პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რა ვითარებაა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს­თან ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ში რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს­თან იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბიც.

აქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გია ბა­რა­მი­ძემ გახ­სნა. მან უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა.

"მო­გე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლებს, მო­გე­სალ­მე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც კარ­გად გაქვთ შეგ­ნე­ბუ­ლი, რომ დღეს აქ, უზე­ნა­ე­სის სა­სა­მარ­თლოს წინ ვდგა­ვართ, ვთხოვთ და მო­ვი­თხოვთ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­გან, რომ მათ მი­ი­ღონ ის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­გო­რიც არის "რუს­თა­ვი 2". ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ ეს მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-სთვის ბრძო­ლა არ არის. ეს არ არის მხო­ლოდ ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა. ეს არის თი­თო­ე­უ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მელ­საც აქვს გამ­ბე­და­ო­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ გა­დას­ცეს ნე­ბის­მი­ე­რი, მარ­თა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არ აწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­საც აქვს იმის უნა­რი, რომ თქვას ის სი­მარ­თლე, რაც უხერ­ხუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ამი­ტომ, დღეს არის ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-თვის, მაგ­რამ არის ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გია ბა­რა­მი­ძემ.

"რუს­თა­ვი 2"-ის გუნ­დი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას არ აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა უზ­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს­თან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, თუ რა გეგ­მე­ბი ექ­ნე­ბათ მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ კი­თხვა­ზე წი­ნას­წარ ვერ უპა­სუ­ხებს, თუმ­ცა ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ყვე­ლა შე­საძ­ლო ბერ­კეტს "რუს­თა­ვი 2"-ის და­სა­ცა­ვად.

"ჩვენ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას არ ვა­პი­რებთ და ვა­პი­რებთ ბო­ლომ­დე ბრძო­ლას. ჩვენ არ დავ­თმობთ, რად­გან ეს ტე­ლე­ვი­ზია არ არის არა­ვის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნა­პო­ვა­რი და მათ უნდა გა­და­წყვი­ტონ სა­ბო­ლო­ოდ ტე­ლე­ვი­ზი­ის ბედი. მე ვერ გე­ტყვით, რას ვა­პი­რებ, თუმ­ცა გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ ბერ­კეტს "რუს­თა­ვი 2"-ის და­სა­ცა­ვად", - გა­ნა­ცხა­და უდუ­მაშ­ვილ­მა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მის და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით, "რუს­თა­ვი 2" არის ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბა, რა­საც მთავ­რო­ბა არ აკე­თებს.

"ახ­ლოვ­დე­ბა ის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი, რო­დე­საც გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო უახ­ლო­ე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვიქ­ნე­ბით ჩვენ ნორ­მა­ლუ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის დე­მოკ­რა­ტია, თუ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, რო­გო­რი­ცაა რუ­სე­თი, სა­დაც არ არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი. ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა მოს­წონ­დეთ, ან არ მოს­წონ­დნენ "რუს­თა­ვი 2", ნიკა გვა­რა­მია. შე­იძ­ლე­ბა ეცი­ნე­ბო­დეს ან არ ეცი­ნე­ბო­დეს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე, მაგ­რამ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ის, რაც დღეს წყდე­ბა არ ეხე­ბა არც ნიკა გვა­რა­მი­ას, არც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს. ეს ეხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­მა­ვალს, თუ რო­გორ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რებთ და იქ­ნე­ბა თუ არა ისე­თი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც ილა­პა­რა­კებს პრობ­ლე­მებ­ზე, რა­ზეც მთავ­რო­ბა ხალ­ხს არ ელა­პა­რა­კე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე.

აქ­ცია "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მის გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რა ვითარებაა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რა ვითარებაა უზენაეს სასამართლოსთან, სადაც "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ გახსნა. მან უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მოგესალმებით თავისუფლების მოყვარე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კარგად გაქვთ შეგნებული, რომ დღეს აქ, უზენაესის სასამართლოს წინ ვდგავართ, ვთხოვთ და მოვითხოვთ მოსამართლეებისგან, რომ მათ მიიღონ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებას, როგორიც არის "რუსთავი 2". ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი, მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ თქვას ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებისთვის. ამიტომ, დღეს არის ბრძოლა "რუსთავი 2"-თვის, მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედიათავისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის", - განაცხადა გია ბარამიძემ.

"რუსთავი 2"-ის გუნდი უკანონო გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა უზნაეს სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა გეგმები ექნებათ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე წინასწარ ვერ უპასუხებს, თუმცა ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლო ბერკეტს "რუსთავი 2"-ის დასაცავად.

"ჩვენ უკანონო გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ ვაპირებთ და ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ, რადგან ეს ტელევიზია არ არის არავის კერძო საკუთრება, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მონაპოვარი და მათ უნდა გადაწყვიტონ საბოლოოდ ტელევიზიის ბედი. მე ვერ გეტყვით, რას ვაპირებ, თუმცა გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ ბერკეტს "რუსთავი 2"-ის დასაცავად", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმის დავით ბაქრაძის თქმით, "რუსთავი 2" არის ტელევიზია, რომელიც მოსახლეობას პრობლემებზე ელაპარაკება, რასაც მთავრობა არ აკეთებს.

"ახლოვდება ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც გამოჩნდება, როგორი იქნება საქართველო უახლოესი წლების განმავლობაში. ვიქნებით ჩვენ ნორმალური, თავისუფალი, ევროპული ტიპის დემოკრატია, თუ ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი. ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ, ან არ მოსწონდნენ "რუსთავი 2", ნიკა გვარამია. შეიძლება ეცინებოდეს ან არ ეცინებოდეს ვანო ჯავახიშვილზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც დღეს წყდება არ ეხება არც ნიკა გვარამიას, არც ვანო ჯავახიშვილს. ეს ეხება თითოეული ჩვენგანის მომავალს, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და იქნება თუ არა ისეთი ტელევიზია, რომელიც ილაპარაკებს პრობლემებზე, რაზეც მთავრობა ხალხს არ ელაპარაკება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე.

აქცია "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი