პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს
რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი სა­სა­მარ­თლო­დან იუ­წყე­ბა.

კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის 4 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

საქ­მე­ზე, სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტის ეპი­ზოდ­ზე, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბი­სა და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მუხ­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის კუთ­ვნი­ლი 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და.

ბრალ­დე­ბუ­ლებს თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლებს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს თავ­დებ­ში პარ­ლა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რი ჩა­უდ­გა, რის შემ­დე­გაც საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­იც­ვა­ლა. მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი 150-150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ხელ­მძღვა­ნელს, გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ჩა­მო­არ­თვა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში მი­მარ­თა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ატი­რე­ბუ­ლი ლელა კი­ლა­ძე, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ - რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება.

კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

იხილეთ ვიდეო: ატირებული ლელა კილაძე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ - რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ