პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიცვლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ერდოღანის უპირობო ძალაუფლების ფონზე
რა შეიცვლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ერდოღანის უპირობო ძალაუფლების ფონზე

არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო კმა­ყო­ფი­ლია რე­ფე­რენ­დუ­მით, რო­მელ­შიც რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­მა მცი­რე­დი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯვე­ბა. და­სავ­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სი­ახ­ლეს სხვა­ნა­ი­რად შეხ­ვდა და რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც - ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ერთი ნა­წი­ლი თურ­ქეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნა­ზე სა­უბ­რობს. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, თურ­ქე­თის მო­კავ­ში­რე და მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. "კავ­კაზ­სკი უზე­ლი" თურ­ქეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის წევ­რი გი­ულ­ტე­ქინ გა­ჯი­ბე­ი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნაა თურ­ქე­თის­თვის. იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მეტი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­აძ­ლი­ე­რებს ავ­ტო­რი­ტა­რიზმსა და მო­ი­მა­ტებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი.

პარ­ტია "რეს­პუბ­ლი­კუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ნა­ტიგ ჯა­ფარ­ლის თქმით, შე­საძ­ლოა, ივ­ლის­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი ახლა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დეს.

"თურ­ქე­თი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის მოძ­მე და მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. თურ­ქე­თი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ძალ­ღო­ნეს არ და­ი­შუ­რებს... საქ­მე ის არის, რომ ორი­ვე ქვე­ყა­ნას ერ­თმა­ნეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აკავ­ში­რებს, - თურ­ქე­თი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. აქვთ მსხვი­ლი ერ­თობ­ლი­ვი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი",- აცხა­დებს ჯა­ფარ­ლი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თურ­ქე­თი კი­დევ უფრო და­შორ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ეს მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თა­ვის ტკი­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა; არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აღიქ­მე­ბა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და­სავ­ლე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ნა­თე­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის იმე­დე­ბის გაც­რუ­ე­ბა თურ­ქე­თის ლი­დერ­მა რე­ჯებ ტაიპ ერ­დო­ღან­მა დიდი ხა­ნია და­ი­წყო. ერ­დო­ღა­ნის რი­ტო­რი­კა ბოლო პე­რი­ოდ­ში მკაც­რი იყო ბრი­უ­სე­ლის მი­სა­მარ­თი­თაც. რე­ფე­რენ­დუ­მის წინა პე­რი­ოდ­ში მან არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ თურ­ქე­თი თა­ვად იტყვის უარს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, შე­საძ­ლოა, რე­ფე­რენ­დუ­მიც ჩა­ტარ­დეს. ან­კა­რა სა­უბ­რობს ასე­ვე სიკ­ვდი­ლით დას­ჯის აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბა­ზე, რა­საც ძა­ლი­ან მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­საბ­ჭოს მხრი­დან.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­უ­ბა­ლან­სებ­ლად გაძ­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფრო და­შორ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, გა­ა­უ­ა­რე­სებს ან­კა­რის ურ­თი­ერ­თო­ბას და­სავ­ლეთ­თან. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლომ, რო­მე­ლიც სწო­რედ და­სავ­ლე­თის­კენ ის­წრაფ­ვის, უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი იწ­ვნი­ოს.

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უ­ბარ­ში, ანა­ლი­ტი­კო­სი ზაალ ან­ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ თუკი თურ­ქეთ­მა მუს­ტა­ფა ქე­მალ ათა­თურ­ქის გზი­დან გა­და­უხ­ვია და სა­ბო­ლო­ოდ შე­აქ­ცია ზურ­გი დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს, შე­საძ­ლოა იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მაც იმ­ძლავ­როს და მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უჩ­ნდე­ბა... თუმ­ცა, რო­გორც ან­ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ბო­ლომ­დე გა­ფუჭ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა თურ­ქეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის, რად­გა­ნაც ნა­ტოს წევ­რი თურ­ქე­თი ძვირ­ფა­სი პარტნი­ო­რია რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, ასე­ვე ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის­თვის. თა­ვის მხრივ, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა არც თურ­ქეთს აძ­ლევს ხელს.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას, ზაალ ან­ჯა­ფა­რი­ძის აზ­რით, ეს დიდ­წი­ლად და­სავ­ლეთ­თან თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თუკი ან­კა­რა არ გა­წყვეტს ურ­თი­ერ­თო­ბას ბრი­უ­სელ­თან, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ რა­ი­მე სა­ხის გარ­დამ­ტეხ კავ­შირ­ზე მოს­კოვ­სა და ან­კა­რას შო­რის. მი­სი­ვე თქმით, ბოლო დროს, რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის მხო­ლოდ "ხან­მოკ­ლე ფლირ­ტი" იყო, რი­თაც თურ­ქეთ­მა და­სავ­ლე­თის მი­მართ წყე­ნა გა­მო­ხა­ტა, მაგ­რამ ბოლო ხა­ნებ­ში სი­რი­ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ვი­თა­რე­ბა ისევ შეც­ვა­ლა...

ლალი პა­პას­კი­რი

Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები

რა შეიცვლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ერდოღანის უპირობო ძალაუფლების ფონზე

რა შეიცვლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში ერდოღანის უპირობო ძალაუფლების ფონზე

არაბული სამყარო კმაყოფილია რეფერენდუმით, რომელშიც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მცირედი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება. დასავლური საერთაშორისო საზოგადოება ამ სიახლეს სხვანაირად შეხვდა და რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა აზერბაიჯანიც - ადგილობრივი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აზერბაიჯანში, თურქეთის მოკავშირე და მეგობარ ქვეყანაში, ავტორიტარიზმი და ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდება. "კავკაზსკი უზელი" თურქეთში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს საკოორდინაციო ცენტრის წევრი გიულტექინ გაჯიბეილის თქმით, აღნიშნული რეფერენდუმი სერიოზული მოვლენაა თურქეთისთვის. იქ მიმდინარე პროცესები მეტი სტიმული იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის, გააძლიერებს ავტორიტარიზმსა და მოიმატებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

პარტია "რესპუბლიკური ალტერნატივას" აღმასრულებელი მდივნის ნატიგ ჯაფარლის თქმით, შესაძლოა, ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული პროცესი ახლა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

"თურქეთი აზერბაიჯანისთვის მოძმე და მეგობრული ქვეყანაა და აზერბაიჯანის საინფორმაციო სივრცეზე გავლენის მოსახდენად დიდი შესაძლებლობა აქვს. თურქეთი ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად ძალღონეს არ დაიშურებს... საქმე ის არის, რომ ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ეკონომიკური ინტერესები აკავშირებს, - თურქეთი აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. აქვთ მსხვილი ერთობლივი ინვესტიციები",- აცხადებს ჯაფარლი.

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ ფასეულობებს, ეს მხოლოდ აზერბაიჯანის თავის ტკივილი არ იქნება; არანაკლებ საინტერესოა, როგორ აღიქმება მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საქართველოში.

დასავლელი ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ევროკავშირის იმედების გაცრუება თურქეთის ლიდერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დიდი ხანია დაიწყო. ერდოღანის რიტორიკა ბოლო პერიოდში მკაცრი იყო ბრიუსელის მისამართითაც. რეფერენდუმის წინა პერიოდში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი თავად იტყვის უარს ევროკავშირის წევრობაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, რეფერენდუმიც ჩატარდეს. ანკარა საუბრობს ასევე სიკვდილით დასჯის აკრძალვის გაუქმებაზე, რასაც ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან.

ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით, პრეზიდენტ ერდოღანის ძალაუფლების დაუბალანსებლად გაძლიერების შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაშორდება დემოკრატიულ მმართველობას, რაც, თავის მხრივ, გააუარესებს ანკარის ურთიერთობას დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საქართველომ, რომელიც სწორედ დასავლეთისკენ ისწრაფვის, უარყოფითი შედეგები იწვნიოს.

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თუკი თურქეთმა მუსტაფა ქემალ ათათურქის გზიდან გადაუხვია და საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიასა და დასავლურ ფასეულობებს, შესაძლოა იმპერიალისტურმა ამბიციებმაც იმძლავროს და მაშინ საქართველოს ახალი თავსატეხი გაუჩნდება... თუმცა, როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეუძლებელია ბოლომდე გაფუჭდეს ურთიერთობა თურქეთსა და დასავლეთს შორის, რადგანაც ნატოს წევრი თურქეთი ძვირფასი პარტნიორია როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. თავის მხრივ, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა არც თურქეთს აძლევს ხელს.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობას, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს დიდწილად დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული და თუკი ანკარა არ გაწყვეტს ურთიერთობას ბრიუსელთან, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე სახის გარდამტეხ კავშირზე მოსკოვსა და ანკარას შორის. მისივე თქმით, ბოლო დროს, რუსეთსა და თურქეთს შორის მხოლოდ "ხანმოკლე ფლირტი" იყო, რითაც თურქეთმა დასავლეთის მიმართ წყენა გამოხატა, მაგრამ ბოლო ხანებში სირიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ვითარება ისევ შეცვალა...

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე