მსოფლიო
მოზაიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად
2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად

წელს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი 801 302 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, თუმ­ცა თან­ხე­ბის ზრდას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა, თუ თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

Ambebi.ge-მ თბი­ლი­სის მე­რი­ას მი­მარ­თა და იმ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სთხო­ვა, რის გა­კე­თე­ბა­საც მე­რია მო­მა­ვალ წელს გეგ­მავს. ყვე­ლა­ზე დიდ ხარ­ჯებს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა, აღ­დგე­ნა და მოვ­ლა-შე­კე­თე­ბის­თვის და­ხარ­ჯავს. მე­რი­ას 2017 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ამის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 85,5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის დამ­ტკი­ცე­ბულ ბი­უ­ჯეტ­თან (78,7 მლნ) შე­და­რე­ბით 6.8 მლნ ლა­რით მე­ტია.

2017 წელს, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა 600-მდე მი­სა­მარ­თზე, მათ შო­რის, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ავ­ლაბ­რის მეტ­რო­დან ჯორჯ ბუ­შის ქუ­ჩამ­დე არ­სე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი, პე­კი­ნის ქუჩა, ფე­იქ­რე­ბის ქუჩა, ბარ­ნო­ვი, ნუ­ცუ­ბი­ძე, ჩარ­გლის ქუჩა და სხვ.

ლა­გუ­ნა ვე­რეს მიმ­დე­ბა­რედ ჩა­ტარ­დე­ბა გზის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც რო­გორც მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ხელს შე­უ­წყობს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დატ­ვირ­თუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის გან­ტვირ­თვას და მოძ­რა­ო­ბის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბას გაზ­რდის.

გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-აღ­დგე­ნა-რე­კონ­სტრუქ­ცია, რის­თვი­საც 2017 წელს 24 064,2 ათა­სი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. 2017 წელს ქა­ლა­ქის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა. ეს არის ვაშ­ლი­ჯვრი­დან გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რე ჩა­მო­მა­ვა­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს გა­დატ­ვირ­თუ­ლი გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის სა­ცო­ბე­ბის გან­გან­ტვირ­თვას - ეს ად­გი­ლი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ რთულ მო­ნაკ­ვეთს ქა­ლაქ­ში და ახა­ლი ეს­ტა­კა­და ამ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­ცი­ლე­ბით მარ­ტივს გახ­დის.

მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის ქუჩა წარ­მო­ად­გენს ორ­მხრი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის გზას, გამ­ყო­ფი ზო­ლით და თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 სა­მოძ­რაო ზო­ლით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პი­კის სა­ა­თებ­ში ქუჩა ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია და მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე მკვეთ­რად ეცე­მა, მცირ­დე­ბა ქუ­ჩის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ამას ემა­ტე­ბა ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბი­დან შეკ­რე­ბი­ლი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს შე­ერ­წყმე­ბი­ან სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და გა­მო­დის გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე ერთ დო­ნე­ში, ერთი ზო­ლით თბი­ლის­ში მი­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტი შე­ერ­წყმე­ბა და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლის­ში მო­მა­ვალ ნა­კადს გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩით, ხოლო და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დი, მრა­ვა­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი წერ­ტი­ლის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლია ელო­დოს კვან­ძის გან­ტვირ­თვას, ძა­ლი­ან სწრა­ფად იქ­მნე­ბა სა­ცო­ბი და სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის მწკრი­ვი გრძელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მეტრზე (მი­უ­ხე­და­ვად მო­წყო­ბი­ლი შუქ­ნიშ­ნი­სა).

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღის წეს­რიგ­ში დად­გა აღ­ნიშ­ნულ გა­დაკ­ვე­თა­ზე ორ­დო­ნი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის მო­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ცალ­მხრი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის ორ­დო­ნი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბი­დან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ნა­კა­დი ეს­ტა­კა­დის (გზა­გამ­ტა­რის) მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ივ­ლის გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩას, შე­ერ­წყმე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე მოძ­რავ სატ­რან­სპორ­ტო ნა­კადს, ხოლო ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბი­დან თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის ერთი ზოლი შე­ერ­წყმე­ბა და­სავ­ლე­თი­დან თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვალ სატ­რან­სპორ­ტო ნა­კადს გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე, ამით მო­იხ­სნე­ბა კვან­ძის შუქ­ნიშ­ნე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და გა­იზ­რდე­ბა კვან­ძის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

ამას­თან, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ხი­დე­ბის აღ­დგე­ნა-რე­კონ­სტრუქ­ცია, მათ შო­რის, მდი­ნა­რე ვე­რე­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­თან არ­სე­ბუ­ლი ვან­ტუ­რი ხი­დის 1 რე­კონ­სტრუქ­ცია, მდი­ნა­რე დიღ­მუ­ლა­ზე მტკვრის შე­სარ­თავ­თან მდე­ბა­რე ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მდი­ნა­რე მტკვარ­ზე ორ­თა­ჭალ­ჰე­სის ხიდი-აკ­ვე­დუ­კის რე­კონ­სტრუქ­ცია და ა.შ.

მო­მა­ვალ წელს ასე­ვე იგეგ­მე­ბა სა­ნი­აღ­ვრე და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლე­ბის მო­წყო­ბა-რე­კონ­სტრუქ­ცია, სა­ნი­აღ­ვრე კო­ლექ­ტო­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მა­გა­ლი­თად, კა­ი­როს და­სახ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ამით ად­გი­ლობ­რი­ვებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბა.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად

2017 წელს თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურა იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მძღოლებს და რას გეგმავს მერია საცობების განსატვირთად

წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 801 302 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა თანხების ზრდას მნიშვნელობა არ ექნება, თუ თბილისის მაცხოვრებლებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდება.

Ambebi.ge-მ თბილისის მერიას მიმართა და იმ კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი სთხოვა, რის გაკეთებასაც მერია მომავალ წელს გეგმავს. ყველაზე დიდ ხარჯებს დედაქალაქის მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის დახარჯავს. მერიას 2017 წლის ბიუჯეტში ამისთვის განსაზღვრული აქვს 85,5 მლნ ლარი, რაც 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (78,7 მლნ) შედარებით 6.8 მლნ ლარით მეტია.

2017 წელს, დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა, ბარნოვი, ნუცუბიძე, ჩარგლის ქუჩა და სხვ.

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც როგორც მერიაში აცხადებენ, ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

განხორციელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 064,2 ათასი ლარი დაიხარჯება. 2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობების განგანტვირთვას - ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის.

მარშალ გელოვანის ქუჩა წარმოადგენს ორმხრივი მიმართულების გზას, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლით, მიუხედავად ამისა, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმებიან სარაჯიშვილის ქუჩაზე და გამოდის გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში, ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი, მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი გრძელდება რამდენიმე ასეულ მეტრზე (მიუხედავად მოწყობილი შუქნიშნისა).

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აღნიშნულ გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის აუცილებლობა. ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომლის მეშვეობითაც ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას, შეერწყმება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე, ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.

ამასთან, განხორციელდება ქალაქში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის 1 რეკონსტრუქცია, მდინარე დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და ა.შ.

მომავალ წელს ასევე იგეგმება სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქცია, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, კაიროს დასახლებაში განხორციელდება მასშტაბური სამუშაოები და ამით ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება.

ჯონი პატარკაციშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი