართული ბრძოლისას, რაზზმა ტყვედ ჩაიგდო 180 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. საპასუხო სადამსჯელი ოპერაციისას, რაზმი ბალმაფოლის მთაზე გამაგრდა და გერმანელთა ყველა შემოტევა მოიგერიეს. ეს რაზმი საუკეთესოდ ითვლებოდა გარიბალდელთა მე-3 დივიზიაში...

რამდენიმე იტალიელ თანამებრძოლთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი ვარაზაშვილი, იგივე "კაპიტანი მონტი", რომელმაც უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოლა და როდესაც ტყვია-წამალი გამოელია, ტყვეობას სიკვდილი არჩია... მის საფლავზე ასეთი წარწერაა: - "გამვლელო, გაჩერდი, ამ ადგილას განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი განთავისუფლებისათვის, მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა".

1945 წლის 16 მარტს, ქალაქ ბორგოსეზიაში, დაიღუპა პარტიზანი, მეგონა ღურწკაია. როდესაც გერმანელებმა შეძლეს პარტიზანთა შეტევის შეფერხება, მან მარტომ შეუტია სახლში გამაგრებულ გერმანელებს და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა.

იტალიის მთავრობამ მხოლოდ ორ საბჭოთა ჯარისკაცს მიანიჭა იტალიის ეროვნული გმირის საპატიო წოდება, რუს პოლეტაევს და ქართველ ფორე მოსულიშვილს. "პერ ბატალია, ჯორჯანი პარტიჯანი!" - ასე მოიხსენიებენ მას იტალიის ისტორიაში...

ლალი პაპაკირი

ამბები. გე

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?