პოლიტიკა
მოზაიკა

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...
"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...

ციფ­რულ ეპო­ქა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და უფრო ნაკ­ლებ დროს უთ­მო­ბენ რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ბავ­შვე­ბიც ასეთ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბი­ან. მათ­თვის უცხოა გრძნო­ბა, როცა ერთი სული გაქვს, ისა­დი­ლო, ეზო­ში გა­იქ­ცე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად რე­ზი­ნო­ბა­ნა ან ქა­ლა­ქო­ბა­ნა ითა­მა­შო. ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რე­ბის, ნინი ჩი­ქო­ვა­ნი­სა და ნონა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის "თა­მა­შო­ბა­ნამ" ამ მი­ვი­წყე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა შეძ­ლო.

სტარ­ტა­პი "თა­მა­შო­ბა­ნა", რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი, ხელ­ნა­კე­თი თა­მა­შე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა, 2015 წელს ორმა მე­გო­ბარ­მა შექ­მნა. ამ­ჟა­მად მომ­ხმა­რე­ბელს 11-ზე მეტ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გა­სარ­თობ თა­მაშს სთა­ვა­ზო­ბენ, რო­გორც ბავ­შე­ბის­თვის, ასე­ვე უფ­რო­სე­ბის­თვის. აფო­რიზ­მო­ბა­ნამ, რე­ზი­ნო­ბა­ნამ, პორ­ტა­ბე­ლურ­მა ნარ­დმა, ქა­ლა­ქო­ბა­ნამ, ლო­ტომ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­მაშ­მა შეძ­ლო და და­აბ­რუ­ნა ის ხა­ლი­სი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ყვე­ლა სახ­ლის ეზო­დან ის­მო­და.

"თა­მა­შო­ბა­ნას" მი­სი­აა, ას­წავ­ლოს ბავ­შვებს ის თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც წინა თა­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში; დი­დებს კი გა­ახ­სე­ნოს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი თა­მა­შე­ბი. მივ­ხვდით, რომ ახა­ლი თა­ო­ბა თით­ქმის არ ინ­ტე­რეს­დე­ბა იმ თა­მა­შე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვენ ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ბავ­შვო­ბა­ში. ეკ­რან­მა ჩა­ა­ნაც­ვლა ჟრი­ა­მუ­ლი ეზო­სა და სახ­ლში. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მო­ვი­ფიქ­რეთ "თა­მა­შო­ბა­ნა". მეც და ნო­ნა­საც გვყავს შვი­ლე­ბი და გვინ­და, რომ ისი­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეზო­ში თა­მაშს მი­ეჩ­ვი­ონ", - ამ­ბობს ნინი ჩი­ქო­ვა­ნი.

ახალ­გაზ­რდა პარტნი­ო­რებს სტარ­ტა­პის მარ­თვის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე დიდ სირ­თუ­ლეს დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბა უქ­მნის, რად­გან ნი­ნიც და ნო­ნაც სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბენ.

ამ­ჟა­მად "თა­მა­შო­ბა­ნა" "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა. "სტარ­ტა­პე­რის" დახ­მა­რე­ბით, ვი­ძენთ ცოდ­ნას, გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ვიც­ნოთ სხვა სტარ­ტა­პე­რე­ბი და და­ვეს­წროთ ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს," - ამ­ბობს ნონა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი.

გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­საც ყვე­ლა სტარ­ტა­პი აწყდე­ბა ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბი­სას, "თა­მა­შო­ბა­ნას" შემ­ქმნე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გო­გო­ნე­ბი სხვა სტარ­ტა­პე­რებ­საც უზი­ა­რე­ბენ.

"და­ი­წყეთ ბიზ­ნე­სი პარტნი­ორ­თან ერ­თად, რად­გან ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სტი­მულს აძ­ლე­ვენ და ეხ­მა­რე­ბი­ან. და­ი­წყეთ მცი­რე ინ­ვეს­ტი­ცი­ით, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ და­გე­ნა­ნე­ბათ. არ შე­გე­შინ­დეთ დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნის და გჯე­რო­დეთ თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის", - ამ­ბობს ნინი. ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სე­ბის არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბიზ­ნე­სი შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, გა­და­იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს და უკე­თე­სად წარ­მო­ა­ჩენს ქვე­ყა­ნას.

აპ­რილ­ში "თა­მა­შო­ბა­ნას" კა­ტა­ლოგს 4 ახა­ლი თა­მა­ში და­ე­მა­ტე­ბა.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ედ­ვა­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვირუსები ცირკულირებს და როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავიცვათ თავი სხვა და სხვა ვირუსული ინფექციებისგან

"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...

"თამაშობანა" - ხელნაკეთი თამაშები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ...

ციფრულ ეპოქაში ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ რეალურ ურთიერთობებს. ბავშვებიც ასეთ გარემოში იზრდებიან. მათთვის უცხოა გრძნობა, როცა ერთი სული გაქვს, ისადილო, ეზოში გაიქცე და მეგობრებთან ერთად რეზინობანა ან ქალაქობანა ითამაშო. ახალგაზრდა სტარტაპერების, ნინი ჩიქოვანისა და ნონა სონღულაშვილის "თამაშობანამ" ამ მივიწყებული გრძნობების გაცოცხლება შეძლო.

სტარტაპი "თამაშობანა", რომელიც ქართული, ხელნაკეთი თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, 2015 წელს ორმა მეგობარმა შექმნა. ამჟამად მომხმარებელს 11-ზე მეტ საგანმანათლებლო და გასართობ თამაშს სთავაზობენ, როგორც ბავშებისთვის, ასევე უფროსებისთვის. აფორიზმობანამ, რეზინობანამ, პორტაბელურმა ნარდმა, ქალაქობანამ, ლოტომ და კიდევ რამდენიმე თამაშმა შეძლო და დააბრუნა ის ხალისი, რომელიც წლების წინ ყველა სახლის ეზოდან ისმოდა.

"თამაშობანას" მისიაა, ასწავლოს ბავშვებს ის თამაშები, რომელსაც წინა თაობები თამაშობდნენ საქართველოში; დიდებს კი გაახსენოს თავისი საყვარელი თამაშები. მივხვდით, რომ ახალი თაობა თითქმის არ ინტერესდება იმ თამაშებით, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარდა ბავშვობაში. ეკრანმა ჩაანაცვლა ჟრიამული ეზოსა და სახლში. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვიფიქრეთ "თამაშობანა". მეც და ნონასაც გვყავს შვილები და გვინდა, რომ ისინი მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშს მიეჩვიონ", - ამბობს ნინი ჩიქოვანი.

ახალგაზრდა პარტნიორებს სტარტაპის მართვის პროცესში ყველაზე დიდ სირთულეს დროის ნაკლებობა უქმნის, რადგან ნინიც და ნონაც საკუთარი პროფესიით მუშაობენ.

ამჟამად "თამაშობანა" "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მონაწილეა. "სტარტაპერის" დახმარებით, ვიძენთ ცოდნას, გვაქვს შესაძლებლობა, გავიცნოთ სხვა სტარტაპერები და დავესწროთ ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებებს," - ამბობს ნონა სონღულაშვილი.

გამოწვევების მიუხედავად, რომელსაც ყველა სტარტაპი აწყდება ბიზნესის წამოწყებისას, "თამაშობანას" შემქმნელები ფიქრობენ, რომ მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული ყველა დამწყები ბიზნესისთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. საკუთარ გამოცდილებას გოგონები სხვა სტარტაპერებსაც უზიარებენ.

"დაიწყეთ ბიზნესი პარტნიორთან ერთად, რადგან ისინი ერთმანეთს სტიმულს აძლევენ და ეხმარებიან. დაიწყეთ მცირე ინვესტიციით, რომელიც წარუმატებლობის შემთხვევაში არ დაგენანებათ. არ შეგეშინდეთ დახმარების თხოვნის და გჯეროდეთ თქვენი წარმატების", - ამბობს ნინი. ახალგაზრდა სტარტაპერები ფიქრობენ, რომ ქვეყანის განვითარებისთვის დამწყები ბიზნესების არსებობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი შექმნის სამუშაო ადგილებს, გადაიხდის გადასახადებს და უკეთესად წარმოაჩენს ქვეყანას.

აპრილში "თამაშობანას" კატალოგს 4 ახალი თამაში დაემატება.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვანი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი