მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა
წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა

წაბ­ლი კვე­ბი­თი და სამ­კურ­ნა­ლო თვალ­საზ­რი­სით მე­ტად სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია. ის საფ­რან­გეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნუგ­ბა­რია , ქვეყ­ნის სიმ­ბო­ლო­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტო­მაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ საფ­რან­გეთ­ში წაბლს ყო­ველ­წლი­უ­რად სა­გან­გე­ბო ნა­ცი­ო­ნა­ლურ დღე­სას­წა­ულს უძღვნი­ან. წაბ­ლი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ის არ იზ­რდე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ძვირ­ფა­სი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ყო­ველ­თვის გა­მო­ფე­ნი­ლია სე­ზო­ნუ­რად.

წაბ­ლი სუბტ­რო­პი­კუ­ლი (თბი­ლი და ტე­ნი­ა­ნი) კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რეა. გვხვდე­ბა რო­გორც ევ­რო­პა­სა და აზი­ა­ში, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში.

უნი­კა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მი _ "მო­ხარ­შუ­ლი წაბ­ლი არ გნე­ბავს" - იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ ჩვენ­ში წაბ­ლის გემო კარ­გად იცი­ან, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ნუგ­ბარს ოდით­გან­ვე იც­ნო­ბენ და აფა­სე­ბენ!

წაბლს ღუ­მელ­ში ბრა­წა­ვენ, ხარ­შა­ვენ ან უმად მი­ირ­თმე­ვენ. ევ­რო­პა­ში ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ ტორ­ტე­ბის, ნამ­ცხვრე­ბის, ნა­ყი­ნის, კან­ფე­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მის წარ­მო­ე­ბა­ში. მშრალ ნა­ყოფს ფქვა­ვენ და ხორ­ბლის ფქვილს უმა­ტე­ბენ. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში წაბ­ლი მე­ო­რე პუ­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყა­ვის შემ­ცვლე­ლად, სა­შო­ბაო კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად.

წაბ­ლი მარ­თლაც რომ უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რეა. მისი ყვე­ლა ნა­წი­ლი _ ფო­თო­ლი, ყვა­ვი­ლი, ქერ­ქი (მერ­ქა­ნი), ტო­ტე­ბი, ნა­ყო­ფი მდი­და­რია სა­სარ­გებ­ლო და ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ყე­ნი და ნა­ხარ­ში, ასე­ვე სპირ­ტი­ა­ნი ნა­ყე­ნი.

ნიგვზის, ნუ­ში­სა და მი­წის თხი­ლი­სა­გან (არა­ქი­სი) გან­სხვა­ვე­ბით წაბ­ლის ნა­ყო­ფი ბევ­რად ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნია (2 %-მდე). სა­მა­გი­ე­როდ გა­ჯე­რე­ბუ­ლია სა­ხა­მებ­ლით (60 %), შაქ­რე­ბით (15 %), ცი­ლე­ბით (6 %), მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, უჯრე­დი­სით, A, C და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. უმი წაბ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჭამა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სათ­რიმ­ლა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უხ­ვად შემ­ცვე­ლო­ბის გამო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები

წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა

წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა

წაბლი კვებითი და სამკურნალო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო პროდუქტია. ის საფრანგეთში განსაკუთრებული ნუგბარია , ქვეყნის სიმბოლოსა და ნაციონალურ პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთში წაბლს ყოველწლიურად საგანგებო ნაციონალურ დღესასწაულს უძღვნიან. წაბლი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ის არ იზრდება, მაგრამ როგორც ძვირფასი იმპორტირებული ნაყოფი სუპერმარკეტებში ყოველთვის გამოფენილია სეზონურად.

წაბლი სუბტროპიკული (თბილი და ტენიანი) კლიმატის პირობებში გავრცელებული მცენარეა. გვხვდება როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში.

უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული. ყველასათვის კარგად ცნობილი ფრთიანი გამონათქვამი _ "მოხარშული წაბლი არ გნებავს" - იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენში წაბლის გემო კარგად იციან, როგორც საუკეთესო ნუგბარს ოდითგანვე იცნობენ და აფასებენ!

წაბლს ღუმელში ბრაწავენ, ხარშავენ ან უმად მიირთმევენ. ევროპაში ფართოდ იყენებენ ტორტების, ნამცხვრების, ნაყინის, კანფეტებისა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში. მშრალ ნაყოფს ფქვავენ და ხორბლის ფქვილს უმატებენ. ზოგიერთ ქვეყანაში წაბლი მეორე პურად არის აღიარებული. გამოიყენება ყავის შემცვლელად, საშობაო კერძების მოსამზადებლად.

წაბლი მართლაც რომ უნიკალური მცენარეა. მისი ყველა ნაწილი _ ფოთოლი, ყვავილი, ქერქი (მერქანი), ტოტები, ნაყოფი მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენი.

ნიგვზის, ნუშისა და მიწის თხილისაგან (არაქისი) განსხვავებით წაბლის ნაყოფი ბევრად ნაკლებცხიმიანია (2 %-მდე). სამაგიეროდ გაჯერებულია სახამებლით (60 %), შაქრებით (15 %), ცილებით (6 %), მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. უმი წაბლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული სათრიმლავი ნივთიერებების უხვად შემცველობის გამო... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს