პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგებისა და ინდიელების ომი. რომანი, რომელმაც მკითხველის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა
ფრანგებისა და ინდიელების ომი. რომანი, რომელმაც მკითხველის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა

პირ­ვე­ლი რო­მა­ნი 31 წლის ასაკ­ში და­წე­რა. წარ­მა­ტე­ბის გემო სამ­წერ­ლო­ბო ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შე­იგ­რძნო. მისი რო­მა­ნე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ამე­რი­კა­შიც და ევ­რო­პა­შიც. დღეს ჯე­იმზ ფე­ნი­მორ კუ­პერს მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს, რო­გორც მე-19 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მოღ­ვა­წე პო­პუ­ლა­რულ მწე­რალს, რო­მელ­მაც ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რი ფორ­მა შექ­მნა. ყვე­ლა­ზე უკეთ მას იც­ნო­ბენ რო­გორც რო­მა­ნისტს, რო­მელ­მაც მრა­ვა­ლი სა­ზღვაო ის­ტო­რია და ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნი შექ­მნა. ფე­ნი­მორ კუ­პე­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­მუ­შევ­რებს შო­რი­საა რო­მან­ტი­კუ­ლი რო­მა­ნი "უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი", რო­მელ­საც ხში­რად მის შე­დევ­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

"უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი" ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1826 წელს გა­მო­ი­ცა. მას­ში მწე­რა­ლი ამე­რი­კულ ფრონტზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მოგ­ვი­თხრობს, სა­დაც ომი ფრან­გებ­სა და ინ­დი­ე­ლებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მე-18 სა­უ­კუ­ნე. ინ­გლი­სე­ლი და ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის კო­ლო­ნი­ე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად იბ­რძვი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და ამე­რი­კე­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩა­ერ­თონ. კორა და მისი და ელი­სი შემ­თხვე­ვით სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, მაგ­რამ მათ უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნის მიერ აღ­ზრდი­ლი მა­მა­კა­ცი გა­და­არ­ჩენთ.

მწე­რალს სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფია აქვს. 1789 წლის 15 სექ­ტემ­ბერს ნიუ-ჯერ­სის შტა­ტის ქა­ლაქ ბარ­ლინგტონ­ში მო­სა­მარ­თლის და მი­წათ­მფლო­ბე­ლის უი­ლი­ამ კუ­პე­რი­სა და ელი­ზა­ბეთ (ფე­ნი­მორ) კუ­პე­რე­ბის ოჯახ­ში ვაჟი - ჯე­იმზ ფე­ნი­მორ კუ­პე­რი და­ი­ბა­და. ამ დღი­დან მა­ლე­ვე ოჯა­ხი უი­ლი­ამ კუ­პე­რის მიერ და­არ­სე­ბულ კუ­პერ­თა­უნ­ში გა­და­სახ­ლდა. და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც აქვე მი­ი­ღო. 13 წლის ასაკ­ში კი იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, თუმ­ცა ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა - ცელ­ქო­ბის გამო, ჯე­იმზ კუ­პე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რი­ცხეს. "ცელ­ქო­ბა" კი გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ ერთ-ერთ სტუ­დენტს კარი ჩა­მო­უგ­დო, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ის ფაქ­ტიც, რომ თურ­მე ბიჭი მა­ი­მუნს წვრთნი­და, რათა პრო­ფე­სო­რის სკამ­ზე დაჯ­დო­მა ეს­წავ­ლე­ბი­ნა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჯე­იმზ კუ­პე­რი შემ­თხვე­ვით­მა გა­რე­მო­ე­ბამ აქ­ცია მწერ­ლად და ამა­ზე მას არც არას­დროს უოც­ნე­ბია. ერთხელ, რო­დე­საც მე­უღ­ლეს რო­მე­ლი­ღაც მო­თხრო­ბას ხმა­მაღ­ლა უკი­თხავ­და, უთ­ქვამს - დიდი ვე­რა­ფე­რია, უკე­თესს დავ­წერ­დიო. გუ­ლისს­წორს ქმრის სი­ტყვე­ბი ტრა­ბა­ხად რომ არ ჩა­ეთ­ვა­ლა, კუ­პერ­მა თავს ძალა და­ა­ტა­ნა და სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში თა­ვი­სი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი და­წე­რა. წე­რის პრო­ცეს­ში კი მიხ­ვდა, რომ მან თა­ვის მო­წო­დე­ბას მი­აგ­ნო. ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა შემ­დეგ­ში დრომ არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა.

"უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი" არა­ერთ ენა­ზე ითარ­გმნა და მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ცა. ეს რო­მა­ნი კონ­კრე­ტუ­ლად ერთ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე არ არის გათ­ვლი­ლი, მას აღ­ტა­ცე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სით კი­თხუ­ლო­ბენ რო­გორც დამ­წყე­ბი, ასე­ვე სტა­ჟი­ა­ნი მკი­თხვე­ლე­ბი. კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კი აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ თვალს ამ რო­მა­ნის სხვა­დას­ხვა ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ მა­იკლ მა­ნის 1992 წელს გა­მო­სუ­ლი "უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნია".

ჯე­იმზ ფე­ნი­მორ კუ­პე­რის 6 ტო­მე­უ­ლი ჟურ­ნალ გზას­თან ერ­თად 13 აპ­რი­ლი­დან კვი­რა­ში ერთხელ გა­ი­ყი­დე­ბა. ტო­მე­ულ­ში 1 კი სწო­რედ "უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი" იქ­ნე­ბა.

ფრანგებისა და ინდიელების ომი. რომანი, რომელმაც მკითხველის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა

ფრანგებისა და ინდიელების ომი. რომანი, რომელმაც მკითხველის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა

პირველი რომანი 31 წლის ასაკში დაწერა. წარმატების გემო სამწერლობო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიგრძნო. მისი რომანები პოპულარული გახდა ამერიკაშიც და ევროპაშიც. დღეს ჯეიმზ ფენიმორ კუპერს მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე პოპულარულ მწერალს, რომელმაც ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა. ყველაზე უკეთ მას იცნობენ როგორც რომანისტს, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. ფენიმორ კუპერის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.

“უკანასკნელი მოჰიკანი“ ისტორიული რომანია, რომელიც პირველად 1826 წელს გამოიცა. მასში მწერალი ამერიკულ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის მიმდინარეობს.

მე-18 საუკუნე. ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ.

მწერალს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 1789 წლის 15 სექტემბერს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში მოსამართლის და მიწათმფლობელის უილიამ კუპერისა და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში ვაჟი - ჯეიმზ ფენიმორ კუპერი დაიბადა. ამ დღიდან მალევე ოჯახი უილიამ კუპერის მიერ დაარსებულ კუპერთაუნში გადასახლდა. დაწყებითი განათლებაც აქვე მიიღო. 13 წლის ასაკში კი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა ხარისხის მოპოვება ვერ მოახერხა - ცელქობის გამო, ჯეიმზ კუპერი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. „ცელქობა“ კი გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ-ერთ სტუდენტს კარი ჩამოუგდო, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ თურმე ბიჭი მაიმუნს წვრთნიდა, რათა პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლებინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიმზ კუპერი შემთხვევითმა გარემოებამ აქცია მწერლად და ამაზე მას არც არასდროს უოცნებია. ერთხელ, როდესაც მეუღლეს რომელიღაც მოთხრობას ხმამაღლა უკითხავდა, უთქვამს - დიდი ვერაფერია, უკეთესს დავწერდიო. გულისსწორს ქმრის სიტყვები ტრაბახად რომ არ ჩაეთვალა, კუპერმა თავს ძალა დაატანა და სულ რამდენიმე კვირაში თავისი პირველი რომანი დაწერა. წერის პროცესში კი მიხვდა, რომ მან თავის მოწოდებას მიაგნო. ეს ჭეშმარიტება შემდეგში დრომ არაერთხელ დაადასტურა.

„უკანასკნელი მოჰიკანი“ არაერთ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცა. ეს რომანი კონკრეტულად ერთ ასაკობრივ ჯგუფზე არ არის გათვლილი, მას აღტაცებითა და ინტერესით კითხულობენ როგორც დამწყები, ასევე სტაჟიანი მკითხველები. კინომოყვარულები კი აქტიურად ადევნებენ თვალს ამ რომანის სხვადასხვა ეკრანიზაციას, რომელთაგანაც ერთ-ერთი ცნობილი ეკრანიზაცია რეჟისორ მაიკლ მანის 1992 წელს გამოსული „უკანასკნელი მოჰიკანია“.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერის 6 ტომეული ჟურნალ გზასთან ერთად 13 აპრილიდან კვირაში ერთხელ გაიყიდება. ტომეულში 1 კი სწორედ „უკანასკნელი მოჰიკანი“ იქნება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს