პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

30

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 10:19-ზე, მთვარე მერწყულშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
PR ევოლუცია ანუ წარმატებული პოლიტიკური კამპანიების შედეგები
PR ევოლუცია ანუ წარმატებული პოლიტიკური კამპანიების შედეგები

"კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო" მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მე­დია და მარ­კე­ტინ­გის ჟურ­ნა­ლის­ტის, დენი რო­ჯერ­სის წიგ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ.

რო­ჯერ­სი ცნო­ბი­ლი პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის The Independent-ის, The Guardian-ის, Financial Times’-ისა და Creative Business-ის რე­დაქ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­მა­უ­წყებ­ლო­ბის კო­მენ­ტა­ტო­რი იყო. წიგნ­ში პი­ა­რის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია ბიზ­ნე­სის, სპორ­ტის, შო­უ­ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კის სამ­ყა­რო­ში ცნო­ბი­ლი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის მა­გა­ლი­თებ­ზეა მო­თხრო­ბი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი ქე­თე­ვან დო­ლა­კი­ძე:

"დენი რო­ჯერ­სის "კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო" ერ­თნა­ი­რად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხა­ვია, მათ­თვის, ვინც უკვე სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და მარ­კე­ტინგს და­უ­კავ­ში­რა, და მათ­თვი­საც, ვინც უბ­რა­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბით იმოგ­ზა­უ­რებ­და რეკ­ლა­მი­სა და სწო­რად და­გეგ­მი­ლი PR კამ­პა­ნი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში.

მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ", ტონი ბლე­რის "ახა­ლი ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი, ახა­ლი ბრი­ტა­ნე­თი" და ბა­რაკ ობა­მას "გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ამე­რი­კი­სათ­ვის" - ყვე­ლა ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ი­სა, თუ სლო­გა­ნის უკან, პო­ლი­ტი­კა­ში PR აგენ­ტე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ერ­თი­ა­ნი გუნ­დი იდგა, რო­მელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ჩემ­თვის, რო­გორც ამ სფე­როს ერთ-ერთი წარ­მო­მად­გენ­ლი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი იყო. დენი რო­ჯერ­სის "კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო" - ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ის­წავ­ლო მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი PR სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლი­თებ­სა და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე. შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო.

გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის სწო­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი შერ­წყმის გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, ტრა­დი­ცი­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან წარ­მა­ტე­ბულ სინ­თეზ­ზე, კულ­ტუ­რულ მე­ტა­მორ­ფო­ზა­ზე და, ზო­გა­დად, გა­ნახ­ლე­ბა­სა და გარ­დაქ­მნა­ზე ბიზ­ნე­სი­სა, თუ პი­რა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე? მა­შინ, დენი რო­ჯერ­სის "კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რეს მსოფ­ლიო" სწო­რედ თქვენ­თვი­საა... წა­ი­კი­თხეთ, ისი­ა­მოვ­ნეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ევო­ლუ­ცი­ის გზა­ზე, თქვენ­მა "შე­მოქ­მე­დე­ბა­მაც" ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს მსოფ­ლიო PR კამ­პა­ნი­ე­ბის "პო­დი­უმ­ზე".

"კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შეძ­რა მსოფ­ლიო" ქარ­თულ ენა­ზე პა­ლიტ­რა L-ის ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის პრო­ექ­ტის, "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა.

იხი­ლეთ მსგავ­სი სტა­ტი­ე­ბი:

https://bpn.ge/biznesi/28610-jer-tsaikithkhe-da-hopla-mere-thqvio.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/finansebi/30265-tsigni-romelic-did-cvlilebebs-moakhdens-qarthul-biznes-seqtorshi.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/finansebi/32730-didi-tsigni-biznesze-sakhelmdzghvanelo-tsarmatebuli-biznesisthvis.html?lang=ka-GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მესხის სტადიონთან, მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციით დახვდნენ

PR ევოლუცია ანუ წარმატებული პოლიტიკური კამპანიების შედეგები

PR ევოლუცია ანუ წარმატებული პოლიტიკური კამპანიების შედეგები

„კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ მსოფლიოში ცნობილი მედია და მარკეტინგის ჟურნალისტის, დენი როჯერსის წიგნია საზოგადოებასთან ურთიერთობის ევოლუციის შესახებ.

როჯერსი ცნობილი პერიოდული გამოცემების The Independent-ის, The Guardian-ის, Financial Times’-ისა და Creative Business-ის რედაქტორი, საერთაშორისო მედიამაუწყებლობის კომენტატორი იყო. წიგნში პიარის განვითარების ისტორია ბიზნესის, სპორტის, შოუბიზნესისა და პოლიტიკის სამყაროში ცნობილი ყველაზე წარმატებული კამპანიების მაგალითებზეა მოთხრობილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ქეთევან დოლაკიძე:

„დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ ერთნაირად ინფორმაციული და საინტერესო საკითხავია, მათთვის, ვინც უკვე საკუთარი ცხოვრება საზოგადოებასთან ურთიერთობებსა და მარკეტინგს დაუკავშირა, და მათთვისაც, ვინც უბრალოდ სიამოვნებით იმოგზაურებდა რეკლამისა და სწორად დაგეგმილი PR კამპანიების სამყაროში.

მარგარეტ ტეტჩერის „ლეიბორისტები არ მუშაობენ“, ტონი ბლერის „ახალი ლეიბორისტები, ახალი ბრიტანეთი“ და ბარაკ ობამას „გაერთიანება ამერიკისათვის“ - ყველა ამ წარმატებული კამპანიისა, თუ სლოგანის უკან, პოლიტიკაში PR აგენტებისა და გამოცდილი პოლიტიკოსების ერთიანი გუნდი იდგა, რომელთა გამოცდილების გაზიარება ჩემთვის, როგორც ამ სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის, განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი იყო. დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ - ეს არის შესაძლებლობა, ისწავლო მსოფლიოს წამყვანი PR სპეციალისტების წარმატებულ მაგალითებსა და დაშვებულ შეცდომებზე. შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო.

გაინტერესებთ, როგორია საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და მარკეტინგის სწორი სტრატეგიული შერწყმის გავლენა ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებზე, ტრადიციების თანამედროვეობასთან წარმატებულ სინთეზზე, კულტურულ მეტამორფოზაზე და, ზოგადად, განახლებასა და გარდაქმნაზე ბიზნესისა, თუ პირადი პროფესიული განვითარების გზაზე? მაშინ, დენი როჯერსის „კამპანიები, რომლებმაც შეძრეს მსოფლიო“ სწორედ თქვენთვისაა... წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების ევოლუციის გზაზე, თქვენმა „შემოქმედებამაც“ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო PR კამპანიების „პოდიუმზე“.

„კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ ქართულ ენაზე პალიტრა L-ის ბიზნესლიტერატურის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა.

იხილეთ მსგავსი სტატიები:

https://bpn.ge/biznesi/28610-jer-tsaikithkhe-da-hopla-mere-thqvio.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/finansebi/30265-tsigni-romelic-did-cvlilebebs-moakhdens-qarthul-biznes-seqtorshi.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/finansebi/32730-didi-tsigni-biznesze-sakhelmdzghvanelo-tsarmatebuli-biznesisthvis.html?lang=ka-GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს