მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები

დილა კა­რა­ქი­ა­ნი პუ­რით, ბავ­შვე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­უზ­მეა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე დიდი ხა­ნია მსჯე­ლობს იმა­ზე, უსაფრ­თხოა თუ არა დღეს ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს პრო­დუქ­ტი.

რო­მე­ლი კა­რა­ქი, სპერ­დი ან მარ­გა­რი­ნი აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს? რო­გორ უნდა გან­ვას­ხვა­ვოთ ნა­ღე­ბის კა­რა­ქი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­გან? - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" გას­წავ­ლით, რო­გორ შე­ი­ძი­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტი.

კა­რა­ქი მდი­და­რია ცხი­მე­ბით, მაგ­რამ ამას გარ­და, მას­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე შე­უც­ვლე­ლი ამი­ნომ­ჟა­ვა, მას­ში არის სე­ლე­ნი, B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი. მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ კა­რა­ქი არის მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტი, ამი­ტომ ვი­საც აქვთ ჭარ­ბი წონა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, ან კუჭ­ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, მათ­თვის 25-50 გრა­მამ­დე კა­რა­ქის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, ისიც დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და არა დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში.

ნამ­დვი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი 82 პრო­ცენ­ტი­ა­ნია, ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის­გან შედ­გე­ბა და მას­ში არ უნდა იყოს და­მა­ტე­ბუ­ლი არა­ფე­რი გარ­და მა­რი­ლი­სა.

სპრე­დი წარ­მო­ად­გენს ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის ნა­რევს, მას ნაკ­ლე­ბი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით აქვს ცხი­მი, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­ჯე­რე­ბუ­ლია სა­ღე­ბა­ვე­ბით, გე­მოს გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბით და არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბით. თუ მა­ღა­ზი­ა­ში კა­რაქს ეტი­კეტ­ზე აწე­რია 60-50% ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა, ასე­თი პრო­დუქ­ტი სპრე­დია და არა კა­რა­ქი. ასე­ვე სპრე­დი შე­იძ­ლე­ბა იყოს 72 პრო­ცენ­ტი­ა­ნიც.

მარ­გა­რი­ნი არის მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რო­მელ­საც გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სას უტარ­დე­ბა ჰიდ­რო­გე­ნი­ზა­ცია, რის შე­დე­გად თხე­ვა­დი ზეთი გარ­და­იქ­მნე­ბა მყარ მა­სად და წარ­მო­იქ­მნე­ბა ტრან­სცხი­მე­ბი. ტრან­სცხი­მე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­ში პრო­დუქ­ტია, რად­გან ისი­ნი იწ­ვე­ვენ ოქ­სი­ტა­ცი­უ­რი სტრე­სის წარ­მოქ­მნას ორ­გა­ნიზ­მში, ამის შე­დე­გად ზი­ან­დე­ბა რო­გორც გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა, იწყე­ბა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც შემ­დგომ­ში შე­იძ­ლე­ბა და­სა­ბა­მი გახ­დეს ინ­სულ­ტის, ინ­ფარ­ქტის, ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბის.

რო­გორ უნდა გა­ვარ­ჩი­ოთ მცე­ნა­რე­უ­ლი კა­რა­ქი ნა­ღე­ბის კა­რა­ქის­გან?

პირ­ველ რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ფერი - ნამ­დვი­ლი კა­რა­ქი არ უნდა იყოს არც თეთ­რი და არც მუქი ყვი­თე­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი ძა­ლი­ან ღია ყვი­თე­ლია, ის უნდა იყოს ერთი ფე­რის, თუ კა­რა­ქის გარ­სი უფრო მუ­ქია, ვიდ­რე გული, ესე იგი ის არას­წო­რად ინა­ხე­ბო­და და ნუ შე­ი­ძენთ ასეთ პრო­დუქტს. გარ­და ამი­სა, ნამ­დვი­ლი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი და­ნა­მა­ტი არ აქვს, არ შე­ი­ნა­ხე­ბა 35 დღე­ზე მეტს, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ შე­ფუთ­ვა­ზე ვადა, თუ კა­რაქს 35 დღე­ზე მეტი ვადა აქვს, შე­იძ­ლე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რია, თუმ­ცა მას­ში კონ­სერ­ვან­ტე­ბია და­მა­ტე­ბუ­ლი.

შე­ე­ცა­დეთ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი კა­რა­ქი იყი­დოთ, რად­გან ასე­თი კა­რა­ქის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა და­ფა­სო­ე­ბუ­ლი, ანუ ასა­წო­ნი კა­რა­ქის შემ­თხვე­ვა­ში. გარ­და ამი­სა, კა­რაქს არ უყ­ვარს სი­ნათ­ლე, ასა­წო­ნი კა­რა­ქი კი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გამჭვირ­ვა­ლე შე­ფუთ­ვა­შია, რაც კი­დევ ერთი მი­ზე­ზია იმი­სა, რომ ასა­წო­ნი კა­რა­ქი არ იყი­დოთ. ასეთ კა­რაქ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ვა­დაც არა­სან­დოა.

უმარ­ტი­ვე­სი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­არ­კვი­ოთ, ხომ არ შე­მო­გა­პა­რეს ნა­ღე­ბის კა­რა­ქის ნაც­ვლად, მცე­ნა­რე­უ­ლი კა­რა­ქი (იხი­ლეთ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ვი­დეო)

  • 2-3 სა­ა­თით მო­ა­თავ­სეთ კა­რა­ქი სა­ყი­ნუ­ლე­ში, შემ­დეგ გა­მო­ი­ღეთ და გა­ჭე­რით ის და­ნით, თუ პრო­დუქ­ტი მარ­ტი­ვად გა­იჭ­რა, მას­ში მცე­ნა­რე­უ­ლი და­ნა­მა­ტე­ბია. ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქი კარ­გად იყი­ნე­ბა და მას ად­ვი­ლად ვერ გაჭ­რით, გაჭ­რი­სას ის შე­იძ­ლე­ბა და­იბ­ზა­როს კი­დეც, ეს კარ­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.
  • მო­ა­თავ­სეთ კა­რა­ქის ნა­ჭე­რი სა­ყი­ნუ­ლე­ში 10 წუ­თით, შემ­დეგ ეს ნა­ჭე­რი და­დეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, თუ მას­ზე წყლის წვე­თე­ბი შე­ამ­ჩნი­ეთ, ესე იგი მას­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბია.
  • ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი მცე­ნა­რე­უ­ლი კა­რა­ქი­სა და ნა­ღე­ბის კა­რა­ქის გან­სხვა­ვე­ბის­თვის ცხე­ლი წყლით კეთ­დე­ბა. ჩა­აგ­დეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­რა­ქის პა­ტა­რა ნა­ჭე­რი მდუ­ღა­რე წყალ­ში - ის დნე­ბა მარ­ტი­ვად, წყა­ლი თეთ­რად გა­ფე­რად­დე­ბა, ცხი­მი კი წყლის ზე­და­პირ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. მცე­ნა­რე­უ­ლი კა­რა­ქი რთუ­ლად იხ­სნე­ბა წყალ­ში, ის არ აძ­ლევს წყალს თეთრ შე­ფე­რი­ლო­ბას და მხო­ლოდ ზე­და­პირ­ზე, მუქი ფე­რის ცხი­მი ტივ­ტივ­დე­ბა.
  • კი­დევ ერთი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ფოლ­გა­ში შე­ფუ­თულ მცე­ნა­რე­ულ კა­რაქ­სა და ნა­ღე­ბის კა­რაქს შო­რის - გახ­სე­ნით კა­რა­ქი, თუ შე­ფუთ­ვა­ზე ბევ­რი კა­რა­ქია მი­წე­ბე­ბუ­ლი, ასე­თი კა­რა­ქი მცე­ნა­რე­უ­ლია, რად­გან მა­ღალ­ცხი­მი­ა­ნი ნა­ღე­ბის კა­რა­ქი ფოლ­გას არ მი­ე­წე­ბე­ბა.
  • გარ­და ამი­სა, გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე ნა­ღე­ბის კა­რა­ქი უნდა დნე­ბო­დეს თა­ნაბ­რად და არ გა­მო­ყოფ­დეს ცალ­კე წყალს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ის აქაფ­დეს, თუმ­ცა არ უნდა აშ­ხეფ­დეს.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" სრუ­ლად აქ

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

    როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები

    როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები

    დილა კარაქიანი პურით, ბავშვებისთვის საყვარელი საუზმეა, თუმცა საზოგადოება უკვე დიდი ხანია მსჯელობს იმაზე, უსაფრთხოა თუ არა დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ეს პროდუქტი.

    რომელი კარაქი, სპერდი ან მარგარინი აკმაყოფილებს მოთხოვნებს? როგორ უნდა განვასხვავოთ ნაღების კარაქი ფალსიფიცირებულისგან? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გასწავლით, როგორ შეიძინოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.

    კარაქი მდიდარია ცხიმებით, მაგრამ ამას გარდა, მასში არის დაახლოებით 20-მდე შეუცვლელი ამინომჟავა, მასში არის სელენი, B ჯგუფის ვიტამინები. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კარაქი არის მაღალკალორიული პროდუქტი, ამიტომ ვისაც აქვთ ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ან კუჭნაწლავის პრობლემები, მათთვის 25-50 გრამამდე კარაქის მიღებაა რეკომენდებული, ისიც დღის პირველ ნახევარში და არა დღის მეორე ნახევარში.

    ნამდვილი ნაღების კარაქი 82 პროცენტიანია, ის ნატურალური რძისგან შედგება და მასში არ უნდა იყოს დამატებული არაფერი გარდა მარილისა.

    სპრედი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, მას ნაკლები პროცენტულობით აქვს ცხიმი, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია საღებავებით, გემოს გამაძლიერებლებით და არომატიზატორებით. თუ მაღაზიაში კარაქს ეტიკეტზე აწერია 60-50% ცხიმის შემცველობა, ასეთი პროდუქტი სპრედია და არა კარაქი. ასევე სპრედი შეიძლება იყოს 72 პროცენტიანიც.

    მარგარინი არის მცენარეული ცხიმების ერთობლიობა, რომელსაც გადამუშავებისას უტარდება ჰიდროგენიზაცია, რის შედეგად თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. ტრანსცხიმები ძალიან საშიში პროდუქტია, რადგან ისინი იწვევენ ოქსიტაციური სტრესის წარმოქმნას ორგანიზმში, ამის შედეგად ზიანდება როგორც გულსისხლძარღვთა სისტემა, იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, რაც შემდგომში შეიძლება დასაბამი გახდეს ინსულტის, ინფარქტის, ათეროსკლეროზული პროცესების.

    როგორ უნდა გავარჩიოთ მცენარეული კარაქი ნაღების კარაქისგან?

    პირველ რიგში გაითვალისწინეთ ფერი - ნამდვილი კარაქი არ უნდა იყოს არც თეთრი და არც მუქი ყვითელი, ნატურალური ნაღების კარაქი ძალიან ღია ყვითელია, ის უნდა იყოს ერთი ფერის, თუ კარაქის გარსი უფრო მუქია, ვიდრე გული, ესე იგი ის არასწორად ინახებოდა და ნუ შეიძენთ ასეთ პროდუქტს. გარდა ამისა, ნამდვილი ნაღების კარაქი, რომელსაც არანაირი დანამატი არ აქვს, არ შეინახება 35 დღეზე მეტს, ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ შეფუთვაზე ვადა, თუ კარაქს 35 დღეზე მეტი ვადა აქვს, შეიძლება ნატურალურია, თუმცა მასში კონსერვანტებია დამატებული.

    შეეცადეთ ბრენდირებული კარაქი იყიდოთ, რადგან ასეთი კარაქის ფალსიფიკაციის შემთხვევები იშვიათია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა დაფასოებული, ანუ ასაწონი კარაქის შემთხვევაში. გარდა ამისა, კარაქს არ უყვარს სინათლე, ასაწონი კარაქი კი ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალე შეფუთვაშია, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ასაწონი კარაქი არ იყიდოთ. ასეთ კარაქზე მითითებული ვადაც არასანდოა.

    უმარტივესი ექსპერიმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში გაარკვიოთ, ხომ არ შემოგაპარეს ნაღების კარაქის ნაცვლად, მცენარეული კარაქი (იხილეთ ექსპერიმენტების ვიდეო)

    • 2-3 საათით მოათავსეთ კარაქი საყინულეში, შემდეგ გამოიღეთ და გაჭერით ის დანით, თუ პროდუქტი მარტივად გაიჭრა, მასში მცენარეული დანამატებია. ნატურალური კარაქი კარგად იყინება და მას ადვილად ვერ გაჭრით, გაჭრისას ის შეიძლება დაიბზაროს კიდეც, ეს კარგის მაჩვენებელია.
    • მოათავსეთ კარაქის ნაჭერი საყინულეში 10 წუთით, შემდეგ ეს ნაჭერი დადეთ ოთახის ტემპერატურაზე, თუ მასზე წყლის წვეთები შეამჩნიეთ, ესე იგი მასში მცენარეული ცხიმებია.
    • ყველაზე ეფექტური ექსპერიმენტი მცენარეული კარაქისა და ნაღების კარაქის განსხვავებისთვის ცხელი წყლით კეთდება. ჩააგდეთ ნატურალური კარაქის პატარა ნაჭერი მდუღარე წყალში - ის დნება მარტივად, წყალი თეთრად გაფერადდება, ცხიმი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდება. მცენარეული კარაქი რთულად იხსნება წყალში, ის არ აძლევს წყალს თეთრ შეფერილობას და მხოლოდ ზედაპირზე, მუქი ფერის ცხიმი ტივტივდება.
    • კიდევ ერთი განმასხვავებელი ფოლგაში შეფუთულ მცენარეულ კარაქსა და ნაღების კარაქს შორის - გახსენით კარაქი, თუ შეფუთვაზე ბევრი კარაქია მიწებებული, ასეთი კარაქი მცენარეულია, რადგან მაღალცხიმიანი ნაღების კარაქი ფოლგას არ მიეწებება.
    • გარდა ამისა, გახურებულ ტაფაზე ნაღების კარაქი უნდა დნებოდეს თანაბრად და არ გამოყოფდეს ცალკე წყალს, შესაძლებელია ის აქაფდეს, თუმცა არ უნდა აშხეფდეს.

    იხილეთ გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" სრულად აქ

    ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)

    პრაქტიკული რჩევები, რომლებიც პიკნიკის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

    ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ