მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაიხსნება თბილისის ზღვაზე ზოოპარკი და ვინ იქნებიან პირველი ბინადრები - ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს
როდის გაიხსნება თბილისის ზღვაზე ზოოპარკი და ვინ იქნებიან პირველი ბინადრები - ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის ახალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი ორი ვო­ლი­ე­რის მშე­ნებ­ლო­ბა ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ბი­ნად­რე­ბი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი - დათ­ვე­ბი, მგლე­ბი, ირ­მე­ბი და ნი­ა­მო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ვი­ზი­ტო­რე­ბი ახა­ლი ზო­ო­პარკში მათ მო­ნა­ხუ­ლე­ბას ვო­ლი­ე­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შეძ­ლე­ბენ.

ზო­ო­პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ვო­ლი­ე­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სია გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ვო­ლი­ე­რე­ბი გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (GIძ) და­ფი­ნან­სე­ბით შენ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს ზო­ო­პარ­კის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 345 ათა­სი ლა­რით და­მა­ტე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვო­ლი­ე­რი აშენ­დე­ბა.

ამ­ჟა­მად მზად­დე­ბა ახა­ლი ზო­ო­პარ­კის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ზო­ნი­რე­ბი­სა და ვო­ლი­ე­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა. შე­მუ­შა­ვე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას­თან ერ­თად და­ფი­ნან­სე­ბის­თვის წა­რუდ­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს. ახა­ლი ზო­ო­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბის ვა­დე­ბი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­ო­პარ­კის დას­რუ­ლე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია სა­ჭი­რო. აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან.

ასე­ვე ნა­ხეთ: რო­გო­რი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის ახა­ლი ზო­ო­პარ­კი და რა გან­თავ­სდე­ბა ძველ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე

ახა­ლი ზო­ო­პარ­კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აშენ­დე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს­თან მიმსგავ­სე­ბუ­ლი ვო­ლი­ე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი თხრი­ლე­ბით, არ­ხე­ბი­თა და მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით შე­მო­ი­სა­ზღვრე­ბა.

"ახა­ლი ზო­ო­პარ­კის კონ­ცეფ­ცია ძვე­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ტე­რი­ტო­რია და­ყო­ფი­ლია ბი­ო­გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით - აზი­ის ტრო­პი­კე­ბი, აფ­რი­კის სა­ვა­ნა, სამ­ხრეთ ამე­რი­კის ჯუნ­გლე­ბი და სხვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია კავ­კა­სი­უ­რი ფა­უ­ნის ექ­სპო­ზი­ცია. მსოფ­ლი­ოს არც ერთ ზო­ო­პარკში არაა სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის კო­ლექ­ცია. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, შე­ვავ­სოთ ეს და­ნაკ­ლი­სი და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყროთ კავ­კა­სი­ის ფა­უ­ნის უნი­კა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა. ახალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვაგ­რძობთ ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­ში შეყ­ვა­ნი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ო­ბე­ბის - კე­თილ­შო­ბი­ლი ირ­მი­სა და ნი­ა­მო­რის კონ­სერ­ვა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც", - აცხა­დებს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე.

ვი­ზი­ტო­რე­ბი ახა­ლი ზო­ო­პარ­კის პირ­ვე­ლი ბი­ნად­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ვო­ლი­ე­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შეძ­ლე­ბენ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ მო­წეს­რი­გე­ბამ­დე ცხო­ვე­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რე­ბის ფარ­გლებ­შიც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

როდის გაიხსნება თბილისის ზღვაზე ზოოპარკი და ვინ იქნებიან პირველი ბინადრები - ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს

როდის გაიხსნება თბილისის ზღვაზე ზოოპარკი და ვინ იქნებიან პირველი ბინადრები - ინფორმაცია, რომელიც ყველას აინტერესებს

თბილისის ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილი ხდება, რომ თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ორი ვოლიერის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები იქნებიან. ვიზიტორები ახალი ზოოპარკში მათ მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ.

ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ვოლიერების მშენებლობის პროცესია გადაღებული.

"ვოლიერები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) დაფინანსებით შენდება. მიმდინარე წელს ზოოპარკის ბიუჯეტში გათვალისწინებული 345 ათასი ლარით დამატებით კიდევ რამდენიმე ვოლიერი აშენდება.

ამჟამად მზადდება ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის, ზონირებისა და ვოლიერების დეტალური გეგმა. შემუშავებულ კონცეფციას თბილისის ზოოპარკი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად დაფინანსებისთვის წარუდგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. ახალი ზოოპარკის მშენებლობის ვადები თანხების მოძიებაზეა დამოკიდებული. ზოოპარკის დასრულებისთვის დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარია საჭირო. აუცილებელი ფინანსების მოსაზიდად გრძელდება მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

ასევე ნახეთ: როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე

ახალი ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმსგავსებული ვოლიერების დიდი ნაწილი თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.

"ახალი ზოოპარკის კონცეფცია ძველისგან სრულიად განსხვავებულია. ტერიტორია დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით - აზიის ტროპიკები, აფრიკის სავანა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია. მსოფლიოს არც ერთ ზოოპარკში არაა სრულყოფილად წარმოდგენილი ჩვენი რეგიონის კოლექცია. ჩვენი სურვილია, შევავსოთ ეს დანაკლისი და დამთვალიერებლის ყურადღება მივაპყროთ კავკასიის ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს, რომელთაგან ბევრი გადაშენების პირასაა. ახალ ტერიტორიაზე განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ადგილობრივი სახეობების - კეთილშობილი ირმისა და ნიამორის კონსერვაციის მიმართულებითაც", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ვიზიტორები ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრების მონახულებას ვოლიერების დასრულებისთანავე შეძლებენ. ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი", - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი