პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - ზურა ყიფშიძე
წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - ზურა ყიფშიძე

მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თო მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბი­სა, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის შემ­ხედ­ვა­რე, სა­ზე­ი­მოს ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ და შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი წელი მათ საყ­ვა­რელ ღდე­სას­წა­ულ­თა შო­რის, ნამ­დვი­ლად არ არის. მათ შო­რი­საა მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძე, რო­მელ­საც სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ებ­სა და მო­გო­ნე­ბებ­თან ერ­თად, არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო და მის­ტი­კურ სა­კი­თხზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აპი­რებთ დღე­სას­წა­უ­ლის შეხ­ვედ­რას?

- ახალ წელს ყო­ველ­თვის ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ვხვდე­ბით და შემ­დეგ ყვე­ლა თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­დის. თუმ­ცა, ჩემ­თვის ამ წლის ბოლო კვი­რე­ბი იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი იყო, რომ ეხლა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ და ალ­ბათ, სახ­ლში ვიჯ­დე­ბი. წლე­ვან­დელ ახალ წელს, პირ­ვე­ლად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი მოვ­ლე­ნა ხდე­ბა - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფხი­ზე­ლი ვიქ­ნე­ბი (იცი­ნის). შე­სა­ბა­მი­სად, არც ნა­ბა­ხუ­სე­ვი შე­მა­წუ­ხებს, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. არ­ცერთ ახალ წელს არ ვყო­ფილ­ვარ ფხი­ზე­ლი (იცი­ნის). საქ­მე ისაა, რომ ადა­მი­ან­მა ოდეს­მე ხომ უნდა მი­ხე­დო ჯან­მრთე­ლო­ბას და ისე და­ემ­თხვა, ახლა ვმკურ­ნა­ლობ, ამი­ტომ, და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

- წლე­ბის წი­ნან­დე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გა­იხ­სე­ნეთ, როცა ამ დღე­სას­წა­ულს თა­ვი­სე­ბუ­რი სი­გი­ჟე­ე­ბი ახ­ლდა.

- ერთ წე­ლი­წადს ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი. მა­შინ ძა­ლი­ან დიდ ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი, გი­ორ­გო­ბა დღეს და რამ­დე­ნი­მე თვე ვერ ვინ­ძრე­ო­დი. მორ­გი­დან ამო­მათ­რი­ეს. უი, ეს ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლა და პატ­რო­ნიც ჰყო­ლი­აო. სის­ხლი­ან, ტა­ლა­ხი­ან სა­ხე­ზე "ზე­ლი­ონ­კა" გა­და­მის­ვეს და ისეთ დღე­ში ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის წევ­რებს ჩემს და­ნახ­ვა­ზე გული გა­უს­კდათ. ეს 90-იან წლებ­ში იყო და ის წლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბას, ომს და ათას­გვარ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა. ახალ წელს შე­ფუ­თულ კარ­ტო­ფილს ვწვავ­დით და ინ­და­უ­რიც ის იყო და გო­ჭიც. მა­შინ, როცა ახ­ლობ­ლე­ბი ომში იღუ­პე­ბოდ­ნენ, არა მგო­ნია, ვინ­მეს სა­ზე­ი­მოდ ჰქო­ნო­და საქ­მე. ადრე ან­ტი­საბ­ჭო­თა ელე­მენ­ტად ვით­ვლე­ბო­დი და იმ წარ­სულს ვერ ვი­ტან­დი.

- ჰი­პო­ბის წლე­ბი გა­იხ­სე­ნეთ და რო­გორც ვიცი, იმ წლებ­ში, პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი მო­დე­ლი და ბა­ლე­რო­ნიც იყა­ვით...

- ბა­ლე­რო­ნი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ, მიყ­ვარ­და ცეკ­ვა, მიყ­ვარ­და და გა­მომ­დი­ო­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ამ­ბობ­დნენ. თან, მოს­კო­ვის ინ­სტი­ტუ­ტში ისეთ დო­ნე­ზე ვსწავ­ლობ­დი, მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ: შენ შე­იძ­ლე­ბა, დიდ თე­ატ­რში და­ი­წყო ცეკ­ვაო (იცი­ნის). მერე გე­რა­სი­მოვ­მა მთე­ლი კურ­სი გა­დაგ­ვი­ღო თა­ვის ფილმში "დე­დე­ბი და შვი­ლე­ბი", რო­გორც კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტის მოყ­ვა­რუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დე­ლო­ბას, მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ესეც ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტი იყო. მო­დელ კაცს სხვა რა­მის­კენ მი­ნიშ­ნე­ბად აღიქ­ვამ­დნენ, რაც სას­წა­უ­ლად მი­აჩ­ნდათ. მერე მიხ­ვდნენ, რომ მას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან.

- და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო კო­მუ­ნის­ტებ­თან პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გქმნი­ათ?

- მახ­სოვს, მე და თე­მურ ჭი­ლა­ძეს, რო­მე­ლიც კარ­გად იცით თვითმფრი­ნა­ვის ამ­ბე­ბი­დან (თუმ­ცა მა­შინ ჯერ მღვდე­ლი არ იყო, ჰი­პებს გვწი­ნამ­ძღო­ლობ­და) გვი­ჭერ­დნენ გრძე­ლი თმის თუ ჯინ­სე­ბის გამო და გვახ­რჩობ­დნენ, გვა­წა­მებ­დნენ. გვთხოვ­დნენ, გვეთ­ქვა, ვინ იდგა ჩვენ უკან.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - ზურა ყიფშიძე

წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - ზურა ყიფშიძე

მიუხედავად საერთო მხიარულებისა და სადღესასწაულო განწყობისა, რომელიც ახალი წლის მოახლოებითაა გამოწვეული, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რთული სოციალური ფონის შემხედვარე, საზეიმოს ვერაფერს ხედავენ და შესაბამისად, ახალი წელი მათ საყვარელ ღდესასწაულთა შორის, ნამდვილად არ არის. მათ შორისაა მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელსაც საახალწლო ტრადიციებსა და მოგონებებთან ერთად, არაერთ საინტერესო და მისტიკურ საკითხზეც ვესაუბრეთ.

- ოჯახურ გარემოში აპირებთ დღესასწაულის შეხვედრას?

- ახალ წელს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ვხვდებით და შემდეგ ყველა თავის მეგობრებთან ერთად მიდის. თუმცა, ჩემთვის ამ წლის ბოლო კვირები იმდენად დატვირთული იყო, რომ ეხლა ძალიან დაღლილი ვარ და ალბათ, სახლში ვიჯდები. წლევანდელ ახალ წელს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მოვლენა ხდება - აბსოლუტურად ფხიზელი ვიქნები (იცინის). შესაბამისად, არც ნაბახუსევი შემაწუხებს, რაც ძალიან მიხარია. არცერთ ახალ წელს არ ვყოფილვარ ფხიზელი (იცინის). საქმე ისაა, რომ ადამიანმა ოდესმე ხომ უნდა მიხედო ჯანმრთელობას და ისე დაემთხვა, ახლა ვმკურნალობ, ამიტომ, დალევა არ შეიძლება.

- წლების წინანდელი თავგადასავლები გაიხსენეთ, როცა ამ დღესასწაულს თავისებური სიგიჟეები ახლდა.

- ერთ წელიწადს ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. მაშინ ძალიან დიდ ავარიაში მოვყევი, გიორგობა დღეს და რამდენიმე თვე ვერ ვინძრეოდი. მორგიდან ამომათრიეს. უი, ეს ცოცხალი ყოფილა და პატრონიც ჰყოლიაო. სისხლიან, ტალახიან სახეზე "ზელიონკა" გადამისვეს და ისეთ დღეში ვიყავი, ოჯახის წევრებს ჩემს დანახვაზე გული გაუსკდათ. ეს 90-იან წლებში იყო და ის წლები გაჭირვებას, ომს და ათასგვარ სირთულეს უკავშირდება. ახალ წელს შეფუთულ კარტოფილს ვწვავდით და ინდაურიც ის იყო და გოჭიც. მაშინ, როცა ახლობლები ომში იღუპებოდნენ, არა მგონია, ვინმეს საზეიმოდ ჰქონოდა საქმე. ადრე ანტისაბჭოთა ელემენტად ვითვლებოდი და იმ წარსულს ვერ ვიტანდი.

- ჰიპობის წლები გაიხსენეთ და როგორც ვიცი, იმ წლებში, პირველი მამაკაცი მოდელი და ბალერონიც იყავით...

- ბალერონი არ ვყოფილვარ. უბრალოდ, მიყვარდა ცეკვა, მიყვარდა და გამომდიოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. თან, მოსკოვის ინსტიტუტში ისეთ დონეზე ვსწავლობდი, მეხუმრებოდნენ: შენ შეიძლება, დიდ თეატრში დაიწყო ცეკვაო (იცინის). მერე გერასიმოვმა მთელი კურსი გადაგვიღო თავის ფილმში "დედები და შვილები", როგორც კლასიკური ბალეტის მოყვარული მოცეკვავეები. რაც შეეხება მოდელობას, მაშინ პატარა ვიყავი და ესეც ერთგვარი პროტესტი იყო. მოდელ კაცს სხვა რამისკენ მინიშნებად აღიქვამდნენ, რაც სასწაულად მიაჩნდათ. მერე მიხვდნენ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს გარკვეულ მიმართულებებთან.

- დაუმორჩილებლობის გამო კომუნისტებთან პრობლემები არ შეგქმნიათ?

- მახსოვს, მე და თემურ ჭილაძეს, რომელიც კარგად იცით თვითმფრინავის ამბებიდან (თუმცა მაშინ ჯერ მღვდელი არ იყო, ჰიპებს გვწინამძღოლობდა) გვიჭერდნენ გრძელი თმის თუ ჯინსების გამო და გვახრჩობდნენ, გვაწამებდნენ. გვთხოვდნენ, გვეთქვა, ვინ იდგა ჩვენ უკან.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი