სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"
ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

თით­ქმის დღე არ გა­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის შე­სა­ხებ არ შე­ვი­ტყოთ, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მსხვერ­პლით სრულ­დე­ბა.

დღეს დი­ლით თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 11 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მცი­რე­წლო­ვა­ნი დე­დას­თან ერ­თად ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე იდგა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ყვე­ბა, BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ გა­ნა­თე­ბის ბოძს, შემ­დეგ კი დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა. მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნას თავ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ჩე­რე­ბის ბო­ძის დე­ტა­ლი მოხ­ვდა. კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბავ­შვის დედა, ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­გან­გა­შოა: 2016 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 939 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუ­პა 581 და და­შავ­და 9 951 ადა­მი­ა­ნი.

საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზე­ბად მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვა სა­ხელ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და დი­ლით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის მი­ზე­ზი. ამ ფაქ­ტმა კი­დევ ერთხელ აა­ფო­რი­ა­ქა სა­ზო­გა­დო­ე­ბა - "ფე­ის­ბუქ­ზე" ზო­გი­ერ­თი დარ­ღვე­ვებ­ზე მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას, ჯა­რი­მე­ბის გაზ­რდას, ნა­წი­ლი ურჩი მძღო­ლე­ბის­თვის მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას მო­ი­თხოვს...

რა არის გახ­ში­რე­ბუ­ლი ავა­რი­ე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და რო­გორ უნდა ის­ჯე­ბო­დეს დამ­რღვე­ვი მძღო­ლი - ამა­ზე აზრი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბილ სა­ხე­ებს ვკი­თხეთ, რომ­ლე­ბიც თა­ვად­ვე არი­ან მძღო­ლე­ბი:

მევ­ლუდ მე­ლა­ძე, ავ­ტომრბო­ლე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი: "ვფიქ­რობ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. მთა­ვა­რია უკვე არ­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა. ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბი არც თუ ისე რბი­ლი და ლო­ი­ა­ლუ­რია და თუ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ვიყ­ვანთ, მძღო­ლე­ბი გა­მოს­წორ­დე­ბი­ან. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­საც სჭირ­დე­ბა გა­დამ­ზა­დე­ბა, რად­გან ისი­ნიც ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათ­თვი­საც ისე­ვეა მი­სა­ღე­ბი წვრილ­მა­ნი დარ­ღვე­ვა, რო­გორც სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. ხალ­ხი ისე მი­ეჩ­ვია და­უ­ჯა­რი­მებ­ლო­ბას, რომ ბა­თუმ­ში რაც მოხ­და ყვე­ლამ ვი­ცით, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ასე­თი ხის­ტი გა­დას­ვლაც რომ არ იქ­ნე­ბა კარ­გი... ამი­ტომ უნდა და­ი­წყოს წვრილ­მა­ნი და­ჯა­რი­მე­ბე­ბით და ნელ-ნელა კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან მძღო­ლე­ბი.

ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­ცე­მაც. ახლა მსჯე­ლო­ბაა, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მოხ­დეს ქა­ლაქ­ში, თუ ეს ასე მოხ­და, მა­შინ ჯა­რი­მე­ბი აზრს კარ­გავს, რად­გან მას ვინც მარ­თვის მოწ­მო­ბას ასე მი­ი­ღებს, სხვა­ნა­ი­რად ვერ მოს­თხოვ მოძ­რა­ო­ბას, ვი­ნა­ი­დან მან ასე მი­ი­ღო მარ­თვის მოწ­მო­ბა და ეს მის­თვის სწო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ქუ­ჩა­ში რომ და­დის 1კმ სა­ათ­ში სიჩ­ქა­რით (იმ სიჩ­ქა­რით რო­გორც მარ­თვის აღე­ბის დროს), მერე ერ­თდრო­უ­ლად არის ორ ხაზ­ში ანუ დგას შუა ხაზ­ზე, ამ დროს ვი­ღა­ცას ეჩ­ქა­რე­ბა და იძუ­ლე­ბუ­ლია, სხვა მხრი­დან ჩა­უჭ­რას გზა და ეს უკვე პრობ­ლე­მა ქმნის.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი: "ჩემი აზ­რით, როცა ადა­მი­ა­ნი ნას­ვა­მი ჯდე­ბა სა­ჭეს­თან, სა­მუ­და­მოდ უნდა ჩა­მო­ერ­თვას მარ­თვის მოწ­მო­ბა! ასე­თი ადა­მი­ა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია და ამა­ზე მგო­ნი ყვე­ლა თან­ხმდე­ბა. მე რა­საც ვუ­ყუ­რებ, პო­ლი­ცია უკვე ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლად უდ­გე­ბა საქ­მეს. დარ­ღვე­ვებს ხე­და­ვენ ქუ­ჩა­ში, ზოგ­ჯერ უხერ­ხუ­ლიც კია ისეთ დარ­ღვე­ვებ­საც და რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მა­ცაა, თით­ქოს გენ­ში გვაქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა დარ­ღვე­ვი­სად­მი. სულ რომ პო­ლი­ცია არ იყოს ახლო-მახ­ლო, არ იცი, რომ კა­ნო­ნი უნდა და­იც­ვა?! ზოგი იმა­საც ამ­ბობს - სად მცა­ლია ციმ­ცი­მას ჩა­სარ­თა­ვად, წი­თელ­ზე გა­სა­ჩე­რებ­ლად, როცა არ ვქმნი ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და ა.შ. უნდა გვქონ­დეს გვერ­დით მდგო­მის პა­ტი­ვის­ცე­მა, გა­ვაფრ­თხი­ლოთ ციმ­ცი­მას ან­თე­ბით, გა­ვა­ტა­როთ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე და სხვა.

ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბაც მგო­ნია რომ შეც­ვლის სი­ტუ­ა­ცი­ას, რად­გან როცა იცი, რომ ბევ­რის გა­დახ­და გი­წევს, თით­ქოს ერი­დე­ბი დარ­ღვე­ვას, მაგ­რამ მთა­ვა­რია კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა და არა კა­მე­რე­ბის და­მა­ტე­ბა, არა­მედ პატ­რუ­ლი­რე­ბა, რად­გან ზოგი თვლის, რომ კა­მე­რას და­ე­მა­ლე­ბი­ან, მაგ­რამ როცა იცი­ან, რომ ცო­ცხა­ლი ძალა დგას, უფრო მორ­ჩი­ლე­ბი ხდე­ბი­ან. პო­ლი­ცი­ამ წეს­რი­გი უნდა და­იც­ვას და რაც მთა­ვა­რია - თვი­თონ პო­ლი­ცი­ე­ლი უნდა იყოს კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და მი­სა­ბა­ძი, რად­გან პო­ლი­ცი­ე­ლი ვარ, ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მაქვს, ეგრე არ უნდა იყოს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სიკ­ვდი­ლო ავა­რი­ე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღე ხდე­ბა - "პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს ენი­ჭე­ბა!"

აკა სინ­ჯი­კა­ში­ლი, სცე­ნა­რის­ტი: "პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მან­ქა­ნის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, უამ­რა­ვი გა­უ­მარ­თა­ვი მან­ქა­ნა და­დის, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. ჯა­რი­მა უნდა იყო ძა­ლი­ან მკაც­რი, ოღონდ ფუ­ლა­დი არა. ის, ვინც ნას­ვა­მი დაჯ­დე­ბა, გა­და­ა­ჭარ­ბებს სიჩ­ქა­რეს ან უხე­შად და­არ­ღვევს მოძ­რა­ო­ბის სხვა წე­სებს, უნდა შე­ას­რუ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე - ერთი ან ორი კვი­რა მა­ინც. მა­გა­ლი­თად, და­გა­ვონ ეზო­ე­ბი, იმუ­შა­ონ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში და სხვა. ვიდ­რე მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა არ იქ­ნე­ბა სირ­ცხვი­ლი, მა­ნამ­დე არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა.

- სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი, რეკ­ლა­მე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც სა­უბ­რო­ბენ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დაც­ვა­ზე, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- არა მგო­ნია, რომ ამას რამე დიდი ეფექ­ტი ჰქონ­დეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი", რო­მელ­საც 1991-იანი "ბმვ" ჰყავს, ეგეთ რეკ­ლა­მებს ძა­ლი­ან აგ­დე­ბუ­ლად უყუ­რებს, თუ უყუ­რა სა­ერ­თოდ. ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მა­ინც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო მუ­შა­ო­ბა მგო­ნია, ოღონდ კა­ნონ­მა თუ არ იკა­ნო­ნა და ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლო­ბამ იკა­ნო­ნა, მა­შინ არ არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი.

სოფო ხო­ჯა­ვა, ავ­ტომრბო­ლე­ლი, ექ­სტრე­მა­ლი: "ვიდ­რე ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას არ ვის­წავ­ლით, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­სავ­ლის ნახ­ვა. სა­ნამ ჩვენ მენ­ტა­ლო­ბამ­დე არ დავა, რომ დარ­ღვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც იმ დროს, როცა არც პატ­რუ­ლია და არც სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­ას არ ვქმნით, მა­ნამ­დე ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მივ­დი­ო­დი და­ბა­ლი სიჩ­ქა­რით და უკ­ნი­დან მო­მად­გა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მი­სიგ­ნა­ლებ­და და მა­ი­ძუ­ლებ­და გა­მე­ტა­რე­ბი­ნა აშ­კა­რად წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით. ბუ­ნებ­რი­ვია, არ და­ვუთ­მე გზა და გაბ­მუ­ლი სიგ­ნა­ლით შე­მა­წუ­ხა. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს გზა­ზე გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა (სა­ცო­ბი შევ­ქმე­ნი), გად­მო­ვე­დი და ვლან­ძღე. აი, ასე­თი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­პყრო­ბა, რო­გორც ის ქალ­ბა­ტო­ნი მო­იქ­ცა, იწ­ვევს ძა­ლი­ან ცუდ შე­დეგს".

"საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე" კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე გა­ნი­ხი­ლა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის თა­ნახ­მად, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბაა, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, შე­მო­დის მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მის და­კავ­ში­რე­ბა. ასე­ვე სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტზე: ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა შე­საძ­ლოა, გამ­კაცრ­დეს ისეთ დარ­ღვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც ავა­რი­ე­ბის ხში­რი მი­ზე­ზია (სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თვა და სხვა), ასე­ვე უნდა მოხ­დეს მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­დის გა­და­ტა­ნა რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

თითქმის დღე არ გადის, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომხდარი შემზარავი ავარიის შესახებ არ შევიტყოთ, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება.

დღეს დილით თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანი დედასთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. როგორც თვითმხილველი ყვება, BMW-ს მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა. კრიტიკულ მდგომარეობაშია ბავშვის დედა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები საგანგაშოა: 2016 წელს, საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დილით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მიზეზი. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ააფორიაქა საზოგადოება - "ფეისბუქზე" ზოგიერთი დარღვევებზე მკაცრ რეაგირებას, ჯარიმების გაზრდას, ნაწილი ურჩი მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას მოითხოვს...

რა არის გახშირებული ავარიების მიზეზი, როგორ შეიძლება შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და როგორ უნდა ისჯებოდეს დამრღვევი მძღოლი - ამაზე აზრი საზოგადოების ცნობილ სახეებს ვკითხეთ, რომლებიც თავადვე არიან მძღოლები:

მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: "ვფიქრობ სანქციების გამკაცრება არაა სავალდებულო. მთავარია უკვე არსებული ჯარიმების აღსრულება. ჩვენი კანონები არც თუ ისე რბილი და ლოიალურია და თუ მოქმედებაში მოვიყვანთ, მძღოლები გამოსწორდებიან. საპატრულო პოლიციასაც სჭირდება გადამზადება, რადგან ისინიც ქართული რეალობიდან გამოსული ადამიანები არიან და მათთვისაც ისევეა მისაღები წვრილმანი დარღვევა, როგორც სხვა მოქალაქეებისთვის. ხალხი ისე მიეჩვია დაუჯარიმებლობას, რომ ბათუმში რაც მოხდა ყველამ ვიცით, თუმცა ვფიქრობ, ასეთი ხისტი გადასვლაც რომ არ იქნება კარგი... ამიტომ უნდა დაიწყოს წვრილმანი დაჯარიმებებით და ნელ-ნელა კანონმორჩილები გახდებიან მძღოლები.

ძალიან დიდი პრობლემაა მართვის მოწმობის გაცემაც. ახლა მსჯელობაა, რომ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდეს ქალაქში, თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ჯარიმები აზრს კარგავს, რადგან მას ვინც მართვის მოწმობას ასე მიიღებს, სხვანაირად ვერ მოსთხოვ მოძრაობას, ვინაიდან მან ასე მიიღო მართვის მოწმობა და ეს მისთვის სწორია. შესაბამისად, ქუჩაში რომ დადის 1კმ საათში სიჩქარით (იმ სიჩქარით როგორც მართვის აღების დროს), მერე ერთდროულად არის ორ ხაზში ანუ დგას შუა ხაზზე, ამ დროს ვიღაცას ეჩქარება და იძულებულია, სხვა მხრიდან ჩაუჭრას გზა და ეს უკვე პრობლემა ქმნის.

გიორგი ყიფშიძე, მსახიობი: "ჩემი აზრით, როცა ადამიანი ნასვამი ჯდება საჭესთან, სამუდამოდ უნდა ჩამოერთვას მართვის მოწმობა! ასეთი ადამიანი პოტენციური მკვლელია და ამაზე მგონი ყველა თანხმდება. მე რასაც ვუყურებ, პოლიცია უკვე ძალიან ზედაპირულად უდგება საქმეს. დარღვევებს ხედავენ ქუჩაში, ზოგჯერ უხერხულიც კია ისეთ დარღვევებსაც და რეაგირება არ ხდება ხოლმე. გარდა ამისა, მენტალური პრობლემაცაა, თითქოს გენში გვაქვს მიდრეკილება დარღვევისადმი. სულ რომ პოლიცია არ იყოს ახლო-მახლო, არ იცი, რომ კანონი უნდა დაიცვა?! ზოგი იმასაც ამბობს - სად მცალია ციმციმას ჩასართავად, წითელზე გასაჩერებლად, როცა არ ვქმნი ავარიულ სიტუაციასა და ა.შ. უნდა გვქონდეს გვერდით მდგომის პატივისცემა, გავაფრთხილოთ ციმციმას ანთებით, გავატაროთ ფეხით მოსიარულე და სხვა.

ჯარიმების გამკაცრებაც მგონია რომ შეცვლის სიტუაციას, რადგან როცა იცი, რომ ბევრის გადახდა გიწევს, თითქოს ერიდები დარღვევას, მაგრამ მთავარია კონტროლის გამკაცრება და არა კამერების დამატება, არამედ პატრულირება, რადგან ზოგი თვლის, რომ კამერას დაემალებიან, მაგრამ როცა იციან, რომ ცოცხალი ძალა დგას, უფრო მორჩილები ხდებიან. პოლიციამ წესრიგი უნდა დაიცვას და რაც მთავარია - თვითონ პოლიციელი უნდა იყოს კანონმორჩილი და მისაბაძი, რადგან პოლიციელი ვარ, ყველაფრის უფლება მაქვს, ეგრე არ უნდა იყოს.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში სასიკვდილო ავარიები თითქმის ყოველდღე ხდება - "პასუხისმგებლობა მთავრობას და პარლამენტს ენიჭება!"

აკა სინჯიკაშილი, სცენარისტი: "პირველ რიგში აუცილებელია მანქანის ტექნიკური დათვალიერება, უამრავი გაუმართავი მანქანა დადის, რაც ბუნებრივია, საფრთხის შემცველია. ჯარიმა უნდა იყო ძალიან მკაცრი, ოღონდ ფულადი არა. ის, ვინც ნასვამი დაჯდება, გადააჭარბებს სიჩქარეს ან უხეშად დაარღვევს მოძრაობის სხვა წესებს, უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე - ერთი ან ორი კვირა მაინც. მაგალითად, დაგავონ ეზოები, იმუშაონ დასუფთავების სამსახურში და სხვა. ვიდრე მოძრაობის წესების დარღვევა არ იქნება სირცხვილი, მანამდე არაფერი ეშველება.

- სოციალური კამპანიები, რეკლამები ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, სადაც საუბრობენ მოძრაობის წესების დაცვაზე, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს?

- არა მგონია, რომ ამას რამე დიდი ეფექტი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ "ნახალოვკელი", რომელსაც 1991-იანი "ბმვ" ჰყავს, ეგეთ რეკლამებს ძალიან აგდებულად უყურებს, თუ უყურა საერთოდ. ყველაზე ეფექტური მაინც საზოგადოებისთვის სასარგებლო მუშაობა მგონია, ოღონდ კანონმა თუ არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, მაშინ არ არსებობს გამოსავალი.

სოფო ხოჯავა, ავტომრბოლელი, ექსტრემალი: "ვიდრე ერთმანეთის პატივისცემას არ ვისწავლით, ძალიან რთული იქნება გამოსავლის ნახვა. სანამ ჩვენ მენტალობამდე არ დავა, რომ დარღვევა არ შეიძლება, თუნდაც იმ დროს, როცა არც პატრულია და არც საავარიო სიტუაციას არ ვქმნით, მანამდე ძალიან რთული იქნება ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ, მივდიოდი დაბალი სიჩქარით და უკნიდან მომადგა ქალბატონი, რომელიც მისიგნალებდა და მაიძულებდა გამეტარებინა აშკარად წესების დარღვევით. ბუნებრივია, არ დავუთმე გზა და გაბმული სიგნალით შემაწუხა. ვაკე-საბურთალოს გზაზე გავაჩერე მანქანა (საცობი შევქმენი), გადმოვედი და ვლანძღე. აი, ასეთი უპატივცემულო მოპყრობა, როგორც ის ქალბატონი მოიქცა, იწვევს ძალიან ცუდ შედეგს".

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირება. ასევე საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე: ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა), ასევე უნდა მოხდეს მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი