რას შეიცავს ტყლარწი და როგორ მოვამზადოთ ის ქიმიური დანამატების გარეშე?
ტყლარწი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დაიპყრო, ბავშვის ფსიქო-მოტორული კოორდინაციის განვითარებას მნიშვნელოვნად ეხმარება. მეორე მხრივ, ის გონებას ამშვიდებს და სტრესს ხსნის. შესაბამისად, დღეს ტყლარწს დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ მცირეწლოვანი ბავშვიცა და მისი ოჯახის უფროსი წევრებიც.
დღეს ტყალრწის ყიდვა თითქმის ყველა მაღაზიასა თუ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ასევე, მომრავლდა ტყლარწის სპეციალური მაღაზიებიც. მისი ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება და მაქსიმალურ ღირებულებას 10 ლარს აღწევს. თუმცა, ფასი განსხვავდება იმის მიხედვითაც, თუ სად ყიდულობთ ტყლარწს.
მშობლების ნაწილი ერიდება ბავშვებისთვის ტყლარწის ყიდვას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო.
საქართველოში ამ პროდუქტის ხარისხის კონტროლი არ ხდება და ვერავინ იტყვის, რამდენად მავნეა ესა თუ ის კონკრეტული ტყარწი. თუმცა ზოგადად, მის შემადგენლობაში ერთადერთი ქიმიური ელემენტი ბორაქსის ფხვნილია. წაიკითხეთ გაგრძელება