მსოფლიო
მოზაიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ "დაჩმორებული" ქმრები..." - ისარგებლებდნენ თუ არა ცნობილი ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით
"ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ "დაჩმორებული" ქმრები..." - ისარგებლებდნენ თუ არა ცნობილი ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით

XXI სა­უ­კუ­ნემ ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. თუ ადრე ბავ­შვის აღ­ზრდა და მოვ­ლა მხო­ლოდ ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, დღეს ეს მო­ვა­ლე­ო­ბა მა­მა­კა­ცებ­მაც იტ­ვირ­თეს. უფრო მე­ტიც, ქმარს ისე­ვე შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით, რო­გორც ცოლს, ეს უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა მა­მა­კა­ცის­თვის ისე­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბა­დია, რო­გორც ქა­ლის­თვის და ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რო­ბენ ამ სა­კი­თხზე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და სულ სხვა­დას­ხვა ასა­კის, სტა­ტუ­სი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს ჟურ­ნა­ლი "გზა" ესა­უბ­რა:

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- თუ ქმა­რი თა­ვის მე­უღ­ლეს შვი­ლე­ბის მოვ­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და ხელს შე­უ­წყობს, ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. რო­დე­საც ბავ­შვის აღ­ზრდა­ში ორი­ვე მშო­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, ის უფრო სრულ­ყო­ფილ და კარგ ადა­მი­ა­ნად ყა­ლიბ­დე­ბა. მით უმე­ტეს, რომ შვილ­თან ყოფ­ნა გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ქალ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა და მა­მა­კაც­საც. ასე რომ, ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ, ჩვილ ბავ­შვს მამა თუ მო­უვ­ლის და გაზ­რდის.

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი, ას­ტრო­ლო­გი:

- უნდა ისარ­გებ­ლოს თუ არა ქმარ­მა დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით? _ ეს ზო­გა­დად არ არის ცუდი აზრი, მაგ­რამ მო­დით დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას ნუ და­ვარ­ქმევთ, რად­გან ეს სი­ტყვა მა­ინც ქალ­თან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი. ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა მი­სა­ღე­ბია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს სა­ჭი­როა ოჯა­ხის­თვის, მისი ბი­უ­ჯე­ტის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ცოლი ავად იყოს, ან სხვა პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა მა­მამ იკის­როს შვი­ლის მოვ­ლა, მაგ­რამ რო­დე­საც ქმა­რი სამ­სა­ხუ­რი­დან მი­სა­ვა­თე­ბუ­ლი მო­დის და არაფ­რის თავი აღა­რა აქვს, იმას შვი­ლის მო­სავ­ლე­ლად აღარ სცა­ლია. ამი­ტომ, დღეს ამ მხრივ მა­მის როლი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. მე ვფიქ­რობ, დედა ბავ­შვის აღ­ზრდა­ში უმ­თავ­რე­სია და თუ ოჯახ­ში კაცი ვერ კა­ცობს, ის ოჯა­ხი ოჯა­ხიც არ არის. სუ­ლაც არ მომ­წონს, რომ ბრმად მი­ვი­ღოთ ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან. ჩვენ უნდა გვქონ­დეს ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი, მაგ­რამ გად­მო­ვი­ღოთ ის, რაც უცხო­ეთ­ში კარ­გია. მა­მის როლი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ კა­ცე­ბი უნდა "და­ვაჩ­მო­როთ~, ქა­ლებ­მა დრო ატა­რონ და კა­ცებ­მა ამ დროს სა­დი­ლე­ბი აკე­თონ და ჭურ­ჭე­ლი რე­ცხონ. მარ­თა­ლია, მატ­რი­არ­ქა­ტის ეპო­ქა და­ი­წყო, მაგ­რამ ევ­რო­პელ ქა­ლებ­საც აღარ მოს­წონთ უკვე ასე­თი, "დაჩ­მო­რე­ბუ­ლი~ ქმრე­ბი და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში მი­დი­ან, ნამ­დვილ მა­მა­კაცს რომ შეხ­ვდნენ. ჩემი აზ­რით, ბა­ლან­სი უნდა და­ვიც­ვათ _ ქარ­თველ­მა კაც­მა თა­ვი­სი სახე და ფუნ­ქცია არ უნდა და­კარ­გოს, ხოლო ქარ­თვე­ლი ქალი არ უნდა გა­კაც­დეს ისე, რო­გორც ეს ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა.

სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ ჟურ­ნალ "გზის" 30 ნო­ემ­ბრის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ "დაჩმორებული" ქმრები..." - ისარგებლებდნენ თუ არა ცნობილი ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით

"ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ "დაჩმორებული" ქმრები..." - ისარგებლებდნენ თუ არა ცნობილი ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით

XXI საუკუნემ ადამიანის აზროვნებაში ბევრი რამ შეცვალა. თუ ადრე ბავშვის აღზრდა და მოვლა მხოლოდ ქალის მოვალეობა იყო, დღეს ეს მოვალეობა მამაკაცებმაც იტვირთეს. უფრო მეტიც, ქმარს ისევე შეუძლია ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, როგორც ცოლს, ეს უფლება კანონით არის უზრუნველყოფილი. დეკრეტული შვებულება მამაკაცისთვის ისევე ანაზღაურებადია, როგორც ქალისთვის და ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები და სულ სხვადასხვა ასაკის, სტატუსისა და შეხედულებების მქონე ქართველ მამაკაცებს ჟურნალი "გზა" ესაუბრა:

გიორგი ყიფშიძე, მსახიობი:

- თუ ქმარი თავის მეუღლეს შვილების მოვლაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს, ამაში ცუდი არაფერია. როდესაც ბავშვის აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს, ის უფრო სრულყოფილ და კარგ ადამიანად ყალიბდება. მით უმეტეს, რომ შვილთან ყოფნა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ქალსაც ესაჭიროება და მამაკაცსაც. ასე რომ, ტრაგედიას ვერ ვხედავ, ჩვილ ბავშვს მამა თუ მოუვლის და გაზრდის.

მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი:

- უნდა ისარგებლოს თუ არა ქმარმა დეკრეტული შვებულებით? _ ეს ზოგადად არ არის ცუდი აზრი, მაგრამ მოდით დეკრეტულ შვებულებას ნუ დავარქმევთ, რადგან ეს სიტყვა მაინც ქალთან არის ასოცირებული. ამ ნაბიჯის გადადგმა მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ოჯახისთვის, მისი ბიუჯეტისთვის. შეიძლება ცოლი ავად იყოს, ან სხვა პრობლემა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა მამამ იკისროს შვილის მოვლა, მაგრამ როდესაც ქმარი სამსახურიდან მისავათებული მოდის და არაფრის თავი აღარა აქვს, იმას შვილის მოსავლელად აღარ სცალია. ამიტომ, დღეს ამ მხრივ მამის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი. მე ვფიქრობ, დედა ბავშვის აღზრდაში უმთავრესია და თუ ოჯახში კაცი ვერ კაცობს, ის ოჯახი ოჯახიც არ არის. სულაც არ მომწონს, რომ ბრმად მივიღოთ ყველაფერი ევროპული ცხოვრების სტილიდან. ჩვენ უნდა გვქონდეს ქართული ოჯახები, მაგრამ გადმოვიღოთ ის, რაც უცხოეთში კარგია. მამის როლი შვილების აღზრდაში უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაცები უნდა `დავაჩმოროთ~, ქალებმა დრო ატარონ და კაცებმა ამ დროს სადილები აკეთონ და ჭურჭელი რეცხონ. მართალია, მატრიარქატის ეპოქა დაიწყო, მაგრამ ევროპელ ქალებსაც აღარ მოსწონთ უკვე ასეთი, `დაჩმორებული~ ქმრები და აზიის ქვეყნებში მიდიან, ნამდვილ მამაკაცს რომ შეხვდნენ. ჩემი აზრით, ბალანსი უნდა დავიცვათ _ ქართველმა კაცმა თავისი სახე და ფუნქცია არ უნდა დაკარგოს, ხოლო ქართველი ქალი არ უნდა გაკაცდეს ისე, როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება.

სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 30 ნოემბრის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი