სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუნას სახელი უკვე ბრენდივით არის..." - როგორ ზრდის 14 წლის ვაჟს მარტოხელა დედა ქეთი ხუციშვილი
"ლუნას სახელი უკვე ბრენდივით არის..." - როგორ ზრდის 14 წლის ვაჟს მარტოხელა დედა ქეთი ხუციშვილი

ცნო­ბილ­მა სე­რი­ალ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა და მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ კარ­გად ვერც გა­უ­გია რა ხდე­ბა მის თავს... ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან, ქუ­ჩა­ში აჩე­რე­ბენ და კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბი­ან, ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დიდ სით­ბოს, სიყ­ვა­რულს გრძნობს...

"სა­დაც უნდა შე­ვი­დე, მა­ღა­ზია იქ­ნე­ბა, აფ­თი­ა­ქი, ნე­ბის­მი­ე­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, - ყველ­გან ოვა­ცი­ე­ბით და აღ­ტა­ცე­ბით მხვდე­ბი­ან... სიყ­ვა­რულს მიხ­სნის: მო­ხუ­ცი, ახალ­გაზ­რდა, სტუ­დენ­ტი, მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი... იმ დღეს ხან­ში­შე­სულ­მა კაც­მა გა­მა­ჩე­რა, ჯოხზე დაყ­რდნო­ბი­ლი ძლივს მო­დი­ო­და, ხელ­ზე მა­კო­ცა, გა­და­მეხ­ვია და მი­თხრა: შვი­ლო, მე და ჩემი მე­უღ­ლე სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­ყუ­რებ­თო", - ამ­ბობს ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი, იგი­ვე ლუნა მა­ზი­აშ­ვი­ლი სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი," რო­მელ­მაც კას­პე­ლი ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო თა­მა­შით მა­ყუ­რებ­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

"თან, სულ კუ­რი­ო­ზებ­შიც ვარ, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასეთ კო­მენ­ტა­რებ­საც ვკი­თხუ­ლობ: "რაც უნდა ჩა­აც­ვა ამ ლუ­ნას, "ვიდ­ზე" მო­იყ­ვა­ნო, "ნა­შუ­რად" გა­მო­ა­წყო, ისევ ისე­თი კას­პე­ლი იქ­ნე­ბა". ასე­თი შე­ფა­სე­ბა უფრო მა­ხა­რებს, მად­ლო­ბა მათ ავ­ტო­რებს, ყვე­ლა­ზე კარ­გი კომ­პლი­მენ­ტე­ბია, ე.ი. ადა­მი­ა­ნებს რა­ღაც და­ვა­ჯე­რე, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი წარ­მო­ვუდ­გი­ნე...

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მხვდე­ბი­ან, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, - კი­ლოს, იმ სა­ხა­სი­ა­თო ხმი­სა და ტემ­ბრის გა­რე­შე ლა­პა­რა­კი შე­გიძ­ლია? ლუ­ნას მე­ძა­ხი­ან და არ ვაპ­რო­ტეს­ტებ. ამ სა­ხელ­მა იმ­ხე­ლა რა­ღაც მო­მი­ტა­ნა, ის კი არა, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და, უკვე ბრენ­დი­ვით არის. და­მი­ძა­ხონ, რა მოხ­და!" - გვე­უბ­ნე­ბა ქეთი.

- მოკ­ლედ, უეც­რად რა­ღაც დიდი "ტალ­ღის" წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდი...

- კი, ასეა. არა­და, ამ დროს, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვავ­ნო. ჰოდა, ახლა ემო­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ამ "ტალ­ღას" ვე­გუ­ე­ბი. თა­ვი­დან მი­ჭირ­და, ლა­მის დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა, ვე­ღარ გა­დავ­ხარ­შე, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს და კი­დე­ვაც ვთქვი, გზა­ში ვარ და ჩემს პო­პუ­ლა­რო­ბას ვე­წე­ვი-მეთ­ქი. მერე ნელ-ნელა გა­ვი­თა­ვი­სე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­ვა­ლებს და ამ დროს ერ­თა­დერ­თი, რა­საც ჩემს თავს ვუ­სურ­ვებ, სიმ­შვი­დეა. მინ­და, რომ ში­ნა­გა­ნად მშვი­დად ვიგ­რძნო თავი, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­ბა­ლან­სო, რო­დე­საც წყნა­რად არ ვარ, ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ და აღ­ვიქ­ვამ.

- შენი პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­დან­ვე მო­გე­წო­ნა?

- ძა­ლი­ან, იმი­ტომ, რომ რთუ­ლი ამო­ცა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, სხვა ადა­მი­ა­ნის გა­სა­ხი­ე­რე­ბა მი­წევ­და, რაც მეტ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. არც ზედ­მე­ტი უნდა გა­მომ­სვლო­და და არც დამ­კლე­ბო­და რამე. არა­და, სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ერთი ლექ­ცი­აც არას­დროს მო­მის­მე­ნია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­დან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მოვ­ხვდი, კა­მე­რე­ბის წინ, რომ­ლის უკან 20 კაცი შე­მომ­ცქე­რო­და, ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი იყო, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან თა­მა­მი ვარ, ზო­მა­ზე მე­ტად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და არ გამ­ჭირ­ვე­ბია, როლ­ში მა­შინ­ვე შე­ვე­დი და სულ რომ 1000 კაცი მდგა­რი­ყო იქ, მა­ინც ვი­თა­მა­შებ­დი. თან, ისე შე­ვე­დი, რომ რო­ლი­დან ძლივს გა­მო­მიყ­ვა­ნეს...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა შენ­თვის ფა­რუ­ლი ოც­ნე­ბაც არას­დროს ყო­ფი­ლა?

- პირ­და­პირ ვამ­ბობ, მე­ოც­ნე­ბე არ ვარ, მი­წა­ზე სულ მყა­რად ვი­დე­ქი ხოლ­მე და ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი მი­ზი­დავ­და. მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემ­თვის იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ იყო, რომ ამა­ზე ფიქ­რი ფუ­ჭად, დრო­ის უაზ­რო ხარ­ჯვად მი­მაჩ­ნდა, რად­გა­ნაც ვი­ცო­დი, მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე ვერ გავ­ხდე­ბო­დი და ამა­ზე ფიქ­რს ოც­ნე­ბად არ ვიხ­დი­დი.

- ოჯახ­მა, გა­რე­მომ ხომ არ შეგ­ზღუ­და და გათ­ქმე­ვი­ნა ამა­ზე უარი?

- მამა ძა­ლი­ან მკაც­რად მზრდი­და, - რა მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი? - ეს ის საქ­მე არ არის, რი­თაც ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებ, - ამ­ბობ­და. თუმ­ცა მოს­წონ­და, რომ ვმღე­რო­დი. სა­ერ­თოდ, მუ­სი­კა­ლუ­რი ოჯა­ხი ვართ. დე­და­ჩე­მი, რაც თავი მახ­სოვს, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და, მღე­რო­და, სიმ­ღე­რებს ხმებ­ში ვშლი­დით. დე­დას ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, არა­და, თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სი ეთ­ქმის, პრო­ფე­სი­ით ფრან­გუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია. მოკ­ლედ, ჩვე­ნი მუ­სი­კა, სიმ­ღე­რა ოჯახს არ სცდე­ბო­და და სახ­ლში სტუმ­რე­ბი და სუფ­რე­ბი არ ილე­ო­და. ისე, მა­მა­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა აქვს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბა­ნია. სხვა­თა შო­რის, მისი ხმა და ტემ­ბრი მაქვს... მოკ­ლედ, მა­მა­ჩე­მი მიჩ­ვე­უ­ლი იყო, რომ სახ­ლში უნდა მე­კე­თე­ბი­ნა ეს საქ­მე და არა სცე­ნა­ზე, ამი­ტო­მაც, ხომ ვამ­ბობ, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე აღარ მი­ფიქ­რია. არა­და, ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იმას ვა­კე­თებ, რაც მინ­და... თუმ­ცა ეს უკვე მერე და მერე მო­ვი­და, სა­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­ვაღ­წევ­დი, მა­ნამ­დე ამას მა­მა­ჩე­მის ფაქ­ტო­რის გამო ვერ ვბე­დავ­დი.

- შენს მსა­ხი­ო­ბო­ბას რო­გორ შეხ­ვდა?

- მის ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას არც ვიცი, რა ჰქვია, - გა­ბად­რუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი და­დის. სა­დაც მი­დის, სულ ჩემ­ზე ელა­პა­რა­კე­ბი­ან და უკვე იმას ამ­ბობს, რომ თურ­მე შვილს არ უნდა და­უ­შა­ლო არა­ფე­რი, ის პრო­ფე­სია უნდა აირ­ჩი­ოს, რაც უნდა...

- ეს­პა­ნუ­რი სიმ­ღე­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სა­ი­დან გა­გიჩ­ნდა?

- ყო­ველ­თვის, როცა მეს­მო­და, ვგრძნობ­დი, რომ ჩემი იყო, თით­ქოს მას­ში მე­ო­რე მე სახ­ლობ­და. მი­ზი­დავ­და, უზო­მოდ მომ­წონს "ფლა­მენ­კო", სპე­ცი­ფი­კუ­რია და საყ­ვა­რე­ლი. ამი­ტომ, სახ­ლში და­მო­უ­კი­დებ­ლად ვსწავ­ლობ­დი, ვა­მუ­შა­ვებ­დი, ვინც ახლა ჩემს ნამ­ღერს უს­მენს, სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვგუ­ლის­ხმობ, თა­ვის ქება არ გა­მო­მი­ვი­დეს და მოს­წონს. მოკ­ლედ, ერთი მოს­მე­ნით შე­მიძ­ლია, მა­შინ­ვე "კოპი" გა­ვა­კე­თო და ზუს­ტად ისე­ვე შე­ვას­რუ­ლო...

- რად­გან ოჯა­ხი ვახ­სე­ნეთ, მოდი, და­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რო­მელ­მაც შენ გა­პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენი პა­რო­დი­უ­ლი ვი­დეო ატ­ვირ­თა, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში აღ­მოჩ­ნდი...

- კი, ყველ­გან ამას ვამ­ბობ, რომ არა ჩემი და და მის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემ მიერ გა­რე­ცხი­ლი ჭურ­ჭე­ლი, შე­საძ­ლოა, სე­რი­ალ­ში არც მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი... ისე ყვე­ლა­ფერ­ში იმედს მი­სა­ხავს, მა­გუ­ლი­ა­ნებს, მარ­წმუ­ნებს, რომ შე­მიძ­ლია... ჩემი მი­ნუ­სი კი­დევ ის არის, რომ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში ხან­და­ხან ეჭვი მე­პა­რე­ბა, ეს ბავ­შვო­ბი­დან მომ­დევს. ამი­ტომ ჩემი დის "ხე­ლის­კვრა" ამა თუ იმ საქ­მე­ში ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბა.

- რო­გორც გა­ვი­გე, ერთი და გარ­დაც­ვლი­ლი გყო­ლი­ათ...

- კი, სამ­ნი ვი­ყა­ვით, სამ­წუ­ხა­როდ, ერთი 24 წლი­სა, 2008 წლის 2 იან­ვარს, გა­თხო­ვე­ბის დღეს ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, ავ­ტო­ა­ვა­რია სიღ­ნა­ღის გზა­ზე მოხ­და... ამ ამ­ბავ­მა ჩვენს ოჯახს დიდი მწუ­ხა­რე­ბა და ტკი­ვი­ლი მო­უ­ტა­ნა...

* * *

ქე­თის 14 წლის შვი­ლი ჰყავს, არის მარ­ტო­ხე­ლა დედა, დედა-შვი­ლი ერ­თმა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან. აი, რას ამ­ბობს გი­ორ­გი დე­და­ზე:

- თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად და სი­ა­მა­ყით შევ­ხვდი დე­და­ჩე­მის ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას. რო­დე­საც მისი ნამ­ღე­რი კლი­პის სა­ხით გა­ვი­და, და­ინ­გრა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. მე­გობ­რე­ბი მწერ­დნენ, ვა­მა­ყობთ, რომ დე­და­შენს ვიც­ნობთ... ემო­ცი­ებ­ში იყ­ვნენ ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, კლა­სე­ლე­ბი, ყვე­ლას უხა­რო­და...

რო­დე­საც სე­რი­ა­ლი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, გა­მი­ხარ­და და ვე­უბ­ნე­ბო­დი, - მიდი, მიდი, შენ ეს შე­გიძ­ლია, გა­ა­კე­თებ-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ვი­ცო­დი, დე­და­ჩე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. სხარ­ტი, ემო­ცი­უ­რი და ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნია...

ქეთი:

- არა­და, ჩემი შვი­ლი ჩემ­გან გან­სხვავ­დე­ბა, სიმ­შვი­დის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. ყვე­ლა­ფერს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, წყნა­რად იღებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვსხვავ­დე­ბით, მშვე­ნივ­რად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს...

- გი­ორ­გი, შენც მსა­ხი­ო­ბო­ბა ხომ არ გინ­და?

- კუ­ლი­ნა­რია, შეფ-მზა­რე­უ­ლო­ბა და საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა.

ქეთი:

- ინ­ტერ­ნე­ტით გა­მუდ­მე­ბით უყუ­რებს კუ­ლი­ნა­რი­ულ ვი­დე­ო­ებს, ვე­რაფ­რით მოვ­წყვი­ტე. სა­ო­ცა­რი ინ­ტე­რე­სი აქვს და რა ვუყო, ხომ არ ავუკ­რძა­ლავ?

გი­ორ­გი:

- უცხო ენე­ბიც მომ­წონს... მარ­ტო ინ­ტერ­ნე­ტით კი არ ვუ­ყუ­რებ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ხან­და­ხან, დედა სახ­ლში რომ არ არის, თვი­თო­ნაც ვმზა­რე­უ­ლობ. ისე, ჩი­ნუ­რი, ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი კერ­ძე­ბი მომ­წონს.

ქეთი:

- მეც მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, ის კი არა, გა­და­ღე­ბი­დან შუ­ა­ღა­მი­სას მოვ­სულ­ვარ და ხორ­ცი­ა­ნი სა­დი­ლი და­მიმ­ზა­დე­ბია ბავ­შვის­თვის... ხელ­ჩლუნ­გი კი არ ვარ...

გი­ორ­გი:

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე მკი­თხეთ და ბავ­შვო­ბა­ში ვმღე­რო­დი...

ქეთი:

- მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, გი­ორ­გის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა აქვს. სა­სუ­ლი­ე­რო სკო­ლა­ში და­დის, სა­დაც გა­ლო­ბა­საც სწავ­ლობ­და და გა­ლობ­და... მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქე­ბენ...

- მკაც­რია დედა?

- არა, ერ­თა­დერ­თი, რა­საც მუდ­მი­ვად მე­უბ­ნე­ბა და მსაყ­ვე­დუ­რობს, - საჭ­მე­ლი ჭამე!..

ქეთი:

- იმის გამო, რომ ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია, ცოტა უყუ­რა­დღე­ბოდ კი მყავს მი­ტო­ვე­ბუ­ლი იმ მხრივ, რომ გაკ­ვე­თი­ლებს არ ვი­ბა­რებ, ვენ­დო­ბი. შე­იძ­ლე­ბა ამის გამო უყუ­რა­დღე­ბო მშო­ბე­ლი და­მარ­ქვას, მაგ­რამ ძა­ლით ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ და ვერც გი­ორ­გის გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ. საზ­რი­ა­ნი ბი­ჭია, ერთ წა­კი­თხვა­ზე ით­ვი­სებს გაკ­ვე­თილს; მე­ო­რე კლა­სი­დან გაკ­ვე­თი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­ცა­დი­ნე­ობს. 6-7 წლი­დან ცურ­ვა­ზე და­დის, უყ­ვარს სპორ­ტი და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა...

გი­ორ­გი:

- დე­და­ჩე­მი დიდ ყუ­რა­დღე­ბას და მნიშ­ვე­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ადა­მი­ან­ში ზრდი­ლო­ბას და სულ მე­უბ­ნე­ბა, - არას­დროს მო­იქ­ცე ისე, რომ საყ­ვე­დუ­რი და­იმ­სა­ხუ­რო და ვინ­მემ ზრდი­ლო­ბის­კენ მო­გი­წო­დოს... ბევრ რა­მე­ში ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს...

ქეთი:

- არ მეს­მის, რა­ტომ არ­სე­ბობს ან­და­ზა: "შვი­ლი მტრუ­ლად გა­ზარ­დე, მოყ­ვა­რად გა­მო­გად­გე­ბაო". ისე­თი მიდ­გო­მა უნდა გქონ­დეს, რომ სიმ­კაც­რე, შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო არ იყოს, თუმ­ცა გი­ორ­გის­თან მი­ჩხუ­ბია კი­დეც, მაგ­რამ მის­გან პა­ტი­ვის­ცე­მა­საც ვგრძნობ, სა­ერ­თოდ კი არ ვარ ისე­თი დედა, რომ შვი­ლი დავ­ძა­ბო, მის ფსი­ქი­კას ვუფრ­თხილ­დე­ბი. ფსი­ქი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ ბავ­შვი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფსი­ქი­კით გა­ზარ­დე, რაღა გა­მო­ვი­და? ამი­ტომ ვერ ვიქ­ნე­ბი მკაც­რი დედა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ეს ბავ­შვიც ასე­თია, რო­გორც არის. კარ­გიც იცის, რა არის და ცუ­დიც...

- ქეთი, ბოლო-ბოლო "ყრდე­ლი" რა არის?

- რო­გორც ბარ­ხა­ტაშ­ვი­ლებს ვუ­თხა­რი: ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ლა­თია... ოღონდ, არ გა­მი­სინ­ჯავს და სა­ერ­თოდ, მის შე­სა­ხებ სე­რი­ა­ლი­დან პირ­ვე­ლად გა­ვი­გე. ამ ყრდელ­ზეც იმ­ხე­ლა და ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ლა­მის და­ინ­გრა...

- მერე ოლეგ თუ­რა­შა­უ­ლი რომ გა­ი­ცა­ნი იმა­ზეც...

- იმ დღეს ტაქ­სის მძღოლ­მა მიც­ნო, ლუნა არა ხარ? ჰოდა, მო­მის­მი­ნე, თქვე­ნე­ბუ­რი კაცი ვარ, მა­მის­ტო­ლა და შე­ნიშ­ვნა უნდა მოგ­ცე - ძა­ლი­ან გთხოვ, ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ა­ბა ოლე­გას­თან. ეგ კაცი არ შეგშვე­ნი­სო. ვუხ­სნი­დი, ბა­ტო­ნო, სე­რი­ა­ლია, ასე­თი რო­ლე­ბი გვაქვს-მეთ­ქი. მოკ­ლედ, არ მო­მის­მი­ნა, ბო­ლოს ისე მოხ­და, ბო­დი­შიც მო­მახ­დე­ვი­ნა და ვუ­თხა­რი, - კარ­გი, გა­მო­ვას­წო­რებ-მეთ­ქი... ასე­თე­ბიც ხდე­ბა. რა­ტომ­ღაც აგ­რე­სია ოლე­გა­ზე აქვთ და თუნ­დაც სე­რი­ალ­ში, არ უნ­დათ, რომ რამე და­უშ­ვან. ზოგი ეკ­რან­სა და რე­ა­ლო­ბას ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ ას­ხვა­ვებს, ან უბ­რა­ლოდ ასე უნდა, რომ იყოს და სე­რი­ალ­ში ცხოვ­რობს...

- რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- რად­გან სიმ­ღე­რა უზო­მოდ მიყ­ვარს, მინ­და, რომ ამ სფე­რო­ში ძა­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­სინ­ჯო, თუმ­ცა ცეკ­ვაც მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მე­ჯლი­სო, რო­მე­ლი­მე სა­ცეკ­ვაო პრო­ექ­ტში სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, არა იმი­ტომ, რომ გა­მე­მარ­ჯვა, უბ­რა­ლოდ, ცეკ­ვის ჟინი მო­მეკ­ლა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ლუნას სახელი უკვე ბრენდივით არის..." - როგორ ზრდის 14 წლის ვაჟს მარტოხელა დედა ქეთი ხუციშვილი

"ლუნას სახელი უკვე ბრენდივით არის..." - როგორ ზრდის 14 წლის ვაჟს მარტოხელა დედა ქეთი ხუციშვილი

ცნობილმა სერიალმა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოუტანა და მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა ისე, რომ კარგად ვერც გაუგია რა ხდება მის თავს... ადამიანები სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებიან, ქუჩაში აჩერებენ და კომპლიმენტებს ეუბნებიან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდ სითბოს, სიყვარულს გრძნობს...

"სადაც უნდა შევიდე, მაღაზია იქნება, აფთიაქი, ნებისმიერი დაწესებულება, - ყველგან ოვაციებით და აღტაცებით მხვდებიან... სიყვარულს მიხსნის: მოხუცი, ახალგაზრდა, სტუდენტი, მეორეკლასელი... იმ დღეს ხანშიშესულმა კაცმა გამაჩერა, ჯოხზე დაყრდნობილი ძლივს მოდიოდა, ხელზე მაკოცა, გადამეხვია და მითხრა: შვილო, მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით გიყურებთო", - ამბობს ქეთი ხუციშვილი, იგივე ლუნა მაზიაშვილი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები," რომელმაც კასპელი ქალის როლის საუკეთესო თამაშით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

"თან, სულ კურიოზებშიც ვარ, თუმცა ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში ასეთ კომენტარებსაც ვკითხულობ: "რაც უნდა ჩააცვა ამ ლუნას, "ვიდზე" მოიყვანო, "ნაშურად" გამოაწყო, ისევ ისეთი კასპელი იქნება". ასეთი შეფასება უფრო მახარებს, მადლობა მათ ავტორებს, ყველაზე კარგი კომპლიმენტებია, ე.ი. ადამიანებს რაღაც დავაჯერე, რეალური პერსონაჟი წარმოვუდგინე...

უცნაურია, მაგრამ როდესაც ადამიანები მხვდებიან, გაოცებულები მეკითხებიან, - კილოს, იმ სახასიათო ხმისა და ტემბრის გარეშე ლაპარაკი შეგიძლია? ლუნას მეძახიან და არ ვაპროტესტებ. ამ სახელმა იმხელა რაღაც მომიტანა, ის კი არა, ძალიან შემიყვარდა, უკვე ბრენდივით არის. დამიძახონ, რა მოხდა!" - გვეუბნება ქეთი.

- მოკლედ, უეცრად რაღაც დიდი "ტალღის" წინაშე აღმოჩნდი...

- კი, ასეა. არადა, ამ დროს, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, რითაც შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავს ვავნო. ჰოდა, ახლა ემოციების ფონზე, ამ "ტალღას" ვეგუები. თავიდან მიჭირდა, ლამის დეპრესია დამემართა, ვეღარ გადავხარშე, რა ხდებოდა ჩემს თავს და კიდევაც ვთქვი, გზაში ვარ და ჩემს პოპულარობას ვეწევი-მეთქი. მერე ნელ-ნელა გავითავისე, რომ ეს ყველაფერი მეტ პასუხისმგებლობას მავალებს და ამ დროს ერთადერთი, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ, სიმშვიდეა. მინდა, რომ შინაგანად მშვიდად ვიგრძნო თავი, რომ ყველაფერი დავაბალანსო, როდესაც წყნარად არ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ და აღვიქვამ.

- შენი პერსონაჟი თავიდანვე მოგეწონა?

- ძალიან, იმიტომ, რომ რთული ამოცანის წინაშე დავდექი, სხვა ადამიანის გასახიერება მიწევდა, რაც მეტ ინტერესს იწვევდა. არც ზედმეტი უნდა გამომსვლოდა და არც დამკლებოდა რამე. არადა, სამსახიობო ხელოვნების შესახებ ერთი ლექციაც არასდროს მომისმენია, შეიძლება ითქვას, რომ სამზარეულოდან გადასაღებ მოედანზე მოვხვდი, კამერების წინ, რომლის უკან 20 კაცი შემომცქეროდა, ეს ფსიქოლოგიური წნეხი იყო, მაგრამ ბავშვობიდან თამამი ვარ, ზომაზე მეტად კომუნიკაბელური და არ გამჭირვებია, როლში მაშინვე შევედი და სულ რომ 1000 კაცი მდგარიყო იქ, მაინც ვითამაშებდი. თან, ისე შევედი, რომ როლიდან ძლივს გამომიყვანეს...

- მსახიობობა შენთვის ფარული ოცნებაც არასდროს ყოფილა?

- პირდაპირ ვამბობ, მეოცნებე არ ვარ, მიწაზე სულ მყარად ვიდექი ხოლმე და ძალიან რეალური რაღაცები მიზიდავდა. მსახიობობა ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო, რომ ამაზე ფიქრი ფუჭად, დროის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, რადგანაც ვიცოდი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე ვერ გავხდებოდი და ამაზე ფიქრს ოცნებად არ ვიხდიდი.

- ოჯახმა, გარემომ ხომ არ შეგზღუდა და გათქმევინა ამაზე უარი?

- მამა ძალიან მკაცრად მზრდიდა, - რა მსახიობი და მომღერალი? - ეს ის საქმე არ არის, რითაც ცხოვრებას შეძლებ, - ამბობდა. თუმცა მოსწონდა, რომ ვმღეროდი. საერთოდ, მუსიკალური ოჯახი ვართ. დედაჩემი, რაც თავი მახსოვს, ფორტეპიანოზე, გიტარაზე უკრავდა, მღეროდა, სიმღერებს ხმებში ვშლიდით. დედას ეს ყველაფერი ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, არადა, თვითნასწავლი მუსიკოსი ეთქმის, პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტია. მოკლედ, ჩვენი მუსიკა, სიმღერა ოჯახს არ სცდებოდა და სახლში სტუმრები და სუფრები არ ილეოდა. ისე, მამასაც აბსოლუტური სმენა აქვს, შესანიშნავი ბანია. სხვათა შორის, მისი ხმა და ტემბრი მაქვს... მოკლედ, მამაჩემი მიჩვეული იყო, რომ სახლში უნდა მეკეთებინა ეს საქმე და არა სცენაზე, ამიტომაც, ხომ ვამბობ, მსახიობობაზე აღარ მიფიქრია. არადა, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, საბოლოოდ მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა... თუმცა ეს უკვე მერე და მერე მოვიდა, სანამ დამოუკიდებლობას მივაღწევდი, მანამდე ამას მამაჩემის ფაქტორის გამო ვერ ვბედავდი.

- შენს მსახიობობას როგორ შეხვდა?

- მის ახლანდელ მდგომარეობას არც ვიცი, რა ჰქვია, - გაბადრული, ბედნიერი და ამაყი დადის. სადაც მიდის, სულ ჩემზე ელაპარაკებიან და უკვე იმას ამბობს, რომ თურმე შვილს არ უნდა დაუშალო არაფერი, ის პროფესია უნდა აირჩიოს, რაც უნდა...

- ესპანური სიმღერების სიყვარული საიდან გაგიჩნდა?

- ყოველთვის, როცა მესმოდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი იყო, თითქოს მასში მეორე მე სახლობდა. მიზიდავდა, უზომოდ მომწონს "ფლამენკო", სპეციფიკურია და საყვარელი. ამიტომ, სახლში დამოუკიდებლად ვსწავლობდი, ვამუშავებდი, ვინც ახლა ჩემს ნამღერს უსმენს, სპეციალისტებს ვგულისხმობ, თავის ქება არ გამომივიდეს და მოსწონს. მოკლედ, ერთი მოსმენით შემიძლია, მაშინვე "კოპი" გავაკეთო და ზუსტად ისევე შევასრულო...

- რადგან ოჯახი ვახსენეთ, მოდი, დაზეც ვისაუბროთ, რომელმაც შენ გაპოპულარულებაში დიდი როლი ითამაშა. სოციალურ ქსელში შენი პაროდიული ვიდეო ატვირთა, რისი საშუალებითაც ცნობილ სერიალში აღმოჩნდი...

- კი, ყველგან ამას ვამბობ, რომ არა ჩემი და და მის სამზარეულოში ჩემ მიერ გარეცხილი ჭურჭელი, შესაძლოა, სერიალში არც მოვხვედრილიყავი... ისე ყველაფერში იმედს მისახავს, მაგულიანებს, მარწმუნებს, რომ შემიძლია... ჩემი მინუსი კიდევ ის არის, რომ საკუთარ შესაძლებლობაში ხანდახან ეჭვი მეპარება, ეს ბავშვობიდან მომდევს. ამიტომ ჩემი დის "ხელისკვრა" ამა თუ იმ საქმეში ყოველთვის მეხმარება.

- როგორც გავიგე, ერთი და გარდაცვლილი გყოლიათ...

- კი, სამნი ვიყავით, სამწუხაროდ, ერთი 24 წლისა, 2008 წლის 2 იანვარს, გათხოვების დღეს ტრაგიკულად გარდაიცვალა, ავტოავარია სიღნაღის გზაზე მოხდა... ამ ამბავმა ჩვენს ოჯახს დიდი მწუხარება და ტკივილი მოუტანა...

* * *

ქეთის 14 წლის შვილი ჰყავს, არის მარტოხელა დედა, დედა-შვილი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან. აი, რას ამბობს გიორგი დედაზე:

- თავიდანვე ძალიან ემოციურად და სიამაყით შევხვდი დედაჩემის ასეთ პოპულარობას. როდესაც მისი ნამღერი კლიპის სახით გავიდა, დაინგრა სოციალური ქსელი. მეგობრები მწერდნენ, ვამაყობთ, რომ დედაშენს ვიცნობთ... ემოციებში იყვნენ ჩემი მასწავლებლებიც, კლასელები, ყველას უხაროდა...

როდესაც სერიალიდან შემოთავაზება მიიღო, გამიხარდა და ვეუბნებოდი, - მიდი, მიდი, შენ ეს შეგიძლია, გააკეთებ-მეთქი, რადგანაც ვიცოდი, დედაჩემის შესაძლებლობები. სხარტი, ემოციური და ცოცხალი ადამიანია...

ქეთი:

- არადა, ჩემი შვილი ჩემგან განსხვავდება, სიმშვიდის განსახიერებაა. ყველაფერს ჩვეულებრივად, წყნარად იღებს. მიუხედავად იმისა, რომ განვსხვავდებით, მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს...

- გიორგი, შენც მსახიობობა ხომ არ გინდა?

- კულინარია, შეფ-მზარეულობა და საფრანგეთში სწავლის გაგრძელება მინდა და ამ მიმართულებით საქმიანობა.

ქეთი:

- ინტერნეტით გამუდმებით უყურებს კულინარიულ ვიდეოებს, ვერაფრით მოვწყვიტე. საოცარი ინტერესი აქვს და რა ვუყო, ხომ არ ავუკრძალავ?

გიორგი:

- უცხო ენებიც მომწონს... მარტო ინტერნეტით კი არ ვუყურებ კერძების მომზადებას, ხანდახან, დედა სახლში რომ არ არის, თვითონაც ვმზარეულობ. ისე, ჩინური, ფრანგული, იტალიური კერძები მომწონს.

ქეთი:

- მეც მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, ის კი არა, გადაღებიდან შუაღამისას მოვსულვარ და ხორციანი სადილი დამიმზადებია ბავშვისთვის... ხელჩლუნგი კი არ ვარ...

გიორგი:

- მსახიობობაზე მკითხეთ და ბავშვობაში ვმღეროდი...

ქეთი:

- მასწავლებელმა მითხრა, გიორგის აბსოლუტური სმენა აქვს. სასულიერო სკოლაში დადის, სადაც გალობასაც სწავლობდა და გალობდა... მასწავლებლები აქებენ...

- მკაცრია დედა?

- არა, ერთადერთი, რასაც მუდმივად მეუბნება და მსაყვედურობს, - საჭმელი ჭამე!..

ქეთი:

- იმის გამო, რომ ნიჭიერი ბავშვია, ცოტა უყურადღებოდ კი მყავს მიტოვებული იმ მხრივ, რომ გაკვეთილებს არ ვიბარებ, ვენდობი. შეიძლება ამის გამო უყურადღებო მშობელი დამარქვას, მაგრამ ძალით ვერაფერს გავაკეთებ და ვერც გიორგის გავაკეთებინებ. საზრიანი ბიჭია, ერთ წაკითხვაზე ითვისებს გაკვეთილს; მეორე კლასიდან გაკვეთილებს დამოუკიდებლად მეცადინეობს. 6-7 წლიდან ცურვაზე დადის, უყვარს სპორტი და სპორტული ცხოვრება...

გიორგი:

- დედაჩემი დიდ ყურადღებას და მნიშვენელობას ანიჭებს ადამიანში ზრდილობას და სულ მეუბნება, - არასდროს მოიქცე ისე, რომ საყვედური დაიმსახურო და ვინმემ ზრდილობისკენ მოგიწოდოს... ბევრ რამეში ვუგებთ ერთმანეთს...

ქეთი:

- არ მესმის, რატომ არსებობს ანდაზა: "შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარად გამოგადგებაო". ისეთი მიდგომა უნდა გქონდეს, რომ სიმკაცრე, შეურაცხყოფის მიყენება საჭირო არ იყოს, თუმცა გიორგისთან მიჩხუბია კიდეც, მაგრამ მისგან პატივისცემასაც ვგრძნობ, საერთოდ კი არ ვარ ისეთი დედა, რომ შვილი დავძაბო, მის ფსიქიკას ვუფრთხილდები. ფსიქიკა მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი დამახინჯებული ფსიქიკით გაზარდე, რაღა გამოვიდა? ამიტომ ვერ ვიქნები მკაცრი დედა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ბავშვიც ასეთია, როგორც არის. კარგიც იცის, რა არის და ცუდიც...

- ქეთი, ბოლო-ბოლო ''ყრდელი'' რა არის?

- როგორც ბარხატაშვილებს ვუთხარი: ქართული ტრადიციული სალათია... ოღონდ, არ გამისინჯავს და საერთოდ, მის შესახებ სერიალიდან პირველად გავიგე. ამ ყრდელზეც იმხელა და ისეთი ამბავი ატყდა, სოციალური ქსელი ლამის დაინგრა...

- მერე ოლეგ თურაშაული რომ გაიცანი იმაზეც...

- იმ დღეს ტაქსის მძღოლმა მიცნო, ლუნა არა ხარ? ჰოდა, მომისმინე, თქვენებური კაცი ვარ, მამისტოლა და შენიშვნა უნდა მოგცე - ძალიან გთხოვ, ურთიერთობა არ გააბა ოლეგასთან. ეგ კაცი არ შეგშვენისო. ვუხსნიდი, ბატონო, სერიალია, ასეთი როლები გვაქვს-მეთქი. მოკლედ, არ მომისმინა, ბოლოს ისე მოხდა, ბოდიშიც მომახდევინა და ვუთხარი, - კარგი, გამოვასწორებ-მეთქი... ასეთებიც ხდება. რატომღაც აგრესია ოლეგაზე აქვთ და თუნდაც სერიალში, არ უნდათ, რომ რამე დაუშვან. ზოგი ეკრანსა და რეალობას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ან უბრალოდ ასე უნდა, რომ იყოს და სერიალში ცხოვრობს...

- რა გეგმები გაქვს?

- რადგან სიმღერა უზომოდ მიყვარს, მინდა, რომ ამ სფეროში ძალები სერიოზულად მოვსინჯო, თუმცა ცეკვაც მიყვარს, განსაკუთრებით სამეჯლისო, რომელიმე საცეკვაო პროექტში სიამოვნებით ჩავერთვებოდი, არა იმიტომ, რომ გამემარჯვა, უბრალოდ, ცეკვის ჟინი მომეკლა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE