პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ
სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­სი­დან სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

რო­გორც თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში, სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­დეს, ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, რო­გორც რი­გით ჯა­რის­კაცს, ასე­ვე მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო­ებს, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კებ­სა და ზო­გა­დად, ყვე­ლა რან­გის სამ­ხედ­როს შე­ე­ხე­ბა.

უწყე­ბა­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გად თა­ნამ­შრო­მელ­თა "მა­სობ­რი­ვი შემ­ცი­რე­ბა" იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნორ­მა­ტი­ვებს რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვა­დაც ვერ ჩა­ა­ბა­რებს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო­ებს ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ე­ცე­მათ.

"გა­ზა­ფხუ­ლი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად, მა­ი­სი­დან იწყე­ბა ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი. ახა­ლი წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, სამ­ხედ­როს, რო­მე­ლიც ვერ ჩა­ა­ბა­რებს ფი­ზი­კურ ნორ­მა­ტი­ვებს, 2 თვე­ში გა­და­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს და თუ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ვერ ჩა­ა­ბა­რებს, 1 თვე­ში კვლავ აქვს შან­სი ჩა­ბა­რე­ბის. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, პირ­და­პირ, ერთი ხე­ლის აღე­ბით, არა­ვის არ გა­უშ­ვებს სამ­სა­ხუ­რი­დან. ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ეხე­ბა რი­გი­თი­დან პოლ­კოვ­ნი­კის ჩათ­ვლით ყვე­ლა რან­გის სამ­ხედ­როს. ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გა­ზა­ფხუ­ლი იმი­ტომ შე­ირ­ჩა, რომ ხალ­ხს მი­ე­ცეს მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თქმით, თე­ბერ­ვალ­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში მა­სობ­რი­ვი შემ­ცი­რე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა.

სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის აღ­მო­სავ­ლეთ ბა­ტა­ლი­ო­ნის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის შოთა მა­თი­თა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თე­ბერ­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი ფიზ­ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბის და­წყე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თა­ნამ­შრომ­ლებს უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ შე­ამ­ცი­რებს.

"გა­უშ­ვე­ბენ ყვე­ლას, ვინც ვერ ჩა­ა­ბა­რებს ფი­ზი­კურ ნორ­მა­ტი­ვებს, ხოლო ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­ი­ბა­რებს ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, ვი­საც უნდა, რომ პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა "და­ფერ­თხოს" და შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. ბევ­რს კონ­ტრაქ­ტი ეწუ­რე­ბა და მათ უბ­რა­ლოდ, აღარ უგ­რძე­ლე­ბენ", - აცხა­დებს შოთა მა­თი­თა­იშ­ვი­ლი.

აქვე უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შტა­ტე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად იყო "გა­ბე­რი­ლი" და ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მხო­ლოდ ხელ­ფა­სის ასა­ღე­ბად და­დი­ო­და. თუმ­ცა, მთა­ვა­რია, ოპ­ტი­მი­ზა­ცია სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ტარ­დეს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ

სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისიდან სამხედროებისთვის ნორმატივების ჩაბარების პროცესი დაიწყება.

როგორც თავდაცვის უწყებაში, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ნორმატივების ჩაბარება, როგორც რიგით ჯარისკაცს, ასევე მაღალი რანგის სამხედროებს, მათ შორის პოლკოვნიკებსა და ზოგადად, ყველა რანგის სამხედროს შეეხება.

უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროცესის შედეგად თანამშრომელთა "მასობრივი შემცირება" იგეგმება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ნორმატივებს რამდენიმე მცდელობის მიუხედავადაც ვერ ჩააბარებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებს ნორმატივების ჩაბარების საშუალება რამდენჯერმე მიეცემათ.

"გაზაფხულიდან, კონკრეტულად, მაისიდან იწყება ნორმატივების ჩაბარების პროცესი. ახალი წესდების მიხედვით, სამხედროს, რომელიც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, 2 თვეში გადაბარების საშუალება აქვს და თუ ამ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარებს, 1 თვეში კვლავ აქვს შანსი ჩაბარების. თავდაცვის სამინისტრო, პირდაპირ, ერთი ხელის აღებით, არავის არ გაუშვებს სამსახურიდან. ნორმატივების ჩაბარება ეხება რიგითიდან პოლკოვნიკის ჩათვლით ყველა რანგის სამხედროს. ნორმატივების ჩასაბარებლად გაზაფხული იმიტომ შეირჩა, რომ ხალხს მიეცეს მომზადების საშუალება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

თუმცა, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების თქმით, თებერვალში თავდაცვის უწყებაში მასობრივი შემცირებები იგეგმება.

სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლის შოთა მათითაიშვილის განცხადებით, თებერვალში დაგეგმილი ფიზნორმატივების ჩაბარების დაწყებით, თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლებს უმტკივნეულოდ შეამცირებს.

"გაუშვებენ ყველას, ვინც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, ხოლო ამ ყველაფერს ჩაიბარებს ის ხელმძღვანელობა, ვისაც უნდა, რომ პირადი შემადგენლობა "დაფერთხოს" და შემდეგ მოიყვანოს თავისი მეგობრები და ახლობლები. ბევრს კონტრაქტი ეწურება და მათ უბრალოდ, აღარ უგრძელებენ", - აცხადებს შოთა მათითაიშვილი.

აქვე უწყების თანამშრომლები იმასაც ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროში შტატები ხელოვნურად იყო "გაბერილი" და ძალიან ბევრი თანამშრომელი, მხოლოდ ხელფასის ასაღებად დადიოდა. თუმცა, მთავარია, ოპტიმიზაცია სამართლიანად ჩატარდეს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"