საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანაკლია! რა აკლია? GEM Fest 2017!
ანაკლია! რა აკლია? GEM Fest 2017!

ორი დღის წინ, ცნო­ბილ­მა გა­მო­ცე­მა The Independent-მა, GEM Fest-ი ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­თა შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ანაკ­ლი­ა­ში, სა­დაც ფეს­ტი­ვა­ლი წელს უკვე მე­სა­მედ ჩა­ტარ­დე­ბა, მე­დი­ა­ტუ­რი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც GEM Fest-ისა და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა უმას­პინ­ძლეს.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ფეს­ტი­ვა­ლი 14 ივ­ლისს აი­ღებს სტარტს და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. თა­ვად პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გი­ორ­გი სი­გუა იმ­დე­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­მეგ­რე­ლოს ტუ­რიზ­მი ძა­ლი­ან სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა, გა­და­წყვი­ტა სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან სა­მეგ­რე­ლო­ში გა­და­ვი­დეს ოჯახ­თან ერ­თად.

ქარ­თუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ ანაკ­ლი­ა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ხუ­თწ­ლი­ან პრო­ექტს ად­გილ­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­საც შეხ­ვედ­როდ­ნენ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სა­მეგ­რე­ლოს სოფ­ლებ­ში მცი­რე სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და სახ­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ. შე­დე­გად, მათ უკვე თა­ვად შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა და­სა­ჯავ­შნ სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა, სა­კუ­თა­რი ბი­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­როს ფო­ტო­ე­ბის გან­თავ­სე­ბა და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის მო­ზიდ­ვა ფეს­ტი­ვა­ლის­თვის.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ანაკ­ლია- გან­მუ­ხურ­ში, ასე­ვე მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა თით­ქმის ყვე­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ჯავ­შნი­ლი ან გა­ყი­დუ­ლია რო­გორც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, ისე ევ­რო­პი­დან, ამე­რი­კი­დან, ბრა­ზი­ლი­ი­დან და ა.შ.

მა­რი­ნა თო­დუა, პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი: "რო­დე­საც booking.com-ზე ავ­ტვირ­თე სა­კუ­თა­რი სას­ტუმ­როს მო­ნა­ცე­მე­ბი, იმა­ვე დღეს და­ჯავ­შნეს ნო­მე­რი შვე­ი­ცა­რი­ი­დან. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შოკი იყო ჩემ­თვის".

"ჩვენ ვართ ეკო­ნო­მი­კუ­რი სას­წა­უ­ლის მომსწრე, რო­მე­ლიც ხდე­ბა ანაკ­ლი­ა­სა და ზო­გა­დად სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში. მას შემ­დეგ, რაც USAID-ის დახ­მა­რე­ბით ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბამ შეძ­ლო მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა თა­ვი­სი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი და სახ­ლე­ბი, ისი­ნი თით­ქმის სრუ­ლად და­ჯავ­შნი­ლია. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სა­მეგ­რე­ლოს ტუ­რიზ­მი, ძა­ლი­ან სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა" - აღ­ნიშ­ნა "ჯემ ფეს­ტის" ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ.

"ეს ფეს­ტი­ვა­ლი გახ­ლავთ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა კა­ლენ­დარ­ში და აქვს მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფუნ­ქცია და ამი­ტომ "ჯემ ფეს­ტი" მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბი­სა­გან", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ჩი­გო­ვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ფეს­ტი­ვა­ლი 14 ივ­ლი­სი­დან 14 აგ­ვის­ტომ­დე გას­ტანს. თუკი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა, მზე, ზღვა, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და გარ­თო­ბა გი­ზი­დავთ, ანაკ­ლი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად დაგ­ხვდე­ბათ!

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ანაკლია! რა აკლია? GEM Fest 2017!

ანაკლია! რა აკლია? GEM Fest 2017!

ორი დღის წინ, ცნობილმა გამოცემა The Independent-მა, GEM Fest-ი ევროპის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალთა შორის დაასახელა. ამის პარალელურად, ანაკლიაში, სადაც ფესტივალი წელს უკვე მესამედ ჩატარდება, მედიატური გაიმართა, რომელსაც GEM Fest-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზატორებმა უმასპინძლეს.

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი 14 ივლისს აიღებს სტარტს და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თავად პროექტის ორგანიზატორი გიორგი სიგუა იმდენად დარწმუნებულია, რომ სამეგრელოს ტურიზმი ძალიან სწრაფი განვითარების გზაზეა, გადაწყვიტა საცხოვრებლად თბილისიდან სამეგრელოში გადავიდეს ოჯახთან ერთად.

ქართული მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ანაკლიაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს ადგილზე გაცნობოდნენ და ბენეფიციარებსაც შეხვედროდნენ.

დაათვალიერეთ ფოტოები

პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს სოფლებში მცირე სასტუმროებისა და სახლების მფლობელებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. შედეგად, მათ უკვე თავად შეუძლიათ სხვადასხვა დასაჯავშნ საიტზე დარეგისტრირება, საკუთარი ბინებისა და სასტუმროს ფოტოების განთავსება და უცხოელი სტუმრების მოზიდვა ფესტივალისთვის.

დღეის მდგომარეობით, ანაკლია- განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტის ბენეფიციართა თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი ან გაყიდულია როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.

მარინა თოდუა, პროექტის ბენეფიციარი: "როდესაც booking.com-ზე ავტვირთე საკუთარი სასტუმროს მონაცემები, იმავე დღეს დაჯავშნეს ნომერი შვეიცარიიდან. ეს წარმოუდგენელი შოკი იყო ჩემთვის".

"ჩვენ ვართ ეკონომიკური სასწაულის მომსწრე, რომელიც ხდება ანაკლიასა და ზოგადად სამეგრელოს რეგიონში. მას შემდეგ, რაც USAID-ის დახმარებით ანაკლია-განმუხურის მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ შეძლო მოეწესრიგებინა თავისი საოჯახო სასტუმროები და სახლები, ისინი თითქმის სრულად დაჯავშნილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამეგრელოს ტურიზმი, ძალიან სწრაფი განვითარების გზაზეა" - აღნიშნა "ჯემ ფესტის" ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ.

"ეს ფესტივალი გახლავთ ღირსშესანიშნავი ღონისძიება საქართველოს ღონისძიებათა კალენდარში და აქვს მნიშნელოვანი რეგიონალური განვითარების ფუნქცია და ამიტომ "ჯემ ფესტი" მნიშნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობისაგან", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიგოვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გასტანს. თუკი ელექტრონული მუსიკა, მზე, ზღვა, თავგადასავლები და გართობა გიზიდავთ, ანაკლიაში ყველაფერი ერთად დაგხვდებათ!

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება