მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბაქრაძე - არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება
გიორგი ბაქრაძე - არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება

არ არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ იქ­ნე­ბა სრუ­ლი დე­დო­ლა­რი­ზა­ცია და დო­ლა­რი სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა გი­ორ­გი ბაქ­რა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა", ე.წ. ლა­რი­ზა­ცი­ის გეგ­მა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დე­დო­ლა­რი­ზა­ცია არის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი და ეს არ არის ერთი და ორი წლის ამ­ბა­ვი.

რო­გორც ბაქ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც დე­დო­ლა­რი­ზა­ცია წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ პრო­ცეს­მა წლე­ბი გას­ტა­ნა. "ჩვენ­თვის ლა­რი­ზა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს სა­ვა­ლუ­ტო რის­კი. მათი შე­მო­სავ­ლე­ბი და მათი სეს­ხი არის სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა­ში. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა არის სწო­რედ ეს.

არ არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ იქ­ნე­ბა სრუ­ლი დე­დო­ლა­რი­ზა­ცია და დო­ლა­რი სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის დას­ჭირ­დე­ბათ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის და, შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. თუმ­ცა არა­ერ­თი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს, რომ თუ სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დო­ლარ­ზე შემ­ცირ­და, ეს ამ­ცი­რებს ქვეყ­ნის რის­კებს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­პი­რო­ბაა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის გა­დად­გმაც იგეგ­მე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და ქვე­ყა­ნას ნაკ­ლე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა დო­ლარ­ზე.

"ჯერ ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის, იმი­ტომ, რომ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მე­ო­რეც, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ ხალ­ხს აღარ ჰქონ­დეს ეს რის­კი და მე­სა­მე - ის, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, არის არ­ერ­თგზის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში და ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღო", -გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბაქ­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

გიორგი ბაქრაძე - არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება

გიორგი ბაქრაძე - არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება

არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება, - ამის შესახებ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა", ე.წ. ლარიზაციის გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი და ეს არ არის ერთი და ორი წლის ამბავი.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, იმ ქვეყნებში, სადაც დედოლარიზაცია წარმატებით განხორციელდა, ამ პროცესმა წლები გასტანა. "ჩვენთვის ლარიზაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სავალუტო რისკი. მათი შემოსავლები და მათი სესხი არის სხვადასხვა ვალუტაში. ძირითადი პრობლემა არის სწორედ ეს.

არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ იქნება სრული დედოლარიზაცია და დოლარი საერთოდ არ იქნება. ადამიანებს, ვინც საერთაშორისო ვაჭრობაზე არიან ორიენტირებული, ყოველთვის დასჭირდებათ გარკვეული რაოდენობა უცხოური ვალუტის და, შესაბამისად, მოთხოვნა ყოველთვის იქნება. თუმცა არაერთი ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ საბოლოო ჯამში დამოკიდებულება დოლარზე შემცირდა, ეს ამცირებს ქვეყნის რისკებს და ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის", - განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც იგეგმება, საბოლოოდ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და ქვეყანას ნაკლები დამოკიდებულება ექნება დოლარზე.

"ჯერ ერთი წინაპირობაა ეკონომიკური ზრდის, იმიტომ, რომ რისკების შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. მეორეც, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხალხს აღარ ჰქონდეს ეს რისკი და მესამე - ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის არერთგზის გამოყენებული სხვა ქვეყნებში და ამან შედეგი გამოიღო", -განაცხადა გიორგი ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."