მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოასწარი შენი რჩეულის გამოვლენა - „ბიზნესდაჯილდოება“ დასასრულს უახლოვდება
მოასწარი შენი რჩეულის გამოვლენა - „ბიზნესდაჯილდოება“ დასასრულს უახლოვდება

ხალ­ხის რჩე­უ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად სულ რამ­დე­ნი­მე დღე რჩე­ბა. "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ჯე­ო­სე­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი "ბინ­ზეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016", რო­მე­ლიც 6 ნო­მი­ნა­ცი­ას მო­ი­ცავს, ფი­ნა­ლურ ეტაპს უახ­ლოვ­დე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" ერთ-ერთი მთა­ვა­რი კა­ტე­გო­რი­აა, რად­გან ბიზ­ნე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა.

"ძა­ლი­ან გვინ­და ხალ­ხმა იაქ­ტი­უ­როს. კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ეს მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ხმის მი­ცე­მა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და ამავდრო­უ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ხმა გა­დამ­წყვე­ტი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია 24 სა­ათ­ში ერთხელ, ვებგ­ვერ­დზე: http://businessaward.ge/peoples-choice.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა, ამი­ტომ მო­ქა­ლა­ქე­ებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ. რჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის ხმის მი­ცე­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წა­მის საქ­მეა, კომ­პა­ნი­ის­თვის კი თო­თო­ე­უ­ლი ხმა შე­საძ­ლოა გა­დამ­წყვე­ტიც აღ­მოჩ­ნდეს," - აღ­ნიშ­ნავს ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი რუ­სუ­დან ქურ­დო­ვა­ნი­ძე.

"რჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თვი­თონ მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ებ­მაც იაქ­ტი­უ­რონ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში. ვებგ­ვერ­დი www.businessaward.ge ფარ­თო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბა, რომ ხმა მი­ე­ცი კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას. ასე­ვე, უნი­კა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მია, რომ მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნია www.romara.ge-ზე ქმნის პოსტს ლა­მა­ზი ვი­ზუ­ა­ლით, რა­საც შემ­დეგ აზი­ა­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში . ბმულ­ზე დაწ­კა­პუ­ნე­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი პირ­და­პირ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის ხმის მი­სა­ცემ გვერ­დზე გა­და­დის. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ხელი შე­ვუ­წყოთ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რო­ბას, რომ თა­ვად მათ მის­ცენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბიძ­გი, სტი­მუ­ლი, " - ამ­ბობს რუ­სუ­დან ქურ­დო­ვა­ნი­ძე.

- რამ­დე­ნი ნო­მი­ნა­ცი­აა სულ ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­ში და რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის შექ­მნა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და. სულ ექ­ვსი ნო­მი­ნა­ცია გვაქვს: წლის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი, წლის აგ­რო­ბიზ­ნე­სი, წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი, წლის ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სი, წლის მცი­რე ბიზ­ნე­სი და ხალ­ხის რჩე­უ­ლი. ყვე­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა ხალ­ხის რჩე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აღი­ა­რე­ბა წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლია.

- რო­გორ ხდე­ბა ფი­ნა­ლის­ტე­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა?

- ფი­ნა­ლის­ტებს თი­თო­ე­ულ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ავ­ლენ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის­გან შედ­გე­ბა. ჟი­უ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ფი­ნა­ლის­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მოხ­და სექ­ტემ­ბერ­ში ჟი­უ­რის მიერ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კვლავ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს. გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთ-ერთი ნო­მი­ნა­ცია ხალ­ხის­თვის მიგ­ვენ­დო. 230-ზე მეტი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში. პირ­ველ ნო­ემ­ბერს და­ი­წყო ხალ­ხის რჩე­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნა. პრო­ცე­სი 17 ნო­ემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ხალ­ხის რჩე­უ­ლიც და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

- "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა" რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა და­ჯილ­დო­ე­ბე­ბის­გან?

- ეს რე­ა­ლუ­ა­რად არ არის კლას­კუ­რი ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა. პრი­ზიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - ზვი­ად ცი­კო­ლი­ას მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჯილ­დო. სხვა­დას­ხვა სპონ­სო­რი­სა თუ მხარ­დამ­ჭე­რის­გან არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი­ცაა და­წე­სე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა: აქ­ტი­უ­რი მე­დია და მარ­კე­ტინ­გუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რი "ჯე­ო­სე­ლი" ინო­ვა­ცი­ურ ბიზ­ნესს და­ა­ჯილ­დო­ებს.

"ბიზნ­დეს­და­ჯილ­დო­ე­ბა" სხვა და­ჯილ­დო­ე­ბე­ბის­გან იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია, ის ივ­ნის­ში და­ი­წყო. ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა უკვე გვქონ­და, სა­დაც შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი შე­ვა­ჯა­მეთ. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ას ვე­პა­ტი­ჟე­ბით და გვინ­და, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­ვა­ახ­ლო­ვოთ.

რე­ა­ლუ­რად, ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი ერ­თმა­ნეთ­თან, დიდ ბიზ­ნეს­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, წარ­მა­ტე­ბის ფუნ­და­მენ­ტია. ჩვე­ნი კონ­კურ­სი სა­ხა­ლი­სოა, ძა­ლი­ან ღიაა. თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მათი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი წინა პლან­ზეა წა­მო­წე­უ­ლი. ჩვე­ნი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლია ისიც, რომ ამ კონ­კურ­სში მთა­ვა­რია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არა გა­მარ­ჯვე­ბა. მთა­ვა­რია, გახ­დე ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის უკვე დიდი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ პრო­ექტს ბიზ­ნე­სის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის?

- "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა" თა­ვი­სი კონ­ცენფცი­ით არის პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბებს, ასე­ვე სტარ­ტა­პებს აერ­თი­ა­ნებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. გვინ­და, დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის გახ­დეს შთა­გო­ნე­ბა, რომ ამ საქ­მის კე­თე­ბა არის ყვე­ლა­ზე უფრო ტრენ­დუ­ლი და კარ­გი. სწო­რედ ბიზ­ნე­სია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის სა­ფუძ­ვე­ლი.

გარ­შე­მო უთ­ვა­ლა­ვი და გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვციდ­ლობთ ეს წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი, უნი­კა­ლუ­რი მო­მენ­ტე­ბი, გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი წინ წა­მოვ­წი­ოთ. ჩვე­ნი ჰეშ­თე­გი #გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ამ დრო­ის­თვის რამ­დე­ნად შე­ძე­ლით და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა?

- პირ­ვე­ლი ეტა­პის­თვის საკ­მა­ოდ დიდ მას­შტაბს და შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­შიც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა. მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს მის­წვდა ჩვე­ნი ერთი პოს­ტი ან ფოტო მა­ინც. მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ. ემო­ცი­ე­ბიც სულ და­დე­ბი­თია. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სტი­მუ­ლი მო­ე­მა­ტათ, სა­კუ­თა­რი საქ­მის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ. მათ რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ბიზ­ნეს­გეგ­მებ­ზეც აი­სა­ხა ეს პრო­ექ­ტი. ბევრ ადა­მი­ანს ვხვდე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დე­ო­ბის" შემ­დეგ სა­კუ­თა­რი ჰო­ბის ბიზ­ნე­სად ქცე­ვის იდეა გა­უჩ­ნდათ.

- რო­გორ გეგ­მავთ "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის" გან­ვი­თა­რე­ბას სა­მო­მავ­ლოდ?

- წელს 523 კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რა­მაც ჩვენს მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. სა­მო­მავ­ლოდ ამ მას­შტაბს აუ­ცი­ლე­ბალდ გავზრდით. ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე კონ­ფე­ც­ფია იგი­ვე დარ­ჩე­ბა. მო­მა­ვალ წელს ვგეგ­მავთ სტარ­ტა­პე­ბის­თვის ცალ­კე ნო­მი­ნა­ცი­ის და­წე­სე­ბას. . მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასე­თი ტი­პის ბიზ­ნე­სე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში არ მო­ვიყ­ვა­ნოთ უკვე მოქ­მედ ბიზ­ნეს­თან. ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა გვაქვს. მეტ ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო კამ­პა­ნი­ას და­ვა­მა­ტებთ, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცას შე­უ­წყობს ხელს. ერ­თმა­ნეთ­ში ურ­თი­ერ­თკავ­შირს გა­ვაძ­ლი­ე­რებთ.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

R

მოასწარი შენი რჩეულის გამოვლენა - „ბიზნესდაჯილდოება“ დასასრულს უახლოვდება

მოასწარი შენი რჩეულის გამოვლენა - „ბიზნესდაჯილდოება“ დასასრულს უახლოვდება

ხალხის რჩეულის გამოსავლენად სულ რამდენიმე დღე რჩება. „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი “ბინზესდაჯილდოება 2016“, რომელიც 6 ნომინაციას მოიცავს, ფინალურ ეტაპს უახლოვდება. ორგანიზატორების თქმით, „ხალხის რჩეული“ ერთ-ერთი მთავარი კატეგორიაა, რადგან ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.

„ძალიან გვინდა ხალხმა იაქტიუროს. კომპანიებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. ხმის მიცემა ძალიან მარტივი და ამავდროულად, აუცილებელია, რადგან თითოეული ხმა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს. ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ, ვებგვერდზე: http://businessaward.ge/peoples-choice.

გამარჯვებულის გამოვლენამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, ამიტომ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ. რჩეული კომპანიისთვის ხმის მიცემა მხოლოდ რამდენიმე წამის საქმეა, კომპანიისთვის კი თოთოეული ხმა შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს,“ - აღნიშნავს ambebi.ge-სთან საუბარში „თიბისი ბანკის“ პროექტების მენეჯერი რუსუდან ქურდოვანიძე.

„რჩეული კომპანიის გამოსავლენად, აუცილებელია, რომ თვითონ მონაწილე კომპანიებმაც იაქტიურონ სოციალურ მედიაში. ვებგვერდი www.businessaward.ge ფართო მახასიათებლებით გამოირჩევა. შესაძლებელია პოსტის გაზიარება, რომ ხმა მიეცი კონკრეტულ კომპანიას. ასევე, უნიკალური მექანიზმია, რომ მონაწილე კომპანია www.romara.ge-ზე ქმნის პოსტს ლამაზი ვიზუალით, რასაც შემდეგ აზიარებს სოციალურ ქსელში . ბმულზე დაწკაპუნებით მომხმარებელი პირდაპირ აღნიშნული კომპანიისთვის ხმის მისაცემ გვერდზე გადადის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესკომპანიების მხრიდან აქტიურობას, რომ თავად მათ მისცენ საზოგადოების ბიძგი, სტიმული, “ - ამბობს რუსუდან ქურდოვანიძე.

- რამდენი ნომინაციაა სულ ბიზნესდაჯილდოებაში და რომელია ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი?

- ნომინაციების შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესში ყველაზე უფრო გავრცელებული მიმართულებებიდან გამომდინარე მოხდა. სულ ექვსი ნომინაცია გვაქვს: წლის ტურისტული ბიზნესი, წლის აგრობიზნესი, წლის ქართული პროდუქტი, წლის ინოვაციური ბიზნესი, წლის მცირე ბიზნესი და ხალხის რჩეული. ყველა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხალხის რჩეულს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან საზოგადოების მხრიდან აღიარება წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

- როგორ ხდება ფინალისტებისა და გამარჯვებულების გამოვლენა?

- ფინალისტებს თითოეულ ნომინაციაში ავლენდა დამოუკიდებელი კომისია, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექსპერტთა ჯგუფებისგან შედგება. ჟიური მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია. ფინალისტების გამოვლენა მოხდა სექტემბერში ჟიურის მიერ. გამარჯვებულებს კვლავ დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ნომინაცია ხალხისთვის მიგვენდო. 230-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა ამ კატეგორიაში. პირველ ნოემბერს დაიწყო ხალხის რჩეულის გამოვლენა. პროცესი 17 ნოემბრამდე გაგრძელდება. ხალხის რჩეულიც დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება.

- „ბიზნესდაჯილდოება“ რით განსხვავდება სხვა დაჯილდოებებისგან?

- ეს რეალუარად არ არის კლასკური ბიზნესდაჯილდოება. პრიზიც განსხვავებულია - ზვიად ციკოლიას მიერ დამზადებული ჯილდო. სხვადასხვა სპონსორისა თუ მხარდამჭერისგან არამატერიალური პრიზებიცაა დაწესებული. მათ შორისაა: აქტიური მედია და მარკეტინგული მხარდაჭერა, სხვადასხვა სახის კონსულტაციები. ჩვენი გენერალური პარტნიორი „ჯეოსელი“ ინოვაციურ ბიზნესს დააჯილდოებს.

„ბიზნდესდაჯილდოება“ სხვა დაჯილდოებებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ის ივნისში დაიწყო. ერთი ღონისძიება უკვე გვქონდა, სადაც შუალედური შედეგები შევაჯამეთ. დაჯილდოების ცერემონიალზე ყველა მონაწილე კომპანიას ვეპატიჟებით და გვინდა, ისინი ერთმანეთს დავაახლოვოთ.

რეალურად, ურთიერთკავშირი ერთმანეთთან, დიდ ბიზნესთან და საზოგადოებასთან, წარმატების ფუნდამენტია. ჩვენი კონკურსი სახალისოა, ძალიან ღიაა. თითოეული კომპანიის ინდივიდუალიზმის გამოვლენაზეა ორიენტირებული. მათი წარმატების ისტორიები წინა პლანზეა წამოწეული. ჩვენი განმასხვავებელია ისიც, რომ ამ კონკურსში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება. მთავარია, გახდე ბიზნესდაჯილდოების საზოგადოების წევრი, რაც კომპანიებისთვის უკვე დიდი სარგებლის მომტანია.

- რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის?

- „ბიზნესდაჯილდოება“ თავისი კონცენფციით არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობებს, ასევე სტარტაპებს აერთიანებს. ჩვენი მიზანი საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციაა. გვინდა, დამწყები ბიზნესისთვის გახდეს შთაგონება, რომ ამ საქმის კეთება არის ყველაზე უფრო ტრენდული და კარგი. სწორედ ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი.

გარშემო უთვალავი და განუსაზღვრელი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა გამოიყენო. მაქსიმალურად ვციდლობთ ეს წარმატების ისტორიები, უნიკალური მომენტები, განმასხვავებელი ფაქტორები წინ წამოვწიოთ. ჩვენი ჰეშთეგი #გააზიარეწარმატებაც ამას ემსახურება.

- ამ დროისთვის რამდენად შეძელით დასახული მიზნის მიღწევა?

- პირველი ეტაპისთვის საკმაოდ დიდ მასშტაბს და შედეგს მივაღწიეთ. სოციალურ მედიაშიც დიდი გამოხმაურებაა. მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა ჩვენი ერთი პოსტი ან ფოტო მაინც. მთელმა საქართველომ იცის ამ პროექტის შესახებ. ემოციებიც სულ დადებითია. მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სტიმული მოემატათ, საკუთარი საქმის უკეთ წარმოჩენის სურვილი გაუჩნდათ. მათ რეალიზაციასა და ბიზნესგეგმებზეც აისახა ეს პროექტი. ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ბიზნესდაჯილდეობის“ შემდეგ საკუთარი ჰობის ბიზნესად ქცევის იდეა გაუჩნდათ.

- როგორ გეგმავთ „ბიზნესდაჯილდოების“ განვითარებას სამომავლოდ?

- წელს 523 კომპანია დარეგისტრირდა, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. სამომავლოდ ამ მასშტაბს აუცილებალდ გავზრდით. ნებისმიერ ეტაპზე კონფეცფია იგივე დარჩება. მომავალ წელს ვგეგმავთ სტარტაპებისთვის ცალკე ნომინაციის დაწესებას. . მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბიზნესები კონკურენციაში არ მოვიყვანოთ უკვე მოქმედ ბიზნესთან. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მეტ ახალ და საინტერესო კამპანიას დავამატებთ, რომელიც მონაწილეების პოპულარიზაცას შეუწყობს ხელს. ერთმანეთში ურთიერთკავშირს გავაძლიერებთ.

ნანა მღებრიშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი