მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკოს მორიგი განმარტება საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით
დავით სერგეენკოს მორიგი განმარტება საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს, გეგ­მი­უ­რი სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ად­გენს 1000-ლარ­ზე ნაკ­ლებს, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით აღარ და­უ­ფი­ნანსდე­ბათ, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ "რა­დიო პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე" გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებს, თუკი აქამ­დე 100%-ით უფი­ნანსდე­ბო­დათ გა­და­უ­დე­ბე­ლი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა, და­უ­ფი­ნანსდე­ბათ 90%-ით და გა­და­იხ­დი­ან 10%-ს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს იმ­დე­ნად ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ზო­გი არ არის, რამ­დე­ნა­დაც არა­სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბი­სა და ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რაც ირი­ბად არა მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მაა, არა­მედ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა­ცაა.

"გეგ­მი­ურ სტა­ცი­ო­ნა­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ის, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 1000 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი, უნდა გა­და­ი­ხა­დონ თვი­თონ და სა­ხელ­მწი­ფო შე­ე­ხი­დე­ბა მათ 1001 ლა­რი­დან. აქაც თან­ხის და­ზოგ­ვას­თან ერ­თად არა­სა­ჭი­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის და­ზოგ­ვაა. გეგ­მი­უ­რად სტა­ცი­ო­ნარ­ში შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდეს ბევ­რი მი­ზე­ზით, მათ შო­რის ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­თაც", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფოს აქვს გა­რან­ტია, რომ მთლი­ა­ნად თან­ხას იხ­დის სა­ხელ­მწი­ფო, მას მეტი მო­ტი­ვა­ცია აქვს, რომ რო­დე­საც არის შან­სი, არ გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია, მა­ინც გა­ა­კე­თოს. "რო­დე­საც სა­ა­ვად­მყო­ფოს აქვს გა­რან­ტია, რომ მთლი­ა­ნად თან­ხას იხ­დის სა­ხელ­მწი­ფო, მას მეტი მო­ტი­ვა­ცია აქვს, რომ რო­დე­საც არის შან­სი, რომ არ გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია, მა­ინც გა­ა­კე­თოს და ჩვენ ამას გვაჩ­ვე­ნებს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, ასე­ვე ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზი. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ში, რომ­ლებ­საც თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის ნა­წილს ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი უხ­დი­ან, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის თუ კვლე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუმ 1.5-ჯერ აღე­მა­ტე­ბა იგი­ვე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში იგი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ჩა­რე­ვებს", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იგ­რძნეს მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნებ­მა. "32 000-დან მხო­ლოდ 20 000 სარ­გებ­ლობ­და კერ­ძო და­ზღვე­ვით. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 40 000-ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ვი­საც აქვს, არ ექ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის მქო­ნეს ან კერ­ძო უნდა ჰქონ­დეს ან სა­ყო­ველ­თაო, ორი­ვე სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტის პრი­ვი­ლე­გია აქვს, ვი­საც აქვს 1000 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი შე­მო­სა­ვა­ლი და ვინც არის მიზ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში - ბავ­შვი, პე­და­გო­გი და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

დავით სერგეენკოს მორიგი განმარტება საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

დავით სერგეენკოს მორიგი განმარტება საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, გეგმიური სტაციონალური მომსახურება, რომელიც შეადგენს 1000-ლარზე ნაკლებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ დაუფინანსდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "რადიო პალიტრის" გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა. მისი თქმით, საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს, თუკი აქამდე 100%-ით უფინანსდებოდათ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება, დაუფინანსდებათ 90%-ით და გადაიხდიან 10%-ს.

მისივე განმარტებით, ეს იმდენად ფინანსური დანაზოგი არ არის, რამდენადაც არასაჭირო კვლევებისა და ინტერვენციების დაფინანსება, რაც ირიბად არა მარტო ფინანსური პრობლემაა, არამედ მათი ჯანმრთელობის პრობლემაცაა.

"გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაში ის, რისი ღირებულებაც არის 1000 ლარზე ნაკლები, უნდა გადაიხადონ თვითონ და სახელმწიფო შეეხიდება მათ 1001 ლარიდან. აქაც თანხის დაზოგვასთან ერთად არასაჭირო ინტერვენციების დაზოგვაა. გეგმიურად სტაციონარში შესაძლოა ადამიანი მოხვდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის საჭიროებითაც", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს. "როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, რომ არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს და ჩვენ ამას გვაჩვენებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენი რეალური ანალიზი. სოციალურად დაუცველებში, რომლებსაც თანადაფინანსების ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უხდიან, ქირურგიული ოპერაციების თუ კვლევების რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება იგივე ასაკობრივ ჯგუფში იგივე ჯანმრთელობის რისკების მოსახლეობის ჩარევებს", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად საყოველთაო ჯანდაცვაში განხორციელებული ცვლილებები იგრძნეს მაღალშემოსავლიანებმა. "32 000-დან მხოლოდ 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს, არ ექნება საყოველთაო დაზღვევა, საშუალო შემოსავლის მქონეს ან კერძო უნდა ჰქონდეს ან საყოველთაო, ორივე სადაზღვევო პაკეტის პრივილეგია აქვს, ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი და ვინც არის მიზნობრივ ჯგუფებში - ბავშვი, პედაგოგი და ა.შ.", - განაცხადა სერგეენკომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი