პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ
"სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ

რამ­დე­ნი­მე დღეა თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია მოქ­ცე­უ­ლი, - რუ­სე­თის ელჩი ან­დრეი კარ­ლო­ვი მოკ­ლეს რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით "თურ­ქე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი რუ­სე­თი".

თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სუ­ლე­მან სო­უ­ლუს თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, რო­მე­ლიც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ან­კა­რას პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლურ და­ნა­ყოფ­ში მუ­შა­ობ­და. ის 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მევ­ლუტ მერტ ალ­ტინ­ტა­სია.

"დი­დე­ბა ალაჰს. არ და­ი­ვი­წყოთ ალე­პო! არ და­ი­ვი­წყოთ სი­რია!", - და­იყ­ვი­რა მან არა­ბუ­ლად, რის შემ­დე­გაც, თვითმხილ­ველ­თა თქმით, მი­ნი­მუმ 8 გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პირი... 22 წლის თავ­დამ­სხმე­ლი, ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მოკ­ლეს. ელ­ჩის მკვლე­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ, ასე­ვე და­ა­კა­ვეს მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც...

ან­დრეი კარ­ლო­ვი 62 წლის რუსი დიპ­ლო­მა­ტი იყო, რო­მე­ლიც 2001-2006 წლებ­ში რუ­სეთს ფხე­ნი­ან­ში წარ­მო­ად­გენ­და. 2013 წლებ­ში კი, თურ­ქეთ­ში გა­ამ­წე­სეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის თურ­ქე­თის აფხა­ზურ დი­ას­პო­რა­სა და აფხა­ზე­თის ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბას აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს...

თურ­ქუ­ლი მე­დია ასე­ვე წერს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი, რუ­სე­თის ელ­ჩის მკვლე­ლო­ბის უკან, ფე­ტუ­ლა გი­უ­ლე­ნის მო­კავ­ში­რე­ებს ეძე­ბენ, რად­გან მკვლე­ლი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რის მიმ­დე­ვა­რი იყო. ამ ვერ­სი­ას იზი­ა­რებს "რო­ი­ე­ტერ­სიც", რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, ერთ-ერთი თურ­ქი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მკვლე­ლის კავ­ში­რებ­ზე გი­უ­ლე­ნის მიმ­დევ­რებ­თან, რომ­ლებ­საც "გი­უ­ლე­ნის­ტე­ბის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას", ხში­რად, "ფე­ტოს" უწო­დე­ბენ.

თა­ვის მხრივ, ფე­ტუ­ლა გი­უ­ლე­ნი, რო­მელ­მაც თურ­ქე­თი 1999 წელს და­ტო­ვა და მას შემ­დეგ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში) ცხოვ­რობს, ბრალ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო... თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა ფე­ტუ­ლა გი­უ­ლენს 2016 წლის ივ­ლის­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ ბრალ­დე­ბა­საც უარ­ყოფს...

"რა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხი?" - ამ სა­თა­უ­რით რუს­მა პო­ლი­ტო­ლო­გებ­მა და ბლო­გე­რებ­მა არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. პო­ლი­ტო­ლო­გი ვი­ა­ჩეს­ლავ და­ნი­ლო­ვი წერს, რომ ეს არის "სიმ­ბო­ლუ­რი მსხვერ­პლი" რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. მისი თქმით, მკვლე­ლი არ იყო ჰი­ჯაბ­ში, მას არც ნი­ღა­ბი ჰქონ­და და არც სამ­ხედ­რო კა­მუფ­ლა­ჟი ეცვა, არც "კა­ლაშ­ნი­კო­ვი­დან" უს­ვრია. "ახალ­გაზ­რდა, მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი ბიჭი ჩვე­უ­ლებ­რივ პი­ჯაკ­სა და ჰალ­სტუხ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. და ეს ნიშ­ნავს, რომ ასე გა­მო­წყო­ბილ ახალ­გაზ­რდა მკვლელს შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ოფის­შიც შეხ­ვდე,"- წერს და­ნი­ლო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, სა­ნამ ან­კა­რის პო­ლი­ცია მის პი­რად მო­ნა­ცე­მებს არ­კვევს, შე­საძ­ლოა, ერთ დღე­საც სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­ვიღ­ვი­ძოთ, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ­მა ტე­რორ­მა უკვე "რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი" სახე მი­ი­ღო.

გას­რო­ლის შემ­დეგ, სა­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გონს მო­ე­გე­ბო­და, ახალ­გაზ­რდა კაც­მა, ხელი მაღ­ლა აღ­მარ­თა და და­იყ­ვი­რა: - "არ და­ი­ვი­წყოთ ალე­პო, არ და­ვი­წყოთ სი­რია! სა­ნამ სი­რი­ე­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან და­ცულ­ნი, არც თქვენ იქ­ნე­ბით და­ცუ­ლი... იქ თქვენ ხო­ცავთ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვებს, ამი­ტომ, თქვენ მოკ­ვდე­ბით აქ. მე აქე­დან ცო­ცხა­ლი ვერ გა­ვალ, მაგ­რამ არ მინ­და კი­დევ ვინ­მე და­ზა­რალ­დეს", - და­იყ­ვი­რა მან. ამის შემ­დეგ და­ი­წყო მას­სა და სა­მარ­თლამ­დც­ვე­ლებს შო­რის ორ­მხრი­ვი სრო­ლა...

რუსი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ვერ­სია, თით­ქოს ის შე­უ­რა­ცხა­დი იყო, რად­გან სრო­ლის შემ­დეგ, შეშ­ლი­ლი­ვით ყვი­რო­და, მცდა­რია. მას ეს მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ და კარ­გად ჰქონ­და მო­ფიქ­რე­ბუ­ლი. მას იზ­მი­რის პო­ლი­ცი­ის სკო­ლა ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სპეც­რაზმში მუ­შა­ობ­და. "იქ კი გი­ჟებს არ ამუ­შა­ვე­ბენ, მით უფრო, რომ თურ­ქე­თი არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რო­რიზ­მის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს..."

თურ­ქულ მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მევ­ლუტ მერტ ალ­ტინ­ტა­სი, რო­მე­ლიც თით­ქოს თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვეს, არც ისე დიდი ხნის წინ, რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის დაც­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმ დღეს, თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის მიერ სი­რი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია გა­ი­მარ­თა, - სპეც­რაზ­მის ჯაჭვში დგას ალ­ტინ­ტა­სიც. (ინ­ტერ­ნეტ­ში ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტოც გავ­რცელ­და). ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თავ­დამ­სხმელ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ნო­მე­რი და­ჯავ­შნა, სა­ი­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­თა­რე­ბას დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობ­და.

თურ­ქულ მე­დი­ა­ში ასე­ვე წე­რენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კამ იმა­ტა, რად­გან ტე­რო­რის­ტებ­მა მოქ­მე­დე­ბის მე­თო­დე­ბი გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეს...

რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ კი­თხვას, რა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის პა­სუ­ხი, - სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი" რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გავ­ლე­ნის მო­სახ­დე­ნად იყო მი­მარ­თუ­ლი. ასე­ვე, მათი მი­ზა­ნი იყო, ხელი შე­ე­შა­ლა სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტის გა­და­წყვე­ტის­თვის, თუმ­ცა, პუ­ტი­ნის თქმით, რუ­სე­თი "ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას" გა­აძ­ლი­ე­რებს... რუსი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ეს არის რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია, რა­საც მე­ო­რე მხა­რის­გან აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა "არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი", ჰალ­სტუ­ხი­ა­ნი ან უჰალ­სტუ­ხო ბი­ჭე­ბის სა­ხით, რო­მე­ლიც ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდნენ და არის თუ არა რუ­სე­თი ამის­თვის მზად, სხვა სა­კი­თხია...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

"სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ

"სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ

რამდენიმე დღეა თურქეთში მომხდარი მკვლელობა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, - რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს რუსეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე, სახელწოდებით "თურქების თვალით დანახული რუსეთი".

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულემან სოულუს თქმით, თავდამსხმელი პოლიციელი იყო, რომელიც ორი წლის განმავლობაში ანკარას პოლიციის სპეციალურ დანაყოფში მუშაობდა. ის 1994 წელს დაბადებული მევლუტ მერტ ალტინტასია.

"დიდება ალაჰს. არ დაივიწყოთ ალეპო! არ დაივიწყოთ სირია!", - დაიყვირა მან არაბულად, რის შემდეგაც, თვითმხილველთა თქმით, მინიმუმ 8 გასროლა განახორციელა. დაშავებულია რამდენიმე პირი... 22 წლის თავდამსხმელი, ორმხრივი სროლისას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ელჩის მკვლელის ლიკვიდაციის შემდეგ, ასევე დააკავეს მისი ოჯახის წევრებიც...

ანდრეი კარლოვი 62 წლის რუსი დიპლომატი იყო, რომელიც 2001-2006 წლებში რუსეთს ფხენიანში წარმოადგენდა. 2013 წლებში კი, თურქეთში გაამწესეს. ადგილობრივი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თურქეთის აფხაზურ დიასპორასა და აფხაზეთის ადგილობრივ მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამყარებას აქტიურად უჭერდა მხარს...

თურქული მედია ასევე წერს, რომ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები, რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან, ფეტულა გიულენის მოკავშირეებს ეძებენ, რადგან მკვლელი ამერიკაში მცხოვრები სასულიერო ლიდერის მიმდევარი იყო. ამ ვერსიას იზიარებს "როიეტერსიც", რომლის ინფორმაციითაც, ერთ-ერთი თურქი ოფიციალური პირის თქმით, გამოძიებამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელში მკვლელის კავშირებზე გიულენის მიმდევრებთან, რომლებსაც "გიულენისტების ტერორისტულ ორგანიზაციას", ხშირად, "ფეტოს" უწოდებენ.

თავის მხრივ, ფეტულა გიულენი, რომელმაც თურქეთი 1999 წელს დატოვა და მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებში (პენსილვანიაში) ცხოვრობს, ბრალდებას გამოეხმაურა და ის კატეგორიულად უარყო... თურქეთის მთავრობა ფეტულა გიულენს 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშიც ადანაშაულებს, თუმცა სასულიერო პირი ამ ბრალდებასაც უარყოფს...

"რა იქნება ჩვენი პასუხი?" - ამ სათაურით რუსმა პოლიტოლოგებმა და ბლოგერებმა არაერთი მოსაზრება გამოაქვეყნეს. პოლიტოლოგი ვიაჩესლავ დანილოვი წერს, რომ ეს არის "სიმბოლური მსხვერპლი" რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, მკვლელი არ იყო ჰიჯაბში, მას არც ნიღაბი ჰქონდა და არც სამხედრო კამუფლაჟი ეცვა, არც "კალაშნიკოვიდან" უსვრია. "ახალგაზრდა, მაღალი, გამხდარი ბიჭი ჩვეულებრივ პიჯაკსა და ჰალსტუხში იყო გამოწყობილი. და ეს ნიშნავს, რომ ასე გამოწყობილ ახალგაზრდა მკვლელს შესაძლოა, რომელიმე ოფისშიც შეხვდე,"- წერს დანილოვი, რომლის თქმითაც, სანამ ანკარის პოლიცია მის პირად მონაცემებს არკვევს, შესაძლოა, ერთ დღესაც სხვა რეალობაში გავიღვიძოთ, სადაც პოლიტიკურმა ტერორმა უკვე "რესპექტაბელური" სახე მიიღო.

გასროლის შემდეგ, სანამ უსაფრთხოების სამსახური გონს მოეგებოდა, ახალგაზრდა კაცმა, ხელი მაღლა აღმართა და დაიყვირა: - "არ დაივიწყოთ ალეპო, არ დავიწყოთ სირია! სანამ სირიელები არ იქნებიან დაცულნი, არც თქვენ იქნებით დაცული... იქ თქვენ ხოცავთ უდანაშაულო ბავშვებს, ამიტომ, თქვენ მოკვდებით აქ. მე აქედან ცოცხალი ვერ გავალ, მაგრამ არ მინდა კიდევ ვინმე დაზარალდეს", - დაიყვირა მან. ამის შემდეგ დაიწყო მასსა და სამართლამდცველებს შორის ორმხრივი სროლა...

რუსი პოლიტოლოგების თქმით, ვერსია, თითქოს ის შეურაცხადი იყო, რადგან სროლის შემდეგ, შეშლილივით ყვიროდა, მცდარია. მას ეს მკვლელობა წინასწარ და კარგად ჰქონდა მოფიქრებული. მას იზმირის პოლიციის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და სპეცრაზმში მუშაობდა. "იქ კი გიჟებს არ ამუშავებენ, მით უფრო, რომ თურქეთი არის სახელმწიფო, რომელსაც პოლიტიკური ტერორიზმის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს..."

თურქულ მედიის ინფორმაციით, მევლუტ მერტ ალტინტასი, რომელიც თითქოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს, არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის დიპლომატიური მისიის დაცვაში მონაწილეობდა. იმ დღეს, თურქეთში რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, - სპეცრაზმის ჯაჭვში დგას ალტინტასიც. (ინტერნეტში ამის დამადასტურებელი ფოტოც გავრცელდა). ასევე, გარკვეულია, რომ რამდენიმე დღის წინ, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ნომერი დაჯავშნა, საიდანაც, სავარაუდოდ, ვითარებას დეტალურად სწავლობდა.

თურქულ მედიაში ასევე წერენ, რომ მოსახლეობაში პანიკამ იმატა, რადგან ტერორისტებმა მოქმედების მეთოდები გაამრავალფეროვნეს...  

რაც შეეხება მთავარ კითხვას, რა იქნება რუსეთის პასუხი, - სპეციალურ ბრიფინგზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "ტერორისტული აქტი" რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე გავლენის მოსახდენად იყო მიმართული. ასევე, მათი მიზანი იყო, ხელი შეეშალა სირიის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის, თუმცა, პუტინის თქმით, რუსეთი "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას" გააძლიერებს... რუსი პოლიტოლოგების თქმით, ეს არის რუსეთის ოფიციალური პოზიცია, რასაც მეორე მხარისგან აუცილებლად მოჰყვება "არაოფიციალური პასუხი", ჰალსტუხიანი ან უჰალსტუხო ბიჭების სახით, რომელიც ყველგან შეიძლება შეგხვდნენ და არის თუ არა რუსეთი ამისთვის მზად, სხვა საკითხია...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე