საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა
ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა

მე არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე თბი­ლის­ში სკვე­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე 450 000 ლარი რომ და­ხარ­ჯოს, შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე ან ვახ­ტანგ VI გა­ცო­ცხლდა, მო­ვი­კი­თხოთ ყვე­ლამ ერ­თად, - ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა კომ­პა­ნია "პრი­მე­რა გოლფ ენდ რე­ზი­დენ­ცის" მიერ კრწა­ნი­სის სკვერ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ინ­ვეს­ტი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ იგი საკ­რე­ბუ­ლო­ში ერ­თა­დერთ სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და და ფიქ­რობს, რომ შპს "პრი­მე­რა გოლფ ენდ რე­ზი­დენ­ცის­თვის" კრწა­ნი­სის სკვე­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და იქ და­კი­დე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბის სა­კი­თხი სწო­რედ მა­შინ გა­ვი­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად სა­კითხს, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ ბი­ლი­კე­ბი­სა და სკვე­რის მო­წეს­რი­გე­ბა­ში 450 000 ლარი გა­ის­რო­ლოს. ასე­თი მე არ მე­გუ­ლე­ბა და თუ ეს მარ­თლა ასეა, მი­ვალ, ხე­ლებს და­ვუ­კოც­ნი. რო­გორც ჩანს, ცი­დან ალა­დი­ნი ჩა­მოფ­რინ­და და ორ­თა­ჭა­ლის სკვე­რი რომ და­ი­ნა­ხა, გული აუ­ჩუყ­და. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვია და ამას კარ­გი მი­ყო­ლა უნდა", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

დღეს­ვე ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა. ისი­ნი შპს "პრი­მე­რა გოლფ ენდ რე­ზი­დენ­ცის­თვის" კრწა­ნის­ში ორი ჰექ­ტა­რი მი­წის შე­საძ­ლო გა­და­ცე­მის ფაქტს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

რო­გორც საკ­რე­ბუ­ლოს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, შპს "პრი­მე­რა გოლფ ენდ რე­ზი­დენცს" მე­რი­ის­გან მო­თხოვ­ნი­ლი აქვს, რომ 15 წლით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბით კრწა­ნის­ში გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სკვე­რი გა­დას­ცენ, სა­დაც 300 არაგ­ვე­ლის მო­ნუ­მენ­ტი და გე­ნე­რალ პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნის ძეგლი დგას. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბის პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე პრო­ექ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის.

დღეს­ვე აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა. თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე­რია თბი­ლის­ში 2 ჰექ­ტა­რამ­დე მი­წის ნაკ­ვე­თის კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ზე გას­ხვი­სე­ბას გეგ­მავს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ორ­თა­ჭა­ლა­ში, გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სკვერ­ში 6 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბით, იჯა­რის წე­სით, შპს "პრი­მე­რა გოლფ ენდ რე­ზი­დენცს" თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კონ­სტრუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ე.წ. "და­კი­დუ­ლი ბა­ღე­ბის" მო­წყო­ბის მიზ­ნით გა­და­ე­ცა.

ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა

ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა

მე არ მეგულება ვინმე თბილისში სკვერის რეაბილიტაციაზე 450 000 ლარი რომ დახარჯოს, შეიძლება გიორგი სააკაძე ან ვახტანგ VI გაცოცხლდა, მოვიკითხოთ ყველამ ერთად, - ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომპანია "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცის" მიერ კრწანისის სკვერში განსახორციელებელ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

ალეკო ელისაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ იგი საკრებულოში ერთადერთ სხდომას არ ესწრებოდა და ფიქრობს, რომ შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის" კრწანისის სკვერის რეაბილიტაციის და იქ დაკიდებული ბაღების მოწყობის საკითხი სწორედ მაშინ გავიდა.

"რაც შეეხება თავად საკითხს, ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება ვიღაცამ ბილიკებისა და სკვერის მოწესრიგებაში 450 000 ლარი გაისროლოს. ასეთი მე არ მეგულება და თუ ეს მართლა ასეა, მივალ, ხელებს დავუკოცნი. როგორც ჩანს, ციდან ალადინი ჩამოფრინდა და ორთაჭალის სკვერი რომ დაინახა, გული აუჩუყდა. მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად დამაჯერებელია. ძალიან ჩახლართული ამბავია და ამას კარგი მიყოლა უნდა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღესვე ბრიფინგი გამართეს თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა. ისინი შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისთვის" კრწანისში ორი ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემის ფაქტს აპროტესტებენ.

როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს" მერიისგან მოთხოვნილი აქვს, რომ 15 წლით სარგებლობის უფლებით კრწანისში გამწვანებული სკვერი გადასცენ, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძეგლი დგას. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტერიტორიაზე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობას იძლევა, რომელიც ამ ეტაპზე პროექტში წარმოდგენილი არ არის.

დღესვე აღნიშნულ საკითხს დედაქალაქის მერია გამოეხმაურა. თბილისის მერიის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერია თბილისში 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სკვერში 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, იჯარის წესით, შპს "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსტრუქციის გამოყენებით ე.წ. "დაკიდული ბაღების" მოწყობის მიზნით გადაეცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."