პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი: "საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს"
 პრეზიდენტი: "საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს"

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 2013 წლის რე­დაქ­ცია ხარ­ვე­ზი­ა­ნია და გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს" - ამის შე­სა­ხებ მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რაც მთა­ვა­რია, ამ დო­კუ­მენ­ტის დახ­ვე­წი­სას არ უნდა მოხ­დეს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­ხედ­ვი­სას სა­ერ­თო თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 2013 წლის რე­დაქ­ცი­ას აქვს ხარ­ვე­ზე­ბი და გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს. მთა­ვა­რი და უკვე სამ­წუ­ხა­რო ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ხარ­ვე­ზი ამ დო­კუ­მენ­ტის დახ­ვე­წი­სას იქ­ნე­ბა, თა­მა­შის წე­სე­ბის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბა იქ­ნე­ბა. ამი­ტომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­ხედ­ვი­სას სა­ერ­თო თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი, რაც დღეს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ესა­ჭი­რო­ე­ბა, სწო­რედ ბა­ლან­სი­სა და გა­წო­ნას­წო­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გამ­ყა­რე­ბაა, და არა ყვე­ლა შტო­სა და ინ­სტი­ტუ­ცი­ის ერთ ხელ­ში თავ­მოყ­რა.

"მხა­რი და­ვუ­ჭი­რე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვას და მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, შევ­თა­ვა­ზე ცვლი­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის შექ­მნა პრე­ზი­დენ­ტთან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბულ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი თან­ხმო­ბის დო­კუ­მენტს წა­რუდ­გენს. მთა­ვა­რი, რაც დღეს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს ესა­ჭი­რო­ე­ბა, სწო­რედ ბა­ლან­სი­სა და გა­წო­ნას­წო­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გამ­ყა­რე­ბაა და არა ყვე­ლა შტო­სა და ინ­სტი­ტუ­ცი­ის ერთ ხელ­ში თავ­მოყ­რა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რე­ბი, სა­დაც კონ­სტი­ო­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მი, სა­ერ­თოდ და­უ­წე­რე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ან სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ შექ­მნი­ლი დო­კუ­მენ­ტით, იდე­ა­ლუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ნა­თე­ლია, რომ ამის გა­რან­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა. ქარ­თულ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზმს კი, სწო­რე­დაც რომ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო - კონ­სტი­ტუ­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბის ტრა­დი­ცია გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­და­ხედ­ვი­სას სა­ერ­თო თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

პრეზიდენტი: "საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს"

 პრეზიდენტი: "საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს"

"საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს" - ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც მთავარია, ამ დოკუმენტის დახვეწისას არ უნდა მოხდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება და კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.

"საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას აქვს ხარვეზები და გადახედვას საჭიროებს. მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი ამ დოკუმენტის დახვეწისას იქნება, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება. ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა.

"მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიოტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით, იდეალურად ხორციელდება.

"ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის, საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულება. ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი, სწორედაც რომ არასახარბიელო - კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."