სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაზილიური წარმოების "სადიას" და "სიერას" პროდუქტებში სალმონელას ჩხირები აღმოაჩინეს
ბრაზილიური წარმოების "სადიას" და "სიერას" პროდუქტებში სალმონელას ჩხირები აღმოაჩინეს

ბრა­ზი­ლი­ი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ცის ყვე­ლა სა­სა­ქონ­ლო პარ­ტია ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 2015 წლი­დან დღემ­დე ბრა­ზი­ლი­ი­დან შე­მო­ტა­ნილ ხორცსა და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბის 1 305 სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ას ჩა­უ­ტარ­და კონ­ტრო­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გა­მოკ­ვლე­ულ იქნა 290 ნი­მუ­ში. მათ­გან მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბა (სალ­მო­ნე­ლა) 4 სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში "სი­ე­რას" ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია JBS-დან შე­მო­სუ­ლია 114 სა­სა­ქონ­ლო პარ­ტია, აქე­დან ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა 25 პარ­ტი­ა­ში მოხ­და, სა­ი­და­ნაც სალ­მო­ნე­ლა ერთ სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. კომ­პა­ნია "სა­დი­ას" მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია BRF-დან შე­მო­სულ 152 სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ი­დან კი ნი­მუ­შე­ბის აღე­ბას 30 პარ­ტია და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად ასე­ვე ერთ სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა სალ­მო­ნე­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრა­ზი­ლი­ი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ცის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მი­ზე­ზი, ბრა­ზი­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე მსხვილ ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბელ ბრა­ზი­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბი გახ­და.

BBC-ს ცნო­ბით, უვარ­გი­სი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის გა­ყიდ­ვის სა­ფუძ­ვლით 3 ქარ­ხა­ნა უკვე და­ი­ხუ­რა; 21-ში კი შე­მოწ­მე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

"ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ბრა­ზი­ლი­ის 6 შტატ­ში, 194 ად­გი­ლას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დე­ბის შე­დე­გად ფე­დე­რა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ ქარ­ხა­ნა­თა უმე­ტე­სო­ბა სერ­ტი­ფი­კა­ტებს ქრთა­მის მეშ­ვე­ო­ბით იღებ­და.

კომ­პა­ნი­ებს შო­რის, სა­დაც ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, "სა­დი­ა­სა" და "სი­ე­რას" ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი JBS-ი და BRF-იც მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყი­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ბრაზილიური წარმოების "სადიას" და "სიერას" პროდუქტებში სალმონელას ჩხირები აღმოაჩინეს

ბრაზილიური წარმოების "სადიას" და "სიერას" პროდუქტებში სალმონელას ჩხირები აღმოაჩინეს

ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ყველა სასაქონლო პარტია ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება. ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, 2015 წლიდან დღემდე ბრაზილიიდან შემოტანილ ხორცსა და ხორცის პროდუქტების 1 305 სასაქონლო პარტიას ჩაუტარდა კონტროლი, ლაბორატორიულად გამოკვლეულ იქნა 290 ნიმუში. მათგან მიკრობიოლოგიური შეუსაბამობა (სალმონელა) 4 სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა.

ამავე პერიოდში "სიერას" ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია JBS-დან შემოსულია 114 სასაქონლო პარტია, აქედან ნიმუშების აღება 25 პარტიაში მოხდა, საიდანაც სალმონელა ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა. კომპანია "სადიას" მწარმოებელი კომპანია BRF-დან შემოსულ 152 სასაქონლო პარტიიდან კი ნიმუშების აღებას 30 პარტია დაექვემდებარა. გამოკვლევის შედეგად ასევე ერთ სასაქონლო პარტიაში აღმოჩნდა სალმონელა.

საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული ხორცის ლაბორატორიული კვლევის მიზეზი, ბრაზილიის ხელისუფლების მიერ რამდენიმე მსხვილ ხორცის მწარმოებელ ბრაზილიური კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა.

BBC-ს ცნობით, უვარგისი, გაფუჭებული ხორცის გაყიდვის საფუძვლით 3 ქარხანა უკვე დაიხურა; 21-ში კი შემოწმება ამ დრომდე გრძელდება.

"ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ კი ბრაზილიის 6 შტატში, 194 ადგილას ჩატარებული რეიდების შედეგად ფედერალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ ქარხანათა უმეტესობა სერტიფიკატებს ქრთამის მეშვეობით იღებდა.

კომპანიებს შორის, სადაც ჰიგიენის ნორმების დარღვევა გამოვლინდა, "სადიასა" და "სიერას" ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიები JBS-ი და BRF-იც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდები საქართველოშიც იყიდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი