პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს პასუხი ვაკეში მომხდარ ინციდენტზე - რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ორსულს გამოესარჩლა
შსს-ს პასუხი ვაკეში მომხდარ ინციდენტზე - რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ორსულს გამოესარჩლა

ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ვა­კე­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რაც შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

"მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე იმ­სჯე­ლა სა­სა­მარ­თლომ და აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბას, ამა­ზე გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას შეს­წავ­ლა და­წყე­ბუ­ლი აქვს", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, აბა­ში­ძი­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელ­მა გი­ორ­გი მა­ი­სამ პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც შემ­დეგ ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რი და­ურ­თო:

"სა­უბ­რი­დან რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა მო­მეს­მა, რო­მელ­საც ეს ქალი შეშ­ფო­თე­ბით გა­მოთ­ქვამ­და, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ე.წ ზებ­რა­ზე გა­დას­ვლას და იმას, თუ რო­გორ შე­შინ­და იგი იმ ფაქ­ტით, რომ მას გზა­ზე გა­დას­ვლი­სას კი­ნა­ღამ მან­ქა­ნამ და­არ­ტყა. იქვე ამ ქალს გვერ­დში ედგა ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა რომ ის ამ ქალ­ბა­ტონს უბ­რა­ლოდ თა­ნად­გო­მას უცხა­დებ­და, ცდი­ლობ­და ში­გა­და­შიგ სი­ტყვა ჩა­ეკ­ვე­ხე­ბი­ნა სა­უ­ბარ­ში, რო­მე­ლიც ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პატ­რულ­სა და აღ­ნიშ­ნულ ქალ­ბა­ტონს შო­რის.

პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თით­ქოს ამ ქალ­ბა­ტო­ნის და­წყნა­რე­ბი­სა და დაც­ვის ნაც­ვლად, რა­ღა­ცას უკი­ჟი­ნებ­დნენ, საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და მო­უ­წო­დებ­დნენ მას მი­ე­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და თით­ქოს ცდი­ლობ­დნენ ამით მის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბას.

ვიდ­რე მე შე­ნე­ლე­ბუ­ლი სვლით ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს გვერ­დი ავუ­ა­რე პატ­რუ­ლის მიერ ზებ­რა­ზე მი­ტო­ვე­ბულ მან­ქა­ნას და გან­ვაგ­რძე ჩემი გზით სვლა, ამა­სო­ბა­ში 3 და­მა­ტე­ბი­თი პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი ოპე­რა­ტი­უ­ლად შე­მო­ვარ­და ქუ­ჩის სხვა­დას­ხვა მხრი­დან და მიც­ვივ­დნენ კო­ლე­გებს და­სახ­მა­რებ­ლად.

თა­ვი­დან და­ვი­წყე იმ მან­ქა­ნის ძებ­ნა, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა ამა­ოდ. ფაქ­ტი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია: მან­ქა­ნა, რომ­ლის მოძ­რა­ო­ბა­მაც ამ ქა­ლის აღ­შფო­თე­ბა და შიში გა­მო­იწ­ვია, აღ­მოჩ­ნდა თა­ვად პატ­რუ­ლის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე იქვე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ ეს ქალი იყო ორ­სუ­ლად და ის ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც მას იცავ­და, იყო უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლი, რო­მელ­მაც ის ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­იც­ვა და ცდი­ლობ­და პატ­რუ­ლის­თვის შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ქალ­ბა­ტო­ნის ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ რა მოყ­ვა ამას ყვე­ლა­ფერს, თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში იხი­ლოთ" - წერს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

შსს-ს პასუხი ვაკეში მომხდარ ინციდენტზე - რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ორსულს გამოესარჩლა

შსს-ს პასუხი ვაკეში მომხდარ ინციდენტზე - რა მიზეზით დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც ორსულს გამოესარჩლა

ახალგაზრდა, რომელიც ვაკეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ დააკავა, გაათავისუფლეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული.

"მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას, ამაზე გენერალურ ინსპექციას შესწავლა დაწყებული აქვს", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო ფეისბუქ-მომხმარებელმა გიორგი მაისამ პირად გვერდზე გაავრცელა, რომელსაც შემდეგ შინაარსის კომენტარი დაურთო:

"საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის.

პატრულის თანამშრომლები თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას.

ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ" - წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ