სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა
 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, 2017 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ღვი­ნის ექ­სპორ­ტი 85%-ით გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი სა­მა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ღვი­ნი­სა და ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ექ­სპორ­ტის პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბი წა­რად­გი­ნა.

რო­გორც სამ­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2017 წლის იან­ვარ-მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­დან მსოფ­ლი­ოს 38 ქვე­ყა­ნა­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია 14 199 018 ბოთ­ლი (0,75 ლ) ღვი­ნო, რაც 85%-ით აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ მო­ნა­ცე­მებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია 32,2 მლნ აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ღვი­ნო, რაც 77%-ით აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის ამა­ვე პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს.

"პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ღვი­ნი­სა და სხვა ალ­კოჰო­ლი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ექ­სპორ­ტი გა­სულ წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია, რაც უმ­თავ­რე­სად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გის შე­თან­ხმე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბით. ექ­სპორ­ტი გაზ­რდი­ლია ევ­რო­კავ­ში­რის, ჩი­ნე­თის, აშშ-ს და ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლი ბაზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გაზ­რდი­ლია ექ­სპორ­ტის გე­ოგ­რა­ფი­აც. 2017 წელი აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და იმე­დია, რომ ექ­სპორ­ტის ზრდის ტენ­დენ­ცია წლის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რემ, გი­ორ­გი სა­მა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლია: რუ­სე­თი -8 987 745, ჩი­ნე­თი -1 794 200, უკ­რა­ი­ნა - 1 305 508, პო­ლო­ნე­თი - 561 294 და ყა­ზა­ხე­თი - 473 515 ბოთ­ლი.

ექ­სპორ­ტის მა­ტე­ბა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შემ­დეგ ქვეყ­ნებ­ში: ჩი­ნე­თი - 383% (1 794 200), ის­რა­ე­ლი - 333% (42 570), რუ­სე­თი - 120% (8 987 745), კა­ნა­და - 55% (34 650), პო­ლო­ნე­თი - 27% (561 294), გერ­მა­ნია - 22% (98 926), უკ­რა­ი­ნა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატ­ვია - 5% (255 896).

სა­მა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამას­თან, მსოფ­ლი­ოს 13 ქვე­ყა­ნა­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია 3 302 962 ბოთ­ლი (0,5 ლ) ბრენ­დი, რაც 51%-ით აღე­მა­ტე­ბა 2016 წლის ამა­ვე პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს. სულ ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია 8,7 მლნ აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბრენ­დი - მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 71%-ს აღ­წევს.

"პირ­ველ კვარ­ტალ­ში ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლია 46 990 ბოთ­ლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შე­ად­გი­ნა. ჭა­ჭის ექ­სპორ­ტით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი 137 ათას აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, ზრდამ გა­სუ­ლი წლის სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 114%-ს მი­აღ­წია. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ღვი­ნის, ბრენ­დის, ჭა­ჭის, ღვი­ნო­მა­სა­ლის, ჩა­მო­სას­ხმე­ლი ბრენ­დი­სა და საბ­რენ­დე სპირ­ტის ექ­სპორ­ტის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სავ­ლებ­მა სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში 58,5 მლნ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა - ზრდამ 2016 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით 76% შე­ად­გი­ნა", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის პირველი კვარტლის მონაცემები წარადგინა.

როგორც სამნიშვილმა აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც უმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი აქტიურად დაიწყო და იმედია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294 და ყაზახეთი - 473 515 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 383% (1 794 200), ისრაელი - 333% (42 570), რუსეთი - 120% (8 987 745), კანადა - 55% (34 650), პოლონეთი - 27% (561 294), გერმანია - 22% (98 926), უკრაინა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატვია - 5% (255 896).

სამანიშვილის განცხადებით, ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ს აღწევს.

,,პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 114%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა", - განაცხადა სამანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი