პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
"ადევნება" კანონით დასჯადი ხდება
"ადევნება" კანონით დასჯადი ხდება

"სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" ახა­ლი ცნე­ბა - "ადევ­ნე­ბა" შე­მო­დის, რო­მე­ლიც დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი და­ამ­ტკი­ცა, რომ­ლის მი­ზა­ნია ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ქალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი 20-მდე კა­ნონს ეხე­ბა, მათ შო­რის, "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" შე­მო­დის ახა­ლი ცნე­ბა - "ადევ­ნე­ბა", რო­მე­ლიც დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, "ადევ­ნე­ბა" გა­ნი­სა­ზღვრე­ბა რო­გორც პი­რა­დად ან მე­სა­მე პი­რის მეშ­ვე­ო­ბით პი­რის, მისი ოჯა­ხის წევ­რის ან სხვა ახლო ნა­თე­სა­ვის არა­კა­ნო­ნი­ე­რი თვალ­თვა­ლი, ასე­ვე არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო, ელექტრო­ნუ­ლი ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით; მუ­ქა­რა, რაც აი­ძუ­ლებს პირს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლოს ცხოვ­რე­ბის წესი. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ეს ქმე­დე­ბა ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით დას­ჯა­დი ხდე­ბა.

გარ­და ამი­სა, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აბორ­ტის იძუ­ლე­ბას­თან ერ­თად, რო­მელ­საც "სის­ხლის სა­მარ­თლის მოქ­მე­დი კო­დექ­სი" და­ნა­შა­უ­ლად გა­ნი­ხი­ლავს, დას­ჯა­დი ხდე­ბა იძუ­ლე­ბით სტე­რი­ლი­ზა­ცი­აც. კო­დექსს ემა­ტე­ბა მუხ­ლი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იძუ­ლე­ბი­თი სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის­თვის, შე­სა­ბა­მის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­თან ერ­თად.

"ადევნება" კანონით დასჯადი ხდება

"ადევნება" კანონით დასჯადი ხდება

"სისხლის სამართლის კოდექსში" ახალი ცნება - "ადევნება" შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს ეხება, მათ შორის, "სისხლის სამართლის კოდექსში" შემოდის ახალი ცნება - "ადევნება", რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ცვლილებების თანახმად, "ადევნება" განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც "სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი" დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებით სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისთვის, შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ