პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - "ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი"
როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - "ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი"

მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი - ბავ­შვუ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი ხა­ტია მელ­ქა­ძე ტე­ლე­სე­რი­ალ "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის - ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის როლს ას­რუ­ლებს. ხა­ტია "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობს. და­ახ­ლო­ე­ბით 1 წელი, "კო­მე­დი შოუს" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც გახ­ლდათ...

- როცა "ჰე­როკ­რა­ტი­ის­თვის" კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და, მე­გობ­რე­ბი წა­ვე­დით, ფოტო გა­და­ვი­ღეთ... 4-5 თვის მერე და­მი­რე­კეს - კას­ტინგზე ხართ და­ბა­რე­ბუ­ლიო. სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რად­გან რუს­თავ­ში, გას­ვე­ნე­ბა­ში ვი­ყა­ვი, ცხა­დია - უმა­კი­ა­ჟოდ, არც მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა... კას­ტინგზე არ უნდა დამ­გვი­ა­ნე­ბო­და. ამი­ტომ გა­მოპ­რან­ჭვას და დაგ­ვი­ა­ნე­ბას, უმა­კი­ა­ჟოდ მის­ვლა ვამ­ჯო­ბი­ნე. თან, ძა­ლი­ან ცხე­ლო­და... ბა­ტონ გოგა ხა­ინ­დრა­ვას ჩემ­თან გა­სა­უბ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებ­და. მკი­თხა, - ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე თუ იცი, ვინ არი­სო? დავ­ფიქ­რდი: მეთ­ქვა, რომ ვი­ცო­დი თუ სი­მარ­თლე გა­მემ­ხი­ლა? რა თქმა უნდა, სი­მარ­თლე ვუ­თხა­რი, - აზ­რზე არ ვარ-მეთ­ქი. აპო­ლი­ტი­კუ­რი გახ­ლა­ვართ და მე­გო­ნა, ამ როლ­ზე არ და­მამ­ტკი­ცებ­დნენ. როცა გოგა ჩემი ასა­კით და­ინ­ტე­რეს­და და ვუ­თხა­რი, რომ 27 წლის ვი­ყა­ვი, მი­თხრა: ისე ბავ­შვუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რომ მაქ­სი­მუმ, 20-ის მე­გო­ნეო. - ვა­ი­მე, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო გოგა-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ მი­პა­სუ­ხა: - ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა კომ­პლი­მენ­ტად არ უნდა მი­ი­ღოო (იცი­ნის). ხელი ჩა­ვიქ­ნიე... რამ­დე­ნი­მე თვის მერე და­მი­რე­კეს, - როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარო. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, რომ გრძელ­ვა­დი­ა­ნი როლი იქ­ნე­ბო­და, მერე კი მი­თხრეს, რომ მხო­ლოდ 1 გა­და­ღე­ბა მექ­ნე­ბო­და. ცი­ხის სცე­ნა იყო გა­და­სა­ღე­ბი (ორ­თა­ჭა­ლა­ში). გა­მი­ხარ­და, რად­გან ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვარ და წა­ვე­დი. რა­ტომ­ღაც, ბავ­შვო­ბი­დან ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი (იცი­ნის), იქა­უ­რო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ოც­ნე­ბა ამიხ­და. რა თქმა უნდა, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პა­ტიმ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან - მსა­ხი­ო­ბე­ბი, სტა­ფის წევ­რე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ისე­თი აურა ტრი­ა­ლებ­და, რომ უკვე რა­ღაც­ნა­ი­რი გავ­ხდი... თან, გა­და­ღე­ბა­ზე, ბავ­შვუ­რად გა­მო­წყო­ბი­ლი, თე­ატ­რი­დან მი­ვე­დი - "პომ­პო­ნი­ა­ნი" ქუდი მე­ხუ­რა. იმ დროს უკვე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მუ­ცე­ლი არ მე­ტყო­ბო­და და არც არა­ფე­რი მით­ქვამს, რად­გან მე­გო­ნა, მხო­ლოდ ერთ ეპი­ზოდ­ში ვიქ­ნე­ბო­დი. გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­ტონ­მა გო­გამ მი­თხრა, - მინ­და, შენი გმი­რი და­ვაბ­რუ­ნო და შემ­დგომ გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თა­ნახ­მა ხარ თუ არაო? დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ იმ­წამს ვერ გავ­ბე­დე, მეთ­ქვა, - ორ­სუ­ლად ვარ-მეთ­ქი. გო­გას გარ­და, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ფეხ­მძი­მედ ვარ და მუ­ცე­ლი რომ გა­მე­ზარ­დოს, რა მეშ­ვე­ლე­ბა? რო­ლი­დან მომხსნი­ან-მეთ­ქი. მე­ო­რე გა­და­ღე­ბა მარ­ტში და­მი­ნიშ­ნეს. უკვე 6 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი და მუ­ცე­ლი ისევ არ მე­ტყო­ბო­და.

- რე­ჟი­სორს შენი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უთხა­რი?

- მე­ო­რე გა­და­ღე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, და­მალ­ვას უკვე აზრი არ ჰქონ­და. მარ­თა­ლია, ორ­სუ­ლო­ბა არ მე­ტყო­ბო­და, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რის მო­ტყუ­ე­ბას მა­ინც ვერ გავ­ბე­დავ­დი და ვუ­თხა­რი. მი­პა­სუ­ხა: - ჰო, ეგ მი­თხრეს და 1 თვის ორ­სუ­ლი ხარ თუ ორი­სო (იცი­ნის)? ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, როცა გა­ი­გო, რომ 6 თვის ფეხ­მძი­მე გახ­ლდით... რო­გორც კი "მა­ტორს" იტყოდ­ნენ, მუ­ცე­ლი შიგ­ნით შემ­დი­ო­და. ამის მოწ­მე სრუ­ლი­ად "ლე­ხა­ინ­დრა­ოს" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფია (იცი­ნის). მა­გა­ლი­თად, ჩემი გმი­რის და­კი­თხვის სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას, 9 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა­ფე­რი მე­ტყო­ბო­და. წო­ნა­ში მხო­ლოდ 10 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი. ბა­ტო­ნი გოგა სულ მე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ ვი­ყა­ვი, რამე ხომ არ მინ­დო­და? ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, მე­ო­რე დი­ლით პა­ლა­ტის კარი გა­ი­ღო და ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ, ჩემ­ხე­ლა თა­ი­გუ­ლი "შე­მო­ვი­და" - ხა­ინ­დრა­ვას სტუ­დი­ი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს... გა­და­ღე­ბა­ზე ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცევ­და. ისეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ვი­მუ­შა­ვე, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე, რო­გორც მსა­ხი­ობ­მა. რა თქმა უნდა, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - "ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი"

როგორ მალავდა აპოლიტიკური "ხათუნა კალმახელიძე" მუცლადმყოფ შვილს - "ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი"

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - ბავშვური, ხალისიანი ხატია მელქაძე ტელესერიალ "ჰეროკრატიაში" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძის როლს ასრულებს. ხატია "ჩემი ცოლის დაქალებშიც" მონაწილეობს. დაახლოებით 1 წელი, "კომედი შოუს" საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც გახლდათ...

- როცა "ჰეროკრატიისთვის" კასტინგი გამოცხადდა, მეგობრები წავედით, ფოტო გადავიღეთ... 4-5 თვის მერე დამირეკეს - კასტინგზე ხართ დაბარებულიო. სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან რუსთავში, გასვენებაში ვიყავი, ცხადია - უმაკიაჟოდ, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა... კასტინგზე არ უნდა დამგვიანებოდა. ამიტომ გამოპრანჭვას და დაგვიანებას, უმაკიაჟოდ მისვლა ვამჯობინე. თან, ძალიან ცხელოდა... ბატონ გოგა ხაინდრავას ჩემთან გასაუბრება აინტერესებდა. მკითხა, - ხათუნა კალმახელიძე თუ იცი, ვინ არისო? დავფიქრდი: მეთქვა, რომ ვიცოდი თუ სიმართლე გამემხილა? რა თქმა უნდა, სიმართლე ვუთხარი, - აზრზე არ ვარ-მეთქი. აპოლიტიკური გახლავართ და მეგონა, ამ როლზე არ დამამტკიცებდნენ. როცა გოგა ჩემი ასაკით დაინტერესდა და ვუთხარი, რომ 27 წლის ვიყავი, მითხრა: ისე ბავშვურად გამოიყურები, რომ მაქსიმუმ, 20-ის მეგონეო. - ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, ბატონო გოგა-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ მიპასუხა: - ეს ის შემთხვევაა, როცა კომპლიმენტად არ უნდა მიიღოო (იცინის). ხელი ჩავიქნიე... რამდენიმე თვის მერე დამირეკეს, - როლზე დამტკიცებული ხარო. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ გრძელვადიანი როლი იქნებოდა, მერე კი მითხრეს, რომ მხოლოდ 1 გადაღება მექნებოდა. ციხის სცენა იყო გადასაღები (ორთაჭალაში). გამიხარდა, რადგან ეკრანზე გამოჩენით განებივრებული არ ვარ და წავედი. რატომღაც, ბავშვობიდან ციხეში მოხვედრაზე ვოცნებობდი (იცინის), იქაურობა მაინტერესებდა. ოცნება ამიხდა. რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე პატიმრები არ ყოფილან - მსახიობები, სტაფის წევრები ვიყავით, მაგრამ ისეთი აურა ტრიალებდა, რომ უკვე რაღაცნაირი გავხდი... თან, გადაღებაზე, ბავშვურად გამოწყობილი, თეატრიდან მივედი - "პომპონიანი" ქუდი მეხურა. იმ დროს უკვე ორსულად ვიყავი, მაგრამ მუცელი არ მეტყობოდა და არც არაფერი მითქვამს, რადგან მეგონა, მხოლოდ ერთ ეპიზოდში ვიქნებოდი. გადაღების დასრულების შემდეგ, ბატონმა გოგამ მითხრა, - მინდა, შენი გმირი დავაბრუნო და შემდგომ გადაღებებში მონაწილეობაზე თანახმა ხარ თუ არაო? დავთანხმდი, მაგრამ იმწამს ვერ გავბედე, მეთქვა, - ორსულად ვარ-მეთქი. გოგას გარდა, ყველას ვეუბნებოდი, - ფეხმძიმედ ვარ და მუცელი რომ გამეზარდოს, რა მეშველება? როლიდან მომხსნიან-მეთქი. მეორე გადაღება მარტში დამინიშნეს. უკვე 6 თვის ორსული ვიყავი და მუცელი ისევ არ მეტყობოდა.

- რეჟისორს შენი მდგომარეობის შესახებ უთხარი?

- მეორე გადაღებაზე რომ მივედი, დამალვას უკვე აზრი არ ჰქონდა. მართალია, ორსულობა არ მეტყობოდა, მაგრამ რეჟისორის მოტყუებას მაინც ვერ გავბედავდი და ვუთხარი. მიპასუხა: - ჰო, ეგ მითხრეს და 1 თვის ორსული ხარ თუ ორისო (იცინის)? ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ 6 თვის ფეხმძიმე გახლდით... როგორც კი "მატორს" იტყოდნენ, მუცელი შიგნით შემდიოდა. ამის მოწმე სრულიად "ლეხაინდრაოს" გადამღები ჯგუფია (იცინის). მაგალითად, ჩემი გმირის დაკითხვის სცენის გადაღებისას, 9 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ არაფერი მეტყობოდა. წონაში მხოლოდ 10 კილო მქონდა მომატებული. ბატონი გოგა სულ მეკითხებოდა, როგორ ვიყავი, რამე ხომ არ მინდოდა? ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ბავშვი რომ გავაჩინე, მეორე დილით პალატის კარი გაიღო და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ჩემხელა თაიგული "შემოვიდა" - ხაინდრავას სტუდიიდან გამომიგზავნეს... გადაღებაზე ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. ისეთ პროფესიონალებთან ვიმუშავე, რომ უპირველეს ყოვლისა, სიამოვნება მივიღე, როგორც მსა­ხიობმა. რა თქმა უნდა, კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება შევიძინე... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება