კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უღრანი ტყე ყოველთვის ბევრ საიდუმლოს ინახავს..
უღრანი ტყე ყოველთვის ბევრ საიდუმლოს ინახავს..

თანა ფრენ­ჩი - საკ­მა­რი­სია დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი ამ მწერ­ლის რო­მე­ლი­მე წიგ­ნი გა­და­ფურ­ცლოთ და თავს ვე­ღარ და­აღ­წევთ, ისი­ნი ერთი ამო­სუნ­თქვით იკი­თხე­ბი­ან. ეჭვი, ინ­ტრი­გა, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, სი­მარ­თლის ძი­ე­ბა­ში წარ­მოქ­მნი­ლი ლა­ბი­რინ­თე­ბი... მკი­თხველს გულ­გრილს ვერ ტო­ვებს.

თანა ფრენ­ჩის წიგ­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ითარ­გმნა. მათ შო­რი­საა სა­ქარ­თვე­ლოც. გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის პრო­ექტ "ტოპ თრი­ლერ­ში" მწერ­ლის დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი "უღარნ ტყე­ში" გა­მო­ი­ცა.

უღ­რა­ნი ტყე ბევრ სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს...… უღ­რან ტყე­ში ზოგ­ჯერ შემ­ზა­რა­ვი ამ­ბე­ბი ხდე­ბა...

დე­ტექ­ტივ რობ რა­ი­ანს ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი სა­ში­ნე­ლი მო­გო­ნე­ბა მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს - მისი ორი მე­გო­ბა­რი ტყე­ში უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გა, თა­ვად კი სის­ხლში ამო­თხვრი­ლი ძლივს იპო­ვეს - ბიჭს აღა­რა­ფე­რი ახ­სოვ­და.

გა­ვი­და დრო.

იმა­ვე ტყე­ში იპო­ვეს მხე­ცუ­რად მოკ­ლუ­ლი 12 წლის ქეით დევ­ლი­ნის ცხე­და­რი… და რობ რა­ი­ანს თა­ვის მე­წყვი­ლე კესი მე­დოქ­სთან ერ­თად მო­უ­წევს მკვლე­ლის პოვ­ნა.

თუმ­ცა ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რი ჩანს - მხო­ლოდ ჭო­რე­ბი­თა და ბუნ­დო­ვა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბით ვერ ამოხ­სნის გო­გო­ნას იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ მკვლე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს.

მაგ­რამ რობ რა­ი­ა­ნი გრძნობს, რომ გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნის, თუ გა­იხ­სე­ნებს, რა შე­ემ­თხვა ბავ­შვო­ბა­ში უღ­რან ტყე­ში.

თანა ფრენ­ჩი 1973 წელს და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი გახ­ლდათ და მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში უწევ­და მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად იდებ­და ბი­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, თანა ფრენ­ჩი სხვა­დას­ხვა დროს ცხოვ­რობ­და ირ­ლან­დი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, ამე­რი­კა­სა და მა­ლა­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ამ­ჟა­მად ის ამე­რი­კი­სა და იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეა. 1990 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დუბ­ლინ­ში ცხოვ­რობს მე­უღ­ლეს­თან და ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თანა ფრენ­ჩი პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ, მუ­შა­ობს რო­გორც თე­ატ­რში, ასე­ვე კი­ნო­ში და ახ­მო­ვა­ნებს ფილ­მებს. დღე­ი­სათ­ვის თანა ფრენ­ჩი არა­ერ­თი რო­მა­ნის ავ­ტო­რია. მის წიგ­ნებს მრა­ვა­ლი ჯილ­დო აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი.

"უღ­რან ტყე­ში" მსა­ხი­ო­ბი მწერ­ლის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 2007 წელს გა­მო­ი­ცა და ავ­ტო­რის­თვის ნამ­დვი­ლად ფეხ­ბედ­ნი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. რო­მან­მა 2008 წელს დე­ტექ­ტი­ურ ჟანრ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა. მა­გა­ლი­თად – ედ­გარ პოს, Anthony Award-ის, "Barry Awards"-ის პრე­მი­ე­ბი და "Macavity Awards"-ის ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტის­თვის.

თი­ნა­თინ შავ­ლა­ძე

უღრანი ტყე ყოველთვის ბევრ საიდუმლოს ინახავს..

უღრანი ტყე ყოველთვის ბევრ საიდუმლოს ინახავს..

თანა ფრენჩი - საკმარისია დეტექტიური რომანებით ცნობილი ამ მწერლის რომელიმე წიგნი გადაფურცლოთ და თავს ვეღარ დააღწევთ, ისინი ერთი ამოსუნთქვით იკითხებიან. ეჭვი, ინტრიგა, საიდუმლოებები, სიმართლის ძიებაში წარმოქმნილი ლაბირინთები... მკითხველს გულგრილს ვერ ტოვებს.

თანა ფრენჩის წიგნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითარგმნა. მათ შორისაა საქართველოც. გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტ "ტოპ თრილერში" მწერლის დეტექტიური რომანი "უღარნ ტყეში" გამოიცა.

უღრანი ტყე ბევრ საიდუმლოს ინახავს...… უღრან ტყეში ზოგჯერ შემზარავი ამბები ხდება...

დეტექტივ რობ რაიანს ბავშვობის დროინდელი საშინელი მოგონება მოსვენებას არ აძლევს - მისი ორი მეგობარი ტყეში უკვალოდ დაიკარგა, თავად კი სისხლში ამოთხვრილი ძლივს იპოვეს - ბიჭს აღარაფერი ახსოვდა.

გავიდა დრო.

იმავე ტყეში იპოვეს მხეცურად მოკლული 12 წლის ქეით დევლინის ცხედარი… და რობ რაიანს თავის მეწყვილე კესი მედოქსთან ერთად მოუწევს მკვლელის პოვნა.

თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს - მხოლოდ ჭორებითა და ბუნდოვანი მოგონებებით ვერ ამოხსნის გოგონას იდუმალებით მოცულ მკვლელობის საიდუმლოს.

მაგრამ რობ რაიანი გრძნობს, რომ გოგონას მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნის, თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა ბავშვობაში უღრან ტყეში.

თანა ფრენჩი 1973 წელს დაიბადა. მამამისი ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ და მრავალ ქვეყანაში უწევდა მუშაობა, სადაც ოჯახთან ერთად იდებდა ბინას. შესაბამისად, თანა ფრენჩი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ირლანდიაში, იტალიაში, ამერიკასა და მალავის რესპუბლიკაში. ამჟამად ის ამერიკისა და იტალიის მოქალაქეა. 1990 წლიდან მოყოლებული დუბლინში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ თანა ფრენჩი პროფესიით მსახიობი გახლავთ, მუშაობს როგორც თეატრში, ასევე კინოში და ახმოვანებს ფილმებს. დღეისათვის თანა ფრენჩი არაერთი რომანის ავტორია. მის წიგნებს მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული.

"უღრან ტყეში" მსახიობი მწერლის სადებიუტო რომანია, რომელიც 2007 წელს გამოიცა და ავტორისთვის ნამდვილად ფეხბედნიერი აღმოჩნდა. რომანმა 2008 წელს დეტექტიურ ჟანრში პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. მაგალითად – ედგარ პოს, Anthony Award-ის, "Barry Awards"-ის პრემიები და "Macavity Awards"-ის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის.

თინათინ შავლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი