პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
დინდგელი - უებარი წამალი
დინდგელი - უებარი წამალი

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ო­და კუჭი, ბო­ლოს ვი­კად­რე და მი­ვე­დი ექიმ­თან. გა­და­მა­ყლა­პეს გას­ტრო­ფიბ­როს­კო­პი და და­მის­ვეს თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლის დი­აგ­ნო­ზი. რითი არ ვიმ­კურ­ნა­ლე, სად არ ვი­ყა­ვი... გა­მუდ­მე­ბით ვი­ცავ­დი დი­ე­ტას, მაგ­რამ შე­დე­გი ყო­ველ­თვის ხან­მოკ­ლე იყო. ჩემს წა­მე­ბას მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი დე­ი­და შე­ეს­წრო, ჩა­ი­ღი­მა და მი­თხრა, წყლუ­ლის ისეთ წა­მალს გას­წავ­ლი, თავს აღა­რა­სო­დეს შე­გახ­სე­ნებ­სო. ვი­საც ვას­წავ­ლე, ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლია, სცა­დე, ეგებ შენც გიშ­ვე­ლო­სო.

ვცა­დე და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მო­მიხ­და. მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ კუ­ჭის ტკი­ვილს აღარ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. აღარც ის ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ დღემ­დე უსა­ზღვროდ მად­ლი­ე­რი ვარ მისი... მინ­და, ცოდ­ნა "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" მკი­თხველ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი "მას­წავ­ლე­ბე­ლი" ამ საქ­ცი­ელს მო­მი­წო­ნებ­და.

აი­ღეთ 50 გ დინდგე­ლი და 0,5 კგ ახა­ლი კა­რა­ქი. გა­ალღვეთ კა­რა­ქი ცხე­ლი წყლის აბა­ზა­ნა­ში და მი­იყ­ვა­ნეთ დუ­ღი­ლამ­დე. დინდგე­ლი და­ჭე­რით წვრი­ლად (შე­გიძ­ლი­ათ, შე­დოთ სა­ყი­ნუ­ლე­ში და როცა გა­ი­ყი­ნე­ბა, წვრი­ლად გა­ხე­ხოთ). რო­გორც კი კა­რა­ქი დუ­ღილს და­ი­წყებს, ჩა­ყა­რეთ შიგ დაჭ­რი­ლი (ან გა­ხე­ხი­ლი) დინდგე­ლი. ური­ეთ, სა­ნამ დინდგე­ლი მთლი­ა­ნად არ გად­ნე­ბა კა­რაქ­ში და არ მი­ი­ღებთ ერ­თგვა­რო­ვან მა­სას (და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი). მი­ღე­ბუ­ლი მასა ორფა დოლ­ბან­დში გა­და­წუ­რეთ მი­ნის ჭურ­ჭელ­ში, კარ­გად რომ გა­ცივ­დე­ბა, შედ­გით მა­ცი­ვარ­ში. მი­ი­ღეთ სა­ჩა­რო­ზე კოვ­ზით ჭა­მამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე.

ეს ულუ­ფა რომ გა­თავ­დე­ბა, მო­ამ­ზა­დეთ მე­ო­რე და ისიც ბო­ლომ­დე მი­ი­ღეთ"

ქე­თე­ვან კე­თი­ლა­ძე

სკლე­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბი

ჩემი მე­ზო­ბე­ლი ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლობ­და მე­ზობ­ლებ­სა და ნა­თე­სა­ვებს. სწო­რედ მან მას­წავ­ლა სკლე­რო­ზის სამ­კურ­ნა­ლო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მო­უხ­და დე­და­ჩემს. იმე­დი მაქვს, ეს რე­ცეპ­ტე­ბი თქვენც გა­მო­გად­გე­ბათ.

აი­ღეთ ნივ­რის სა­შუ­ა­ლო ზო­მის თავი, გა­არ­ჩი­ეთ, და­ნა­ყეთ, გა­და­ი­ღეთ მი­ნის ქი­ლა­ში და და­ას­ხით ერთი ჭიქა არა­რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი მზე­სუმ­ზი­რას ზეთი. შედ­გით მა­ცივ­რის ქვე­და თა­რო­ზე. მე­ო­რე დღეს აი­ღეთ ლი­მო­ნი, ყუნ­წი მო­ა­ჭე­რით, გა­ხე­ხეთ. ერთი ჩაის კოვ­ზი გა­და­ი­ღეთ სუფ­რის კოვზზე და და­უ­მა­ტეთ 1 ჩაის კოვ­ზის ნივ­რი­ა­ნი ზეთი. კარ­გად აუ­რი­ეთ და მი­ი­ღეთ. გა­ი­მე­ო­რეთ დღე­ში სამ­ჯერ, ჭა­მამ­დე 30 წუ­თით ადრე. კურ­სი გრძელ­დე­ბა 1-3 თვე, შემ­დეგ ერთი თვით შე­ის­ვე­ნეთ და კურ­სი გა­ი­მე­ო­რეთ. აფარ­თო­ებს და წმენ­დს სის­ხლძარ­ღვებს, ხსნის თა­ვის ტვი­ნი­სა და გუ­ლის მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის სპაზმს და ქო­შინს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

კუჭის პრობლემის დროს კარაქის და პრროპოლისის ნარევს რა დოზით იღებდით ვერ მივხვდი.რას ნიშნავს სტატიის ბოლოს რომ გიწერიათ,,მიიღეთ საჩაროზე" მადლობა წინასწარ

Levan
1

სტატიას,რომ ვკითხულობდი,მეგონა ჩემზე იყო.მქონდა გასტრიტი .3 თვე მარტო ომეპრაზოლს ვსვავდი ყოველდღე.არ მიშველა არაფერმა,ვიდრე პროპოლისი არ ვიპოვე,იგივე დინდგელი.ოღონდ მე ბრაზილიურს ვსვავდი, ამაზონზე ვიყიდე.16 დოლარი ღირს ფლაკონი.მაგან მიშველა საბოლოოდ

დინდგელი - უებარი წამალი

დინდგელი - უებარი წამალი

"წლების განმავლობაში მტკიოდა კუჭი, ბოლოს ვიკადრე და მივედი ექიმთან. გადამაყლაპეს გასტროფიბროსკოპი და დამისვეს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი. რითი არ ვიმკურნალე, სად არ ვიყავი... გამუდმებით ვიცავდი დიეტას, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე იყო. ჩემს წამებას მეზობელი სოფლიდან ჩამოსული დეიდა შეესწრო, ჩაიღიმა და მითხრა, წყლულის ისეთ წამალს გასწავლი, თავს აღარასოდეს შეგახსენებსო. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც გიშველოსო.

ვცადე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომიხდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ კუჭის ტკივილს აღარ შევუწუხებივარ. აღარც ის ქალბატონი მინახავს, მაგრამ დღემდე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი... მინდა, ცოდნა "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც გავუზიარო. დარწმუნებული ვარ, ჩემი "მასწავლებელი" ამ საქციელს მომიწონებდა.

აიღეთ 50 გ დინდგელი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში და მიიყვანეთ დუღილამდე. დინდგელი დაჭერით წვრილად (შეგიძლიათ, შედოთ საყინულეში და როცა გაიყინება, წვრილად გახეხოთ). როგორც კი კარაქი დუღილს დაიწყებს, ჩაყარეთ შიგ დაჭრილი (ან გახეხილი) დინდგელი. ურიეთ, სანამ დინდგელი მთლიანად არ გადნება კარაქში და არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (დაახლოებით ნახევარი საათი). მიღებული მასა ორფა დოლბანდში გადაწურეთ მინის ჭურჭელში, კარგად რომ გაცივდება, შედგით მაცივარში. მიიღეთ საჩაროზე კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ეს ულუფა რომ გათავდება, მოამზადეთ მეორე და ისიც ბოლომდე მიიღეთ"

ქეთევან კეთილაძე

სკლეროზის მკურნალობის ხალხური მეთოდები

ჩემი მეზობელი ათეულობით წლის განმავლობაში ხალხური მეთოდებით მკურნალობდა მეზობლებსა და ნათესავებს. სწორედ მან მასწავლა სკლეროზის სამკურნალო არაჩვეულებრივი საშუალებები, რომლებიც ძალიან მოუხდა დედაჩემს. იმედი მაქვს, ეს რეცეპტები თქვენც გამოგადგებათ.

აიღეთ ნივრის საშუალო ზომის თავი, გაარჩიეთ, დანაყეთ, გადაიღეთ მინის ქილაში და დაასხით ერთი ჭიქა არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი. შედგით მაცივრის ქვედა თაროზე. მეორე დღეს აიღეთ ლიმონი, ყუნწი მოაჭერით, გახეხეთ. ერთი ჩაის კოვზი გადაიღეთ სუფრის კოვზზე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზის ნივრიანი ზეთი. კარგად აურიეთ და მიიღეთ. გაიმეორეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი გრძელდება 1-3 თვე, შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. აფართოებს და წმენდს სისხლძარღვებს, ხსნის თავის ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს და ქოშინს... განაგრძეთ კითხვა