სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა მე­სა­მე ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ჯე­ჯე­ლა­ვას ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით კო­ორ­დი­ნი­რე­ბის ფუნ­ქცია.

"სან­დრო ჯე­ჯე­ლა­ვა მინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ, რო­გორც მე­სა­მე ვიცე-პრე­მი­ე­რი. მინ­და მი­ვა­ნი­ჭოთ ფუნ­ქცია, რომ მან გა­უ­წი­ოს კო­ორ­დი­ნა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ლი­ტი­კას, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ერ­თად. მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო სან­დროს.

ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ჩვენ­მა თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ იცო­დეს და ჰქონ­დეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს მაია ბიგ­ვა­ვას დარ­ჩე­ბა, რო­გორც ის არის აქამ­დე და სან­დროს­თან ერ­თად გა­ა­კე­თებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვას.

ეს პო­ლი­ტი­კა გახ­დე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რი, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა. ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი სან­დროს ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს, ასე­ვე ახალ­გაზ­რდო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ისი­ნი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­თან ერ­თად და­გეგ­მა­ვენ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კას და პროგ­რა­მებს. ვფიქ­რობთ, ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც გაძ­ლი­ერ­დე­ბა ვიცე-პრე­მი­ე­რის რან­გში ამ ფუნ­ქცი­ის ატა­ნას­თან ერ­თად.

ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა სამი ვიცე-პრე­მი­ე­რი. დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი არის პირ­ვე­ლი ვიცე- პრე­მი­ე­რი და ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახ­დენს, კახა კა­ლა­ძეს აქვს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­ქცია, ის გახ­ლავთ პო­ლი­ტი­კუ­რი ვიცე-პრე­მი­ე­რი და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არის პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე არ­ჩევ­ნე­ბის სა­ხით. სან­დროს ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით კო­ორ­დი­ნი­რე­ბის ფუნ­ქცია", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია.

"სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერი. მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო სანდროს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. აღმასრულებელი ფუნქცია, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება, როგორც ის არის აქამდე და სანდროსთან ერთად გააკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას.

ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს. ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გაძლიერდება ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად.

ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."