პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე - "პრინციპებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ"
ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე - "პრინციპებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ"

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე კი­დევ უფრო ბევ­რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია იქი­დან, სა­დაც ახლა ვართ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას და იმ კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რამ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია.

"არას­დროს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, პრინ­ცი­პე­ბი­დან, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან არ გა­და­მიხ­ვე­ვია და არც ვა­პი­რებ აქე­დან გა­დახ­ვე­ვას. მათ ოჯა­ხებ­თან, პა­ტიმ­რებ­თა­ნაც არ და­მი­კარ­გავს კონ­ტაქ­ტი. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მე თვი­თონ ვნა­ხე ისი­ნი და მათი აღ­ქმა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი. კი­დევ უფრო ბევ­რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია იქი­დან, სა­დაც ახლა ვართ, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ.

დო­ლი­ძე არ მი­იჩ­ნევს, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" თა­ვის დრო­ზე ხმა­უ­რი­ა­ნად წა­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და აცხა­დებს, რომ მის მიერ გა­დად­გმულ არც ერთ ნა­ბიჯს არ ნა­ნობს.

"არ ვი­ტყო­დი მე, რომ ხმა­უ­რი­ა­ნად წა­ვე­დით. ყვე­ლა ეტაპს პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი აქვს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, არც ერთ ჩემს ნა­ბიჯ­ზე არ მწყდე­ბა გული, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში გა­მი­კე­თე­ბია აქამ­დე. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ეს ნა­ბი­ჯი იყო სწო­რი, გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, მე კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, არა­ხა­ლია ჩემი მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან და მის მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვი­ყა­ვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩვენ შე­ვი­დო­დით პარ­ლა­მენ­ტში თუ არა. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა და შე­უძ­ლია, კი­დევ უფრო მეტი პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რაც წა­ად­გე­ბა იმ საქ­მეს", - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

მისი თქმით, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ჩა­ბღა­უ­ჭე­ბა ვიწ­რო­პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სად­მი თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი და და­ვი­წყოთ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა.

"მე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის. ერ­თგვა­რი უჩ­ვე­უ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი გა­გე­ბით, რო­დე­საც ყო­ფილ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს მთავ­რო­ბა­ში ეპა­ტი­ჟე­ბი­ან და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­ნა­ცხა­დია, პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ასე­ვე ჩემი მხრი­დან, რო­დე­საც ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ვუდ­გე­ბით ამ სა­კითხს. მე ვა­პი­რებ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო იმა­ში, რომ სხვა უწყე­ბებ­თან ერ­თად, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­დგათ თვი­სობ­რი­ვად კი­დევ უფრო ძლი­ე­რი ნა­ბი­ჯე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ დო­ლი­ძემ.

ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე - "პრინციპებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ"

ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმეზე - "პრინციპებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ"

ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტირებისას და იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შეიცვალა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"არასდროს ჩემს ცხოვრებაში, პრინციპებიდან, ღირებულებებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ აქედან გადახვევას. მათ ოჯახებთან, პატიმრებთანაც არ დამიკარგავს კონტაქტი. რამდენიმე ხნის წინ მე თვითონ ვნახე ისინი და მათი აღქმა არის აბსოლუტურად ადეკვატური. კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძე არ მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" თავის დროზე ხმაურიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან და აცხადებს, რომ მის მიერ გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს არ ნანობს.

"არ ვიტყოდი მე, რომ ხმაურიანად წავედით. ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავის თავისებურებები აქვს. მართალი გითხრათ, არც ერთ ჩემს ნაბიჯზე არ მწყდება გული, რომელიც პოლიტიკაში გამიკეთებია აქამდე. ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯი იყო სწორი, გამომდინარე აქედან, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არახალია ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილთან და მის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, ჩვენ შევიდოდით პარლამენტში თუ არა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და შეუძლია, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკურად გამართლებული და კულტურული ელემენტები შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში, რაც წაადგება იმ საქმეს", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ჩაბღაუჭება ვიწროპოლიტიკური პარტიული ინტერესებისადმი თუ ხელისუფლებისადმი და დავიწყოთ რეფორმების გატარება.

"მე მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ერთგვარი უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში კარგი გაგებით, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი განაცხადია, პირველ რიგში, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი მხრიდან, როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო იმაში, რომ სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადავდგათ თვისობრივად კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯები", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."