მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს რომელ ცხელ წერტილებში იბრძვიან ქართველები ლეგალურად და არალეგალურად
მსოფლიოს რომელ ცხელ წერტილებში იბრძვიან ქართველები ლეგალურად და არალეგალურად

სხვა­დას­ხვა დროს ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბით იყ­ვნენ (და არი­ან) ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში: კო­სო­ვო­ში, ერაყ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, მა­ლი­სა თუ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ამ­ჟა­მად, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი ჩარ­თუ­ლია მხო­ლოდ ორ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში: ნა­ტოს ეგი­დით ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში" და ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით მიმ­დი­ნა­რე საწ­ვრთნელ მი­სი­ა­ში (EUTM-მალი).

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ჩვენს ოფიც­რებ­სა და ჯა­რის­კა­ცებს, პრო­ფე­სი­უ­ლი და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა მარ­თლაც სჭირ­დე­ბათ. რო­დე­საც რე­ა­ლურ საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბათ სამ­ხედ­რო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ასე­თი მი­სი­ე­ბი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი 1999 წლი­დან აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში (ბალ­კა­ნე­თი, სპარ­სე­თის ყურე, ავ­ღა­ნე­თი).

1999 წლი­დან კო­სო­ვოს სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ოცე­უ­ლი (34 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე) იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქ. მა­მუ­შა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. 2003 წლი­დან კი, ერთი ქარ­თუ­ლი ასე­უ­ლი (150 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე) ქ. პრიზ­რენ­ში, გერ­მა­ნუ­ლი ბრი­გა­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და მი­სი­ას. 2008 წლის მარ­ტში ქარ­თულ­მა სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტმა მთლი­ა­ნად და­ტო­ვა ბალ­კა­ნე­თი.

2003 წელს, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ქარ­თუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო ოცე­უ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფი (70 სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი) ერაყ­ში, ქა­ლაქ ტირ­კი­ტში გა­ემ­გზავ­რა.

კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, 2004 წელს მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 300 კა­ცამ­დე გა­ი­ზარ­და, ხოლო 2005 წლი­დან კი, მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა, 850-მა ჯა­რის­კაც­მა გა­ნაგ­რძო. 2007 წლის ივ­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერაყ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით ქა­ლაქ ალ კუ­ტში (ვა­სი­ტის პრო­ვინ­ცია) III ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 2000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იმ­ყო­ფე­ბო­და.

ავ­ღა­ნეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი 2004 წელს გა­იგ­ზავ­ნა.

"აი­სა­ფის" (სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძა­ლე­ბი) სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ქვე­ით­თა ოცე­უ­ლი (50 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე) 2004 წელს გა­იგ­ზავ­ნა. ოცე­უ­ლი მი­სი­ას გერ­მა­ნუ­ლი კონ­ტი­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და. მათი ამო­ცა­ნა ავ­ღა­ნეთ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო.

2009 წლის ნო­ემ­ბე­რი­დან 2012 წლის იან­ვრამ­დე ქ. ქა­ბულ­ში, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სარ­დლო­ბის შტაბ-ბი­ნა­ში მდე­ბა­რე ბა­ზა­ზე ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ასე­უ­ლი მი­სი­ას ფრან­გუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და...

2014 წლის მარ­ტი­დან ოცე­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­და. თი­თო­ე­ულ­მა ოცე­ულ­მა სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი წვრთნე­ბი სა­ჩხე­რის სამ­თო მომ­ზა­დე­ბის სკო­ლა­ში, ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გა­ი­ა­რა. წვრთნე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ამ­ბო­ხე­ბულ­თა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის სა­გან­გე­ბოდ მო­ემ­ზად­ნენ. ყან­და­ა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში კი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას ფრან­გუ­ლი კონ­ტი­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, 2011 წლის აპ­რი­ლი­დან 2012 წლის ივ­ნი­სამ­დე ას­რუ­ლებ­დნენ.

2010 წლის აპ­რი­ლი­დან, ავ­ღა­ნე­თის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე-3 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 31-ე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნი გა­იგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით, სრუ­ლი სპექტრის ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და...

2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, და­მა­ტე­ბით გა­იგ­ზავ­ნა კი­დევ ერთი ბა­ტა­ლი­ო­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1600-ს მი­აღ­წია... 2015 წელს "აი­სა­ფის" მი­სი­ის ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ით გაგ­რძელ­და. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ამო­ცა­ნას ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა, პრო­ვინ­ცი­ის სა­მოქ­მე­დო არე­ალ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით პატ­რუ­ლი­რე­ბა და მოძ­რა­ვი სა­კონ­ტრო­ლო სა­გუ­შა­გო­ე­ბის მო­წყო­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

2014 წლის 15 დე­კემ­ბრი­დან, მე-4 ბრი­გა­დის ნაკ­რე­ბი ასე­უ­ლი გა­ემ­გზავ­რა მა­ზარ-ი- შა­რი­ფის პრო­ვინ­ცი­ა­ში, რო­მელ­მაც მი­სია გერ­მა­ნუ­ლი კონ­ტი­გენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­ას­რუ­ლა და რო­ტა­ცი­ის წე­სით ჩა­ა­ნაც­ვლეს 32-ე ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის A, 32-ე ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის B და მე-2 ბრი­გა­დის ნაკ­რებ­მა ასე­უ­ლებ­მა.

სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ი­სათ­ვის ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­ურ მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან. სწავ­ლე­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვაო ქვე­ი­თი ჯა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტორ­თა ჯგუ­ფი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი ამო­ცა­ნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰო­ჰენ­ფელსში ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დის, სა­დაც ბა­ტა­ლი­ო­ნის მომ­ზა­დე­ბის დო­ნის შე­ფა­სე­ბა ხდე­ბა.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის დონე და მათი მზად­ყოფ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ყო­ველ­თვის მა­ღალ შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად, მის ზრდას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბო­და სამ­ხედ­რო და­ნა­კარ­გე­ბიც. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, (2015 წლის დე­კემ­ბე­რი) 2010-2015 წლებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში 200-მდე ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი და­იჭ­რა, 31 ჯა­რის­კა­ცი კი და­ი­ღუ­პა; ერაყ­ში და­ი­ღუ­პა 5 სამ­ხედ­რო (ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი, 2015).

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და კერ­ძო კონ­ტრაქ­ტო­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი

სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ქარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ, სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტში იყ­ვნენ და არი­ან ჩაბ­მუ­ლი). მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა­ში, სი­რი­ა­სა და კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში.

2014 წლი­დან, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გი­ლობ­რივ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­ხა­ლი­სედ ჩა­ე­წე­რა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში 20-მდე ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რეს იბ­რძვის.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იბ­რძო­და სი­რი­ა­ში ტე­რო­რის­ტე­ბის მხა­რეს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ე.წ. ის­ლა­მუ­რის სა­ხელ­მწი­ფოს რი­გებ­ში ბრძო­ლას პან­კი­სის 26 მკვიდ­რი შე­ე­წი­რა. გა­მორ­ჩე­უ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნი იყო, პან­კი­სე­ლი თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "წი­თუ­რი გე­ნერ­ლის" მეტ­სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი... მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დას­ჯა­დი გახ­და, ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით შე­იც­ვა­ლა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ორმა "მი 24-ის" ტი­პის დამ­რტყმელ­მა შვე­ულმფრენ­მა ავა­რია გა­ნი­ცა­და. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟებ­ში ბე­ლო­რუ­სე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ... არ­სე­ბობს კი­თხვა, რო­დის, რო­გორ და რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო დაფ­რი­ნავს აფ­რი­კულ ცაში და რო­გორ მოხ­ვდნენ ისი­ნი იქ?.. ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა დროს, პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და კონ­გოს სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს, რო­მელ­თაც კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ, ქარ­თველ მფრი­ნა­ვებს კი, - სამ­სა­ხუ­რი... ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ცაზე 2010 წლი­დან დაფ­რი­ნა­ვენ. მა­შინ­დელ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვე­ბი და ტექ­ნი­კო­სე­ბი სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მა­თაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი იპო­ვეს... ერთ-ერთი მათ­გა­ნის - სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვის მა­ი­ორ ვე­ფხვია მსხვი­ლი­ძის თქმით, მას მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს იქ დარ­ჩე­ნილ ქარ­თვე­ლებ­თან. "იქ არის გა­ე­როს ეგი­დით მყო­ფი ჯა­რიც, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. გა­ე­როს ჯა­რის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, პა­კის­ტა­ნე­ლე­ბი, ტან­ზა­ნი­ე­ლე­ბი, ინ­დუ­სე­ბი... შე­საძ­ლოა, სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ... იქ გა­ვი­ცა­ნით სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­ზა­დე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი. ერთი მათ­გა­ნი, გე­ნე­რა­ლი, დე­და­ქა­ლაქ­ში ბა­ზის მე­თა­უ­რი იყო, მე­ო­რე - სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი...", - ამ­ბობს ვე­ფხია მსხვი­ლი­ძე.

უფრო მეტ კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს ვი­კა­ვებთ, თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ პი­ლო­ტის მომ­ზა­დე­ბა მი­ლი­ო­ნე­ბი ჯდე­ბა, სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა კი - ბევ­რი მი­ლი­ო­ნი...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

მსოფლიოს რომელ ცხელ წერტილებში იბრძვიან ქართველები ლეგალურად და არალეგალურად

მსოფლიოს რომელ ცხელ წერტილებში იბრძვიან ქართველები ლეგალურად და არალეგალურად

სხვადასხვა დროს ქართველი სამხედროები სხვადასხვა მასშტაბით იყვნენ (და არიან) ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი ჩართულია მხოლოდ ორ სამშვიდობო მისიაში: ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელ მისიაში (EUTM-მალი).

სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩვენს ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, პროფესიული და კარიერული ზრდა მართლაც სჭირდებათ. როდესაც რეალურ საბრძოლო პირობებში უხდებათ სამხედრო დავალებების შესრულება, ასეთი მისიები ძალზე მნიშვნელოვანია.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიებში

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს სამშვიდობო მისიებში (ბალკანეთი, სპარსეთის ყურე, ავღანეთი).

1999 წლიდან კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული (34 სამხედრო მოსამსახურე) იღებდა მონაწილეობას ქ. მამუშაში განლაგებული თურქული ბატალიონის შემადგენლობაში. 2003 წლიდან კი, ერთი ქართული ასეული (150 სამხედრო მოსამსახურე) ქ. პრიზრენში, გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში ასრულებდა მისიას. 2008 წლის მარტში ქართულმა სამშვიდობო კონტიგენტმა მთლიანად დატოვა ბალკანეთი.

2003 წელს, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, ქართული საინჟინრო ოცეული, სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) ერაყში, ქალაქ ტირკიტში გაემგზავრა.

კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი, მისიის შესრულება, 850-მა ჯარისკაცმა განაგრძო. 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყში სამშვიდობო მისიით ქალაქ ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) III ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი 2004 წელს გაიგზავნა.

"აისაფის" (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაძლიერებული ქვეითთა ოცეული (50 სამხედრო მოსამსახურე) 2004 წელს გაიგზავნა. ოცეული მისიას გერმანული კონტიგენტის შემადგენლობაში ასრულებდა. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

2009 წლის ნოემბერიდან 2012 წლის იანვრამდე ქ. ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ბაზაზე ქართული სამშვიდობო ასეული მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა...

2014 წლის მარტიდან ოცეული ამერიკული კონტინგენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. თითოეულმა ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. წვრთნების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ამბოხებულთა საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ. ყანდაარის პროვინციაში კი ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში, 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის ივნისამდე ასრულებდნენ.

2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდა...

2012 წლის ოქტომბერში, ავღანეთში, დამატებით გაიგზავნა კიდევ ერთი ბატალიონი. შესაბამისად, ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 1600-ს მიაღწია... 2015 წელს "აისაფის" მისიის ფორმატი შეიცვალა და მტკიცე მხარდაჭერის მისიით გაგრძელდა. ქართველი სამხედროების ამოცანას ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა წარმოადგენდა.

2014 წლის 15 დეკემბრიდან, მე-4 ბრიგადის ნაკრები ასეული გაემგზავრა მაზარ-ი- შარიფის პროვინციაში, რომელმაც მისია გერმანული კონტიგენტის დაქვემდებარებაში შეასრულა და როტაციის წესით ჩაანაცვლეს 32-ე ქვეითი ბატალიონის A, 32-ე ქვეითი ბატალიონის B და მე-2 ბრიგადის ნაკრებმა ასეულებმა.

სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასება ხდება.

ქართველი სამხედროების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებისგან, თუმცა, ქართული სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, მის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა სამხედრო დანაკარგებიც. ბოლო მონაცემების მიხედვით, (2015 წლის დეკემბერი) 2010-2015 წლებში ავღანეთში 200-მდე ქართველი მეომარი დაიჭრა, 31 ჯარისკაცი კი დაიღუპა; ერაყში დაიღუპა 5 სამხედრო (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, 2015).

მოხალისეები და კერძო კონტრაქტორი სამხედროები

სამშვიდობო მისიების კვალდაკვალ, ქართველები, როგორც მოხალისეები, ასევე, პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზებით არაერთ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტში იყვნენ და არიან ჩაბმული). მათ შორის, უკრაინაში, სირიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

2014 წლიდან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში, არაერთი ქართველი სამხედრო მოხალისედ ჩაეწერა. არსებული ცნობებით, უკრაინაში 20-მდე ქართველი დაიღუპა. არიან ისეთებიც, ვინც უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძვის.

რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძოდა სირიაში ტერორისტების მხარეს. წლების განმავლობაში, ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს რიგებში ბრძოლას პანკისის 26 მკვიდრი შეეწირა. გამორჩეულად ხმაურიანი იყო, პანკისელი თარხან ბათირაშვილი, რომელიც "წითური გენერლის" მეტსახელით იყო ცნობილი... მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა დასჯადი გახდა, ვითარება შედარებით შეიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ორმა "მი 24-ის" ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა ავარია განიცადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული შვეულმფრენების ეკიპაჟებში ბელორუსები და ქართველები იყვნენ... არსებობს კითხვა, როდის, როგორ და რამდენი ქართველი სამხედრო დაფრინავს აფრიკულ ცაში და როგორ მოხვდნენ ისინი იქ?.. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს, პირადად დაუკავშირდა კონგოს სამხედრო საჰაერო ძალებს, რომელთაც კარგად მომზადებული კადრები სჭირდებოდათ, ქართველ მფრინავებს კი, - სამსახური... ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანის - სამხედრო მფრინავის მაიორ ვეფხვია მსხვილიძის თქმით, მას მუდმივი ურთიერთობა აქვს იქ დარჩენილ ქართველებთან. "იქ არის გაეროს ეგიდით მყოფი ჯარიც, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. გაეროს ჯარის კონტრაქტორები არიან უკრაინელები, პაკისტანელები, ტანზანიელები, ინდუსები... შესაძლოა, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ... იქ გავიცანით სამხედროები, რომლებსაც მომზადება თბილისის საავიაციო ქარხანაში ჰქონდათ გავლილი. ერთი მათგანი, გენერალი, დედაქალაქში ბაზის მეთაური იყო, მეორე - საჰაერო ძალების სარდალი...", - ამბობს ვეფხია მსხვილიძე.

უფრო მეტ კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს ვიკავებთ, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პილოტის მომზადება მილიონები ჯდება, სამხედრო მფრინავების მომზადება კი - ბევრი მილიონი...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე