პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ADvan - სტარტაპი სტარტაპებისთვის
ADvan - სტარტაპი სტარტაპებისთვის

...პა­ტა­რა, ფე­რა­დი მან­ქა­ნა, სა­ხე­ლად ADvan გა­რა­ჟი­დან სულ ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და და აპი­რებს, ძა­ლი­ან ბევ­რი იმოგ­ზა­უ­როს, ყვე­ლა და­იმ­გზავ­როს და ყვე­ლას და­უ­მე­გობ­რდეს. ეს არის ხუთი გო­გო­სა და ერთი ბი­ჭის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც უნი­კა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის წყა­ლო­ბით უკვე მო­ა­ხერ­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა.

"ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბაა, ვცდი­ლობთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს. იდე­ებ­ზე ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. დი­დე­ბი არ ვართ, ჩვენც "ედ­ვე­ნის" მსგავ­სად, სულ ახ­ლა­ხან გა­მოვ­ჩნდით ბა­ზარ­ზე, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს იმის­თვის, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი შექ­მნას. ჩვე­ნი გუნ­დით ვა­მა­ყობთ," - ამ­ბობს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქე­თე­ვან ჯა­ოშ­ვი­ლი.

ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი მა­ღა­ლი ფა­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც დამ­წყებ ბიზ­ნე­სებს სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ADvan ამ სტე­რე­ო­ტი­პის დან­გრე­ვას ცდი­ლობს და კლი­ენ­ტებს მოქ­ნილ ფასს სთა­ვა­ზობს.

"დღეს ცნო­ბა­დო­ბა ფი­ნან­სურ რე­სურსთან ასო­ცირ­დე­ბა. თუ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაქვს, ნიშ­ნავს, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­რას­დროს გა­გიც­ნობს. ჩვე­ნი ფა­სე­ბი სტარ­ტა­პე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მია. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, და­ბა­ლი ფას­ში და­ბალ ხა­რისხს არ ვგუ­ლის­ხმობთ. თი­თო­ე­უ­ლი იდე­ის მო­ფიქ­რე­ბა­სა და მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა­ზე მთე­ლი გუნ­დი მთელ ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას დებს, გვინ­და ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით ყვე­ლა სტარ­ტაპ კომ­პა­ნია მო­მა­ვალ­ში მსხვილ ბიზ­ნე­სად იქ­ცეს," - გან­მარ­ტავს ქე­თე­ვან ჯა­ოშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პი ამ­ჟა­მად სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობს. მათი მთა­ვა­რი სირ­თუ­ლეც ამ ეტაპ­ზე სწო­რედ ესაა.

ADvan თი­ბი­სი ბან­კის პროგ­რა­მა სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სტარ­ტა­პებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე სწო­რედ მათ ეკუთ­ვნით. გუნდში ფიქ­რო­ბენ, რომ პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მათი კომ­პა­ნი­ის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდი წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯია.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ამ პრო­ექ­ტით ძა­ლი­ან დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ და ბევ­რს ვის­წავ­ლით. ჩვენ არ ვთვლით, რომ ზრდა რა­ღაც ეტაპ­ზე სრულ­დე­ბა. ვემ­ხრო­ბით აზრს, რომ გან­ვი­თა­რე­ბა უსას­რუ­ლო პრო­ცე­სია, ამი­ტომ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვით და ვართ ახალ-ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის.

სტარ­ტა­პი, რომ­ლის შექ­მნის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ასე­ვე სტარ­ტა­პე­ბის დახ­მა­რე­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში მეტი კომ­პა­ნი­ის შექ­მნას და მეტი უნი­კა­ლუ­რის იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მომ­ხრეა.

"ვი­სურ­ვებ­დით, მეტ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს შან­სი, მისი ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ხა­დოს. გვინ­და, ყვე­ლამ და­ი­ჯე­როს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. მე­ო­რე მხრივ კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მეტი მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი და­ინ­ტე­რეს­დეს, ჩა­ერ­თოს და და­ეხ­მა­როს სხვებს თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ჩვე­ნი გუნ­დი დამ­წყებ სტარ­ტა­პებს ვურ­ჩევთ, რომ არას­დროს თქვან უარი თა­ვი­ანთ იდე­ა­ზე, არას­დროს ჩა­იქ­ნი­ონ ხელი მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, არას­დროს შე­ე­შინ­დეთ იმედ­გაც­რუ­ე­ბის და ყო­ველ­თვის და­ი­ჯე­რონ, რომ ამ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვე­ნი ლო­ზუნ­გიც სწო­რედ ეს არის: თუ შე­გიძ­ლია წარ­მოდ­გე­ნა, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებ!" - ამ­ბობს ქე­თე­ვან ჯა­ოშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად გუნდში 8 ადა­მი­ა­ნია. სა­მო­მავ­ლოდ სტარ­ტა­პი გა­ფარ­თო­ე­ბას გეგ­მავს. გუნდში აცხა­დე­ბენ, რომ მათი ფურ­გო­ნის კარი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ღია იქ­ნე­ბა.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი: ADvan/ედ­ვე­ნი

ADvan - სტარტაპი სტარტაპებისთვის

ADvan - სტარტაპი სტარტაპებისთვის

...პატარა, ფერადი მანქანა, სახელად ADvan გარაჟიდან სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და აპირებს, ძალიან ბევრი იმოგზაუროს, ყველა დაიმგზავროს და ყველას დაუმეგობრდეს. ეს არის ხუთი გოგოსა და ერთი ბიჭის მიერ დაარსებული სარეკლამო კომპანია, რომელმაც უნიკალური კონცეფციის წყალობით უკვე მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა კომპანიებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღებაა, ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული იყოს. იდეებზე ბევრს ვმუშაობთ. დიდები არ ვართ, ჩვენც "ედვენის" მსგავსად, სულ ახლახან გამოვჩნდით ბაზარზე, თუმცა ამის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნას. ჩვენი გუნდით ვამაყობთ," - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ჯაოშვილი.

ზოგადად, ქართული სარეკლამო ბაზარი მაღალი ფასებით გამოირჩევა, რაც დამწყებ ბიზნესებს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას არ აძლევს. ADvan ამ სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს და კლიენტებს მოქნილ ფასს სთავაზობს.

"დღეს ცნობადობა ფინანსურ რესურსთან ასოცირდება. თუ ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვს, ნიშნავს, რომ ფართო საზოგადოება ვერასდროს გაგიცნობს. ჩვენი ფასები სტარტაპებისთვისაც ხელმისაწვდომია. თუმცა, რა თქმა უნდა, დაბალი ფასში დაბალ ხარისხს არ ვგულისხმობთ. თითოეული იდეის მოფიქრებასა და მის სისრულეში მოყვანაზე მთელი გუნდი მთელ ძალასა და ენერგიას დებს, გვინდა ჩვენი დახმარებით ყველა სტარტაპ კომპანია მომავალში მსხვილ ბიზნესად იქცეს," - განმარტავს ქეთევან ჯაოშვილი.

სტარტაპი ამჟამად სამიზნე აუდიტორიის ნდობის მოპოვებაზე მუშაობს. მათი მთავარი სირთულეც ამ ეტაპზე სწორედ ესაა.

ADvan თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერის" მონაწილეა. პროგრამის ფარგლებში სტარტაპებზე მომზადებული სტატიების ვიზუალური მხარე სწორედ მათ ეკუთვნით. გუნდში ფიქრობენ, რომ პროგრამა "სტარტაპერთან" თანამშრომლობა მათი კომპანიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი წინ გადადგმულ ნაბიჯია.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებთ და ბევრს ვისწავლით. ჩვენ არ ვთვლით, რომ ზრდა რაღაც ეტაპზე სრულდება. ვემხრობით აზრს, რომ განვითარება უსასრულო პროცესია, ამიტომ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ ახალ-ახალი გამოწვევებისთვის.

სტარტაპი, რომლის შექმნის ერთ-ერთი მიზანი ასევე სტარტაპების დახმარებაა, ქვეყანაში მეტი კომპანიის შექმნას და მეტი უნიკალურის იდეის განხორციელების მომხრეა.

"ვისურვებდით, მეტ ადამიანს ჰქონდეს შანსი, მისი ბიზნესი წარმატებული გახადოს. გვინდა, ყველამ დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია, რომ მეტი მსხვილი ბიზნესი დაინტერესდეს, ჩაერთოს და დაეხმაროს სხვებს თავიანთი მიზნების განხორციელებაში. ჩვენი გუნდი დამწყებ სტარტაპებს ვურჩევთ, რომ არასდროს თქვან უარი თავიანთ იდეაზე, არასდროს ჩაიქნიონ ხელი მის განხორციელებაზე, არასდროს შეეშინდეთ იმედგაცრუების და ყოველთვის დაიჯერონ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი ლოზუნგიც სწორედ ეს არის: თუ შეგიძლია წარმოდგენა, მის განხორციელებასაც აუცილებლად შეძლებ!" - ამბობს ქეთევან ჯაოშვილი.

ამჟამად გუნდში 8 ადამიანია. სამომავლოდ სტარტაპი გაფართოებას გეგმავს. გუნდში აცხადებენ, რომ მათი ფურგონის კარი შემოქმედებითი ადამიანებისთვის ყოველთვის ღია იქნება.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი