საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქვს ანორექსია... ფილტვზე აღმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდი..." - ლელა კილაძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
"აქვს ანორექსია... ფილტვზე აღმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდი..." - ლელა კილაძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის მე­უღ­ლი­სა და ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ნა ცუც­ქი­რი­ძე გან­მარ­ტავს, მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს:

"მედ­პერ­სო­ნალ­მა და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ის, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა წო­ნა­ში კლე­ბა და­ი­წყო, რაც მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ასაკ­ში არაა ნორ­მა­ლუ­რი. შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არაა საკ­მა­რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და მისი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა და სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის იქ ჩა­ტა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ცუც­ქი­რი­ძემ.

რო­გო­რია ამ­ჟა­მად მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE მის რძალს, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს ლელა კი­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

"მა­ი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა იმა­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, ის 36 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, აქვს ანო­რექ­სია, არ შე­უძ­ლია საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, გა­დას­ხმებ­ზეა. ფილ­ტვზე აღ­მო­აჩ­ნდა 17-მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი წა­მო­ნა­ზარ­დი, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნუ­რია. ბი­ოფ­სი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­უ­კე­თე­ბენ, რად­გან ძა­ლი­ან სუს­ტად არის. იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე უნდა მი­ვი­დეს, რომ გა­უძ­ლოს ბი­ოფ­სი­ას. ახლა უტარ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი დღის ბო­ლოს იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

- რო­დის დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ერთი თვეა ცუ­დად არის. ცი­ხის ექი­მებ­მა ვერ გა­ი­გეს ზუს­ტად რა სჭირ­და. ცი­ხის მედ­პერ­სო­ნალ­მა თა­ვი­დან­ვე გვი­თხრა, ფილ­ტვზე ჩრდი­ლი აქვს და კლი­ნი­კა­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნო­თო. თავ­და­პირ­ვე­ლად გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ორი დღის წინ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში.

- გქონ­დათ მას­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ, არ გვეძ­ლე­ვა მას­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: "ჩვე­ნი ოჯა­ხი გა­ნად­გურ­და! რას გვინ­და მი­ვაღ­წი­ოთ? სიკ­ვდი­ლით დას­ჯას?" - რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა

"აქვს ანორექსია... ფილტვზე აღმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდი..." - ლელა კილაძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"აქვს ანორექსია... ფილტვზე აღმოაჩნდა სიმსივნური წანაზარდი..." - ლელა კილაძე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცენტრ პოინტის" საქმეზე დაკავებული მაია რჩეულიშვილი რამდენიმე დღის წინ თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მსჯავრდებულის მეუღლისა და ადვოკატის განცხადების საფუძველზე განხორციელდა. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე განმარტავს, მსჯავრდებული სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს:

"მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება", - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

როგორია ამჟამად მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა, ამის გასარკვევად AMBEBI.GE მის რძალს, გუკა რჩეულიშვილის მეუღლეს ლელა კილაძეს ესაუბრა:

"მაიას მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა, ის 36 კილოგრამს იწონის, აქვს ანორექსია, არ შეუძლია საკვების მიღება, გადასხმებზეა. ფილტვზე აღმოაჩნდა 17-მილიმეტრიანი წამონაზარდი, რომელიც სიმსივნურია. ბიოფსიას ჯერჯერობით ვერ გაუკეთებენ, რადგან ძალიან სუსტად არის. იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეს, რომ გაუძლოს ბიოფსიას. ახლა უტარდება გამოკვლევები და ზუსტი დიაგნოზი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

- როდის დამძიმდა მისი მდგომარეობა?

- ერთი თვეა ცუდად არის. ციხის ექიმებმა ვერ გაიგეს ზუსტად რა სჭირდა. ციხის მედპერსონალმა თავიდანვე გვითხრა, ფილტვზე ჩრდილი აქვს და კლინიკაში უნდა გადაიყვანოთო. თავდაპირველად გულის პრობლემები შეექმნა. ორი დღის წინ გადავიყვანეთ ჩაფიძის კლინიკაში.

- გქონდათ მასთან შეხვედრის საშუალება?

- ჩვენ სამწუხაროდ, არ გვეძლევა მასთან შეხვედრის საშუალება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ჩვენი ოჯახი განადგურდა! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას?" - რუსუდან კერვალიშვილის მიმართვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი