საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
გემრიელი იოდი
გემრიელი იოდი

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა კვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იო­დის ნაკ­ლე­ბო­ბის აღ­მო­ფხვრა? რო­მე­ლი ხილი შე­ი­ცავს ყვე­ლა­ზე მეტ იოდს? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იო­დი­ზე­ბუ­ლი მა­რი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ვებ­ში?

დღეს ექი­მე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იო­დის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე ბავ­შვე­ბი­სა თუ მოზ­რდი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში. იო­დი­ა­ნი მა­რი­ლი თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა, მაგ­რამ მას არას­წო­რად ვი­ყე­ნებთ და ამი­ტომ ისიც სა­თა­ნა­დოდ ვე­ღარ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას. რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ იო­დი­ზე­ბუ­ლი მა­რი­ლი? თუ მას თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბი­სას, ხარ­შვი­სას ჩა­ვურ­თავთ კერ­ძში, იოდი და­ი­კარ­გე­ბა, ორ­გა­ნიზ­მამ­დე ვე­ღარ მი­აღ­წევს.

მა­რი­ლი მზა კერძს უნდა მო­ვა­ყა­როთ ცე­ცხლი­დან გად­მოდ­გმის შემ­დეგ, უმ­ჯო­ბე­სია, თეფ­შზე. მაგ­რამ თუ ორ­გა­ნიზმს იოდი აკ­ლია, დე­ფი­ციტს მხო­ლოდ იო­დი­ა­ნი მა­რი­ლით ვერ აღ­მოვ­ფხვრით. სა­ჭი­როა იო­დის პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა. რით არის სა­ში­ში იო­დის ნაკ­ლე­ბო­ბა? იო­დის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბებს, ინ­ტე­ლექ­ტი­სა და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას, ახალ­შო­ბი­ლებ­ში ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მის სი­სუს­ტეს. ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ბავ­შვი (და არა­თუ ბავ­შვი, მოზ­რდი­ლიც კი) არ სწყა­ლობს ზღვის კომ­ბოს­ტოს, მოდი, გა­ვუ­მას­პინ­ძლდეთ ჩვენს შვი­ლებს იმით, რა­ზეც ნამ­დვი­ლად არ იტყვი­ან უარს - ხი­ლით. იო­დის შემ­ცვე­ლო­ბის მი­ხედ­ვით ჩემ­პი­ო­ნე­ბად ით­ვლე­ბი­ან ხურ­მა (ასე­ვე - კა­რა­ლი­ო­კი) და ფე­ი­ხოა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ეს ხილი.

ხურ­მა - ღმერ­თე­ბის საკ­ვე­ბი

ევ­რო­პე­ლებ­მა ხურ­მა სულ რა­ღაც 100 წლის წინ გა­იც­ნეს. ია­პო­ნი­ი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მისი 12 ნერ­გი კავ­კა­სი­ა­ში 1896 წელს დარ­გეს. სამ­შობ­ლო­ში ხურ­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს. მისი ლა­თი­ნუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა "ღმერ­თე­ბის საკ­ვებს" ნიშ­ნავს. 2-3 ცალი ხურ­მით მში­ე­რი ადა­მი­ა­ნის და­ნაყ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით ხურ­მა ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყუ­რძენს. ის იმ­დე­ნად ტკბი­ლია, რომ გაჭ­რილს ზე­და­პირ­ზე შაქ­რის ნა­დე­ბი უჩ­ნდე­ბა. ამ თვი­სე­ბის წყა­ლო­ბით მას დიდი სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს გუ­ლის მან­კით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის. მის ნა­ყოფ­ში შე­მა­ვალ შა­ქარს ორ­გა­ნიზ­მი გუ­ლის კუნ­თის საკ­ვე­ბად იყე­ნებს. გარ­და ამი­სა, ხურ­მა უხ­ვად შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს, აქვს შარ­დმდე­ნი თვი­სე­ბა, ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით ბევრ სხვა ხილს სჯო­ბია, ზო­მი­ე­რად შე­ი­ცავს კალ­ცი­უმს, ფოს­ფორს, რკი­ნას და სხვა აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტებს. მეც­ნი­ე­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ხურ­მა­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი ან­ტი­ოქ­სი­დან­ტია, ვიდ­რე ციტ­რუ­სებ­ში, ხოლო ბეტა-კა­რო­ტი­ნი (A ვი­ტა­მი­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი) - უფრო მეტი, ვიდ­რე სტა­ფი­ლო­ში. და­ბო­ლოს, ხურ­მა ძა­ლი­ან მდი­და­რია იო­დით. იო­დის დე­ფი­ცი­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ბავ­შვებ­მაც და მოზ­რდი­ლებ­მაც ყო­ველ­დღე მი­ირ­თვან 1-2 ცალი ხურ­მა. ხალ­ხში გაბ­ნე­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ცი­ე­ბი­სა და ხვე­ლი­სას სა­სარ­გებ­ლოა ყელ­ში ხურ­მის ან კა­რა­ლი­ო­კის წვე­ნის გა­მოვ­ლე­ბა - ერთი მწი­ფე ნა­ყო­ფის გა­მო­ნა­წურს უნდა და­ვუ­მა­ტოთ სამი სა­დი­ლის კოვ­ზი თბი­ლი წყა­ლი. ხურ­მის ჩი­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­როა ყინ­ვა­და­უკ­რა­ვი ნა­ყო­ფი. გა­თა­ლეთ, ყუნ­წის ად­გი­ლას ძაფი გა­უ­ყა­რეთ, გა­მო­ნას­კვეთ და თბილ ად­გი­ლას ჩა­მო­კი­დეთ. 5-7 კვი­რის შემ­დეგ ჩირი მზად იქ­ნე­ბა. გა­მომშრა­ლი ნა­ყო­ფი სიმწკლარ­ტეს კარ­გავს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

გემრიელი იოდი

გემრიელი იოდი

შესაძლებელია თუ არა კვების მეშვეობით იოდის ნაკლებობის აღმოფხვრა? რომელი ხილი შეიცავს ყველაზე მეტ იოდს? როგორ შეიძლება იოდიზებული მარილის გამოყენება საკვებში?

დღეს ექიმები ხშირად საუბრობენ იოდის ნაკლებობაზე ბავშვებისა თუ მოზრდილების ყოველდღიურ რაციონში. იოდიანი მარილი თავისუფლად იყიდება, მაგრამ მას არასწორად ვიყენებთ და ამიტომ ისიც სათანადოდ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. როგორ გამოვიყენოთ იოდიზებული მარილი? თუ მას თერმული დამუშავებისას, ხარშვისას ჩავურთავთ კერძში, იოდი დაიკარგება, ორგანიზმამდე ვეღარ მიაღწევს.

მარილი მზა კერძს უნდა მოვაყაროთ ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, უმჯობესია, თეფშზე. მაგრამ თუ ორგანიზმს იოდი აკლია, დეფიციტს მხოლოდ იოდიანი მარილით ვერ აღმოვფხვრით. საჭიროა იოდის პრეპარატების მიღება. რით არის საშიში იოდის ნაკლებობა? იოდის ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ინტელექტისა და გონებრივი განვითარების შეფერხებას, ახალშობილებში ძვლოვანი სისტემის სისუსტეს. ვინაიდან ყველა ბავშვი (და არათუ ბავშვი, მოზრდილიც კი) არ სწყალობს ზღვის კომბოსტოს, მოდი, გავუმასპინძლდეთ ჩვენს შვილებს იმით, რაზეც ნამდვილად არ იტყვიან უარს - ხილით. იოდის შემცველობის მიხედვით ჩემპიონებად ითვლებიან ხურმა (ასევე - კარალიოკი) და ფეიხოა. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვისპირა რეგიონებში მოყვანილი ეს ხილი.

ხურმა - ღმერთების საკვები

ევროპელებმა ხურმა სულ რაღაც 100 წლის წინ გაიცნეს. იაპონიიდან შემოტანილი მისი 12 ნერგი კავკასიაში 1896 წელს დარგეს. სამშობლოში ხურმა დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ლათინური სახელწოდება "ღმერთების საკვებს" ნიშნავს. 2-3 ცალი ხურმით მშიერი ადამიანის დანაყრება შეიძლება. საკვები ნივთიერებების შემცველობით ხურმა ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყურძენს. ის იმდენად ტკბილია, რომ გაჭრილს ზედაპირზე შაქრის ნადები უჩნდება. ამ თვისების წყალობით მას დიდი სარგებლობა მოაქვს გულის მანკით დაავადებულთათვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს. გარდა ამისა, ხურმა უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, აქვს შარდმდენი თვისება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ბევრ სხვა ხილს სჯობია, ზომიერად შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა აუცილებელ ელემენტებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხურმაში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ციტრუსებში, ხოლო ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი) - უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში. დაბოლოს, ხურმა ძალიან მდიდარია იოდით. იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღე მიირთვან 1-2 ცალი ხურმა. ხალხში გაბნეული რეცეპტების მიხედვით, გაციებისა და ხველისას სასარგებლოა ყელში ხურმის ან კარალიოკის წვენის გამოვლება - ერთი მწიფე ნაყოფის გამონაწურს უნდა დავუმატოთ სამი სადილის კოვზი თბილი წყალი. ხურმის ჩირის მოსამზადებლად საჭიროა ყინვადაუკრავი ნაყოფი. გათალეთ, ყუნწის ადგილას ძაფი გაუყარეთ, გამონასკვეთ და თბილ ადგილას ჩამოკიდეთ. 5-7 კვირის შემდეგ ჩირი მზად იქნება. გამომშრალი ნაყოფი სიმწკლარტეს კარგავს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს