სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა მაგდა პაპიძის საჩივართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა მაგდა პაპიძის საჩივართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მსჯავ­რდე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის სა­ჩივ­რის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო გან­მარ­ტავს, რომ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი ემ­ყა­რე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, ხოლო და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი იყო კა­ნო­ნი­ე­რი.

"ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და 2016 წლის 4 ივ­ლისს მაგ­და პა­პი­ძე ერ­თხმად სცნო დამ­ნა­შა­ვედ ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის, კერ­ძოდ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი­სა და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111-109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქ.თბი­ლის­ში, გ.ფე­რა­ძის ქუჩა N6-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის N10 ოთახ­ში მაგ­და პა­პი­ძემ თა­ვის არე­ში უროს რამ­დე­ნი­მე ჩარ­ტყმით გან­ზრახ მოკ­ლა მე­უღ­ლე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლი და გა­გუ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი, 5 წლის თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლი, რის შემ­დე­გაც ცხედ­რე­ბი ეზო­ში გა­ი­ტა­ნა და შე­ე­ცა­და წა­ე­შა­ლა და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი.

2016 წლის 06 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა და მო­სა­მარ­თლემ მაგ­და პა­პი­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნუ­სა­ზღვრა უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი იქნა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც დაც­ვის მხა­რე ითხოვ­და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტის გა­უქ­მე­ბას, საქ­მის დაბ­რუ­ნე­ბას ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვი­სათ­ვის და და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის გა­უქ­მე­ბას.

ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რის შე­სა­გე­ბელ­ში მი­უ­თი­თებ­და, რომ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი ემ­ყა­რე­ბო­და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­ულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და იყო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, ხოლო და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლი იყო კა­ნო­ნი­ე­რი, შე­სა­ბა­მი­სად არ არ­სე­ბობ­და ვერ­დიქ­ტის გა­უქ­მე­ბის და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ დაც­ვის მხა­რის სა­ჩი­ვა­რი და­უშ­ვებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პროკურატურა მაგდა პაპიძის საჩივართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა მაგდა პაპიძის საჩივართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

საგამოძიებო ორგანო განმარტავს, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი.

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2016 წლის 4 ივლისს მაგდა პაპიძე ერთხმად სცნო დამნაშავედ ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ.ფერაძის ქუჩა N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N10 ოთახში მაგდა პაპიძემ თავის არეში უროს რამდენიმე ჩარტყმით განზრახ მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა არასრულწლოვანი შვილი, 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც ცხედრები ეზოში გაიტანა და შეეცადა წაეშალა დანაშაულის კვალი.

2016 წლის 06 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სასჯელის დანიშვნის სხდომა და მოსამართლემ მაგდა პაპიძეს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ზემოაღნიშნული განაჩენი გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე ითხოვდა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის და დანიშნული სასჯელის გაუქმებას.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებდა, რომ მაგდა პაპიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტი ემყარებოდა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და იყო დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი იყო კანონიერი, შესაბამისად არ არსებობდა ვერდიქტის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ