პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატები?
რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატები?

მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ოთხი დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­თა ასა­კი 32-33 წე­ლია. ოთხი­ვე მათ­გა­ნი - თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, სო­ფიო კი­ლა­ძე, ზაზა გა­ბუ­ნია და ცოტ­ნე ზუ­რა­ბი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

2016 წლის 31 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან არის დე­პუ­ტა­ტი, თბი­ლის­ში, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე 136 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას ფლობს.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე მას 5 000 ლარი ჰქონ­და. ამა­ვე ბან­კში აღე­ბუ­ლი 135 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის იპო­თე­კუ­რი სეს­ხის წლი­ურ­მა გა­სა­ვალ­მა კი 23 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­სა­ვალს, გა­სუ­ლი წლის 1 იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჩუ­გოშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვალ­მა 52 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე - გი­ორ­გი მი­ხა­ნაშ­ვი­ლი და შვი­ლი - ნინო მი­ხა­ნაშ­ვი­ლი. 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი მე­უღ­ლის ხელ­ფას­მა 42 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

ზაზა გა­ბუ­ნია - გა­სუ­ლი წლის 25 ოქ­ტომ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­ბუ­ნია ფლობს 255 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს მცხე­თა­ში, მი­საქ­ცი­ელ­ში. ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია 2003 წლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა - ლექ­სუ­სი GX. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე გა­ბუ­ნი­ას 0.97 ლარი ერი­ცხე­ბო­და.

დე­პუ­ტა­ტო­ბამ­დე გა­ბუ­ნია ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი იყო და აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 56 160 ლარი შე­ად­გი­ნა. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კი 89 060 ლარი იყო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატები?

რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატები?

მე-9 მოწვევის პარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა ოთხი დეპუტატია, რომელთა ასაკი 32-33 წელია. ოთხივე მათგანი - თამარ ჩუგოშვილი, სოფიო კილაძე, ზაზა გაბუნია და ცოტნე ზურაბიანი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობენ პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლები.

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან არის დეპუტატი, თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე 136 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ფლობს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე მას 5 000 ლარი ჰქონდა. ამავე ბანკში აღებული 135 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხის წლიურმა გასავალმა კი 23 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოსავალს, გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩუგოშვილის შემოსავალმა 52 000 ლარი შეადგინა.

თამარ ჩუგოშვილს ჰყავს მეუღლე - გიორგი მიხანაშვილი და შვილი - ნინო მიხანაშვილი. 2016 წლის განმავლობაში მისი მეუღლის ხელფასმა 42 000 ლარი შეადგინა.

ზაზა გაბუნია - გასული წლის 25 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გაბუნია ფლობს 255 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, მისაქციელში. ასევე მის საკუთრებაშია 2003 წლის მსუბუქი ავტომანქანა - ლექსუსი GX. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე გაბუნიას 0.97 ლარი ერიცხებოდა.

დეპუტატობამდე გაბუნია ნაძალადევის რაიონის გამგებელი იყო და აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის განმავლობაში 56 160 ლარი შეადგინა. თბილისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე კი 89 060 ლარი იყო.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."